მნიშვნელოვანი სიახლეები
ფრანგების მიერ სხვენში აღმოჩენილი ნახატი 120 მილიონ ევროდ შეაფასეს (+ვიდეო)

ფრანგების მიერ სხვენში აღმოჩენილი ნახატი 120 მილიონ ევროდ შეაფასეს (+ვიდეო)

ბოლოს როდის დაალაგეთ თქვენი სახლის სხვენი? შეიხედეთ, იქნებ იქ შემთხვევით 120 მილიონ ევროდ შეფასებული საგანძური აღმოაჩინოთ. ზოგჯერ ასეთებიც ხდება.

ფრანგმა ექსპერტმა ერიკ ტიურკენმა, რომელიც ნახატების რესტავრაციით არის დასაქმებული, ამბობს რომ ნახატი მშვენივრად არის შემონახული და შედევრს არც მეტი და არც ნაკლები 120 მილიონ ევროდ აფასებს.  

 ნახატს, რომელიც ბიბლიურ  სიუჟეტზეა შექმნილი ეწოდება "ივდითი. ოლოფერნის თავის მოკვეთა". ავტორი ზუსტად არაა დადგენილი, მაგრამ ექსპერტები აღორძინების ხანის იტალიელი მხატვრის კარავაჯოს ავტორობისკენ იხრებიან და დახატვის თარიღად დაახლოებით 1600 წელს ასახელებენ.

 ტილო ტულუზაში ერთ-ერთი სახლის მეპატრონემ აღმოაჩინა. იგი სხვენში იმისათვის აძვრა, რომ  წყალი ჟონავდა. მანამდე იგი სხვენში ნამყოფი არ ყოფილა. აღმოჩენილი ნახატი წყლისგან ცოტათი დაზიანებული იყო. ადგილობრივმა აუქციონისტებმა მაშინათვე დაინახეს კარავაჯოს სკოლის  სტილი. ამის შემდეგ ნახატი პარიზში გადააგზავნეს და მას ხელი ტიურკენმა მოჰკიდა.

რესტავრაცია ორ წელს გაგრძელდა და ისეთი ღონისძიებები მოითხოვა, როგორიცაა ინფრაწითელი რეფლექტოგრამა და რენტგების დასხივება. იმის გამო, რომ ნახატი დიდი იყო, რენტგენის გადასაღებად მისი ვეტერინარულ კლინიკაში წაღება დასჭირდათ (ექიმს ძლიერ გაუკვირდა, როცა რენტგენზე ძროხის მაგივრად ნახატი მიუტანეს). უსაფრთხოების მიზნით რესტავრატორს ნახატთან ერთად ეძინა.

ტიურკენის სიტყვებით ეს ნახატი ფერწერის ყველაზე მნიშვნელოვანი შედევრია, რომელიც კი ბოლო 30 წლის მანძილზე აღმოუჩენიათ. წინა მფლობელებმა ეტყობა დაივიწყეს ტილოს არსებობა და მან სხვენში 150 წელი გაატარა (სახლის ახლანდელი მფლობელის წინაპრები ამ სახლში XIX საუკუნის შუა ხანებში დასახლდნენ).