მნიშვნელოვანი სიახლეები
ფლორენციაში რეკონსტრუქციის შემდეგ მუზეუმი ოპერა–დელ დუომო გაიხსნა (+ვიდეო)

ფლორენციაში რეკონსტრუქციის შემდეგ მუზეუმი ოპერა–დელ დუომო გაიხსნა (+ვიდეო)

მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ტაძრის –  ფლორენციის სანტა–მარია–დელ–ფიორეს – მუზეუმი ორ წლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ გაიხსნა. საგამოფენო ფართი თითქმის ორჯერ გაიზარდა – 5 ათას კვადრატულ მეტრამდე. დამთვალიერებლებს აქ შეეძლებათ ფლორენციელი მოქანდაკეების მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექცია დაათვალიერონ. შვიდას ორმოოცდაათ ექსპონატს შორისაა შუა საუკუნეების და აღორძინების ყველაზე ცნობილი ოსტატების ნამუშევრები – მიქელანჯელო, დონატელო, ანტონიო პოლაიოლო, ანდრეა პიზანო.

ერთ–ერთი სიახლეა – XIV საუკუნის ტაძრის უშველებელი ფასადის მოდელი 40 ქანდაკებით. მის წინ განთავსებულია სამ დონიანი გალერეა, სადაც წარმოდგენილია ფლორენციის ბაპტისტერიის სამოთხის კარი და ჩრდილოეთის კარი, რომლებიც შემკულია ანტონიო სანსანსივინოს ნამუშევრებით და ასევე დანტის და რუსტიჩის ბრინჯაოს ქანდაკებებით.

თავად მუზეუმი ოპერა–დელ–დუომო განთავსებულია შენობაში, სადაც ოდესღაც დონატელოს სახელოსნო იყო და დამთვალიერებლებისათვის პირველად 1891 წელს გაიხსნა.