მნიშვნელოვანი სიახლეები
Forbes-ის ახალი რეიტინგი: ვინ რამდენს შოულონს ჰოლივუდში

Forbes-ის ახალი რეიტინგი: ვინ რამდენს შოულონს ჰოლივუდში

„ტრანსფორმერების“ ვარსკვლავმა მარკ უოლბერგმა ბოლო წელს 68 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და Forbes-ის ყოველწლიური რეიტინგის სათავეში მოექცა. კინოვარსკვლავების შემოსავლებში კვლავ გენდერული ხრამია.

 მსახიობების პირველი ათეული თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარით გამდიდრდა, ხოლო მსახიობი ქალების ტოპ-10-მა მხოლოდ სამჯერ ნაკლები თანხა მიიღო.

 წინა ლიდერის, დუეინ ჯონსონის გასწრება უოლბერგმა ფილმებით „ტრანსფორმერები: უკანასკნელი რაინდი“ და გამარჯობა მამა, ახალი წელი! 2“ შეძლო.

ყველაზე ძვირადღირებული მსახიობი ქალი ემა სტოუნია, მან 26 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და საერთო სიაში მხოლოდ 15 ადგილის დაკავება შეძლო.

 

მსახიობთა რეიტინგი

1 მარკ უოლბერგი - 68 მილიონი დოლარი

2 მდუენი ჯონსონი - 65 მილიონი დოლარი

3 ვინ დიზელი - 54,5 მილიონი დოლარი

4 ადამ სენდლერი  - 50,5 მილიონი დოლარი

5 ჯეკი ჩანი - 49 მილიონი დოლარი

6 რობერტ დაუნი უმცროსი - 48 მილიონი დოლარი

7 ტომ კრუზი - 43 მილიონი დოლარი

8 შახ რუკხ კხანი - 38 მილიონი დოლარი

9 სალმან კხანი - 37 მილიონი დოლარი

10 აკშაი კუმარი - 26 მილიონი დოლარი

 

მსახიობი ქალების რეიტინგი

1 ემა სტოუნი - 26 მილიონი დოლარი

2 ჯენიფერ ენისტონი - 25,5 მილიონი დოლარი

3 ჯენიფერ ლოურენსი - 24 მილიონი დოლარი

4 მელისა მაკკარტნი - 18 მილიონი დოლარი

5 მილა კუნისი - 15,5 მილიონი დოლარი

6 ემა უოტსონი - 14 მილიონი დოლარი

6 შარლიზ ტერონი - 14 მილიონი დოლარი

8 კეიტ ბლანშეტი - 12 მილიონი დოლარი

8 ჯულია რობერტსი - 12 მილიონი დოლარი

10 ემი ადამსი - 10,5 მილიონი დოლარი