მნიშვნელოვანი სიახლეები
ფორტეპიანოს პარტიტურებისათვის ახალი აპლიკაცია “Musica Piano” შეიქმნა (+ვიდეო)

ფორტეპიანოს პარტიტურებისათვის ახალი აპლიკაცია “Musica Piano” შეიქმნა (+ვიდეო)

11 წლის მუსიკოსი ნოტების გარეშე უკრავს – მხედველობაში გვაქვს ის ფაქტი, რომ იგი ჩვენთვის ჩვეული პარტიტურების გარეშე უკრავს. კონცერტისათვის ბიჭი სახელად მისი ბოროსი (Misi Boros ), სპეციალურ აპლიკაციას ხმარობს, რომელსაც “Musica Piano” ეწოდება. აპლიკაცია სპეციალიზირებულმა გამომცემლობამ “Könemann Music“ შექმნა. იგი ბუდაპეშტში მდებარეობს. მოზარდი გვიხსნის თუ რატომ მოსწონს ეს აპლიკაცია: „ჩემი სანოტო რვეული ხუთ კილოგრამს იწონის. მე მას თითქმის ყოველ დღე ვატარებდი. აპლიკაციით ყველაფერი უფრო მარტივადაა ჩემთვის და მთელი ჩემი ნოტები მობილურ ტელეფონში ეტევა, ტელეფონი კი ჯიბეში“.

აპლიკაციას მხოლოდ ერთი ფუნქცია როდი აქვს. იგი საშუალებას აძლევს დამწყებ მუსიკოსებს ცნობილი პიანისტებისგან გაკვეთილები მიიღონ.

“Musica Piano”–ს ერთ–ერთი შემქმნელი ლუდვიგ კენემანი გვიყვება: „ ჩვენს ხელთ არსებული სანოტო არქივი ციფრულ ფორმატში გადავიყვანეთ და სერვეზე განვათავსეთ, რათა მისი უფასოდ მოხმარება ყველას შეძლებოდა. ასეთი ფართო არჩევანი არცერთ სპეციალიზირებულ მაღაზიაში არაა“.

 ალგორითმს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება ახასიათებს – იგი მუსიკალურ ინტონაციებსაც ანსხვავებს.

 აპლიკაციის შემქმნელი ოლივერ შოლცი: „პროცესი ამგვარად გამოიყურებოდა – ჩვენ ვასკანერებდით პარტიტურას. ვიყენებდით ტექნოლოგიას, რომელიც არჩევდა არა მარტო ნოტებს, არამედ მათ ხანგძლივობას, ამას გარდა სისტემა ხედავდა ბემოლებს, ბეკარებს, სინკოპებს და ლეგატოს, თვითოეულ სანოტო ნიშანს შემსრულებლისათვის კოლოსალური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მოქმედებს იმ ჰარმონიის შეთანხმებაზე, რომელიც კომპოზიტორმა ჩადო ნაწარმოებში“.

აპლიკაციას ქმნიდნენ არა მხოლოდ პროგრამისტები, არამედ მუსიკათმცოდნეებიც, რომლებიც დასკანირების შემდეგ  მთელი სანოტო ჩანაწერის სიზუსტეს ამოწმებდნენ. მით უფრო თუკი კომპოზიტორის მიერ დაფიქსირებული ვარიანტები არსებობდა, როგორც ბახის დო–მაჟორული ინვენციის შემთხვევაში. იქ განსხვავება სულ რამდენიმე ნოტში იყო.

 მუსიკათმცოდნე, რომელიც მუშაობაში იღებდა მონაწილეობას: „ ბახმა ორი ნოტი დაამატა უკვე მას შემდეგ, რაც პარტიტურა დასრულებული და დაბეჭდილი იყო. ხელნაწერ ვარიანტში ჩვენ ვხედავთ რომ იცვლება ხანგძლივობა, ხოლო დაბეჭდილში ზომა არ შეცვლილა. ვინაიდან ჩვენ ორიენტაცია ორიგინალზე გვქონდა აღებული, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ბიბლიოთეკაში ორივე ვარიანტი ყოფილიყო“.