მნიშვნელოვანი სიახლეები
„ფორსაჟ 8“-მ პირველ უიქენდზე რეკორდი დაამყარა

„ფორსაჟ 8“-მ პირველ უიქენდზე რეკორდი დაამყარა

ფრენჩაიზი „ფორსაჟის“ მერვე ფილმმა, რომელშიც ვინ დიზელის გმირი რბოლები და მაროდიორებთან ბრძოლა ელოდა, პირველ უიქენდზე შემოსავლებით მსოფლიო კინოგაქირავებაში აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა. მან მთელ მსოფლიოში 532,5 მილიონი დოლარი მოაგროვა.

 ამგვარადა წინა რეკორდი, რომელიც მეორე საგის გაგრძელებას - „ვარსკვლავური ომები: ძალის გაღვიძებას“ ეკუთვნოდა, 3 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა.

უნდა აღინიშნოს რომ მერვე ფორსაჟს მწარმოებელ ქვეყანაში ნაკლებად გაუმართლა: ამერიკულ ბაზარზე მან 100 მილიონზე ოდნავ მეტი მოაგროვა. ეს მაშინ, როცა მისმა წინა ფილმმა ამერიკაში 147,3 მილიონი დოლარი მოაგროვა.

 ამასთან „ფორსაჟ 8“ აშშ-ში სააღდგომო უიქენდზე ყველა კონკურენტი უკან ჩამოიტოვა: მასზე მთელი შემოსავლების ორი მესამედი მოდის. შედარებისათვის - მეორე ადგილზე გასულმა ანიმაციურმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „ ძუძუმწოვარა ბოსი“, შემქმნელებს მხოლოდ 15,5 მილიონი დოლარი არგუნა.

 ჩინეთში კინოჩვენების პირველ სამ დღეში „ფორსაჟმა“ 190 მილიონი დოლარი მოაგროვა.

  ამგვარი წარმატების შემდეგ კინოეპოპეის მერვე ფილმზე გაჩერებას არ აპირებენ: ავტორებს 2019 წელს საგას მეცხრე ფილმის გამოშვება სურთ, ხოლო საიუბილეო მეათე ფილმი 2021 წლისათვის გამოვა.