მნიშვნელოვანი სიახლეები
ფანჯარა აფრიკაში

ფანჯარა აფრიკაში

პიტერ პაუელ რუბენსი მეფეთა მხატვრად ითვლებოდა, მისი ნახატები ძვირი ღირდა და მასზე დიდი მოთხოვნა იყო.

რუბენს ბევრი შეკვეთა ჰქონდა და ამიტომაც კლიენტები პატიობდნენ იმას, რომ შეკვეთის სწრაფად დასრულების მიზნით, ტილოებზე მეტრის მოწაფეებიც მუშაობდნენ. ბავარიის ჰერცოგმა მაქსიმილიანმა მხატვარს ნადირობის თემაზე ოთხი ნახატი შეუკვეთა. "ნადირობა ნიანგსა და ჰიპოპოტამზე" ერთ-ერთი მათგანია. გვირგვინოსნებს სულაც არ აინტერესებდათ, რომ ახალგაზრდა ფერმწერს ბუნებრივ პირობებში არ ენახა ეგზოტიკური ცხოველები და არც მათზე ნადირობის სცენებს შესწრებია.

რუბენსიც და მისი შემკვეთებიც ბაროკოს ეპოქის ადამიანები იყვნენ და უყვარდათ მყვირალა ეგზოტიკა. თუმცა აფრიკასა და აზიაში მხატვარი ნამყოფი არ იყო და ეგზოტიკური ცხოველები მხოლოდ სამხეცეებში ჰყავდა ნანახი, ხოლო ნიანგის და ბეჰემოთის შემთხვევაში მხოლოდ ფიტულებად. განსხვავებით თავის კოლეგებიდან, რომლებიც მხეცებს ფრთხილად, სტატიკურ პოზებში ხატავდნენ, რუბენსი პირველი იყო ევროპელ მხატვართაგან, რომელიც მათ დინამიკაში ხატავდა, ადამიანებთან მძაფრ ბრძოლაში, თუმცა კი ეს ცხოველები ბუნებაში ნანახი არ ჰყავდა.

ნაპოლეონის ომების დროს ოთხივე სურათი პარიზში წაიღე და მხოლოდ "ჰიპოპოტამზე ნადირობა" დაბრუნდა უკან ბავარიაში 1815 წელს. ახლა იგი მიუნჰენში, ძველ პინაკოთეკაში ინახება.

undefinedundefined

 1. ჰიპოპოტამი. ძველი რომის შემდეგ ეს ცხოველი ევროპაში პირველად ცოცხალი მხოლოდ XVII საუკუნის ბოლოს მოხვდა. რუბენს შეეძლო ჩანახატების გაკეთება, მხოლოდ მისი ფიტულიდან. ერთი ასეთი ფიტული მანტუას ჰერცოგის ვინჩენცო I გონზაგას - მხატვრის მფარველის სასახლეში იმყოფებოდა. ეს "არტეფაქტი" გონზაგას დინასტიას "მემკვიდრეობით" ერგო სხვა უცნაურ ნივთებთან ერთად მანტუას წინა მეპატრონისგან - ბონაკოსის საგვარეულოდან. კოლექციის ახალმა მეპატრონემ ჰიპოპოტამის ფიტულზე თავისი მტრებიდან უკანასკნელის დაბალზამებული გვამი შემოსვა და ამგვარად ინახავდნენ XIV საუკუნემდე. ბეჰემოთის მეორე ფიტული, რომლის ნახვაც და ჩახატვაც შეეძლო რუბენსს მაყურებელთა სანახავად 1601 წლიდან იყო რომში გამოფენილი. რუბენსის ნახატზე ჰიპოპოტამი აშკარად პატარა ჩანს (მოზრდილის წონა 2,5 -4 ტონას აღწევს). მიუხედავად ამისა ეს სავარაუდოთ ამ ცხოველის დასავლეთის მხატვრების მიერ შესრულებული პირველი რეალისტური ნახატია.

undefined

2. ნიანგი. ამ ცხოველის ფიტული რუბენსს იმავე მანტუას ჰერცოგის სასახლეში ექნებოდა ნანახი, ასევე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. იმ დროს ნიანგის ფიტულს ბოროტის აცილების უნარს მიაწერდნენ. ამის გამო მას ეკლესიებშიც კი ჭერზე ჰკიდებდნენ. რუბენსის ტილოზე მისი Crocodylus niloticus-ის (ნილოსის ნიანგი) სახეობაა წარმოდგენილი.

undefined

3. შერკინება. სურათზე ერთბაშად ორი დაპირისპირებაა ასახული: არა მხოლოდ მონადირეებისა და გარეული ცხოველების, არამედ ცხოველთა შორისსაც. ჰიპოპოტამსა და ნიანგს ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გამოსახავდნენ მეტოქეებად, ხოლოXVI–XVII საუკუნეებში

undefined

 4. მდინარე. ეს ნილოსია, რომელთანაც რუბენსისათვის ჰიპოპოტამი და ნიანგი ასოცირდება.

undefined

 5. ნადირობა. ძველი ეგვიპტიდან მოყოლებული ლამის ჩვენ დრომდე, ჰიპოპოტამებზე ჰარპუნებით ნადირობდნენ, როგორც წესი ნავიდან. მხატვარი ნაკლებად იცნობდა ნილოსის ჭაობიან ნაპირებს და ამიტომაც ნადირობის ყველაზე ეფექტური სახეობა, ცხენდაცხენ ნადირობა გამოსახა: მწევრებით, შუბებით, ხმლით და მშვილდით (XVII საუკუნის დასწყისში ევროიპაში ჯერ კიდევ გამოიყენებოდა მშვილდები).

undefined

6. ტანსაცმელი. ეგვიპტის მცხოვრებთა, არაბების ტანსაცმელი რუბენსთან საკმაოდ პირობითათაა გამოსახული. ტანსაცმელი, რომელიც ოდნავ ფარავს მონადირეთა ტანს, უფრო ძველ ბერძნულ ექსომიდებს ჰგავს.

undefined

7. პალმები. ევროპულ ხელოვნებაში ეს მცენარე - გამარჯვების სიმბოლოა: ძველ რომში პალმის რტოებით აჯილდოვებდნენ გამარჯვებულ გლადიატორებს, ხოლო ტოტებს ტრიუმფალურ სვლებისას იყენებდნენ. შესაძლოა რუბენსმა ამგვარად გამარჯვება ადამიანებს მიაკუთვნა.