მნიშვნელოვანი სიახლეები
ფრანგმა პენსიონერმა და ვინჩის 15 მილიონ დოლარად შეფასებული ნახატი შემთხვევით იპოვა

ფრანგმა პენსიონერმა და ვინჩის 15 მილიონ დოლარად შეფასებული ნახატი შემთხვევით იპოვა

15 ათას დოლარად ღირებული  დიდი ლეონარდო და ვინჩის „განსაკუთრებული“ ნახატი ორშაბათს პარიზში აღმოაჩინეს. იგი აუქციონის სახლ Tajan-ში ერთმა მოხუცმა ფრანგმა სხვა ესკიზებთან ერთად მიიტანა.

როგორც აუქციონის სახლის დირექტორი ტაადე პრატე ჰყვება, ყოფილმა ექიმმა, რომლის ხელშიც მემკვიდრეობით რამდენიმე ესკიზი აღმოჩნდა, 2016 წელს შვიდი  ჩანახატი მიუტანა. მათ შორის ერთი ხელოვნებათმცოდნეებისათვის განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა.

თავიდან პრატეს ეგონა ეს მხოლოდ XVI საუკუნის საინტერესო ნახატი იყო, მაგრამ შემდეგ სპეციალისტებს მიმართა და აღმოჩნდა, რომ იგი ცაციას დახატული იყი (ლეონარდო ცაცია იყო). ასევე ნახატის მეორე მხარეს მარჯვნიდან მარცხნივ შესრულებული წარწერა აღმოჩნდა (ესეც ლეონარდოს განსაკუთრებული თვისება იყო). ჩანახატის ავტორი სინათლის მხატვრულ გამოსახვას სწავლობდა. ყველა ნიშნის მიხედვით ესკიზის ავტორი ლეონარდო და ვინჩი უნდა ყოფილიყო.

აუქციონის სახლის მფლობელის განმარტებით, ბოლო 15 წლის მანძილზე ეს ლეონარდოს პირველი ნაპოვნი ნახატია. მასზე წმინდა სებასტიანეს ტანჯვაა ასახული. იგი ლეონარდოს „ატლანტიკის კოდექსის“ ხელნაწერში აქვს მოხსენიებული. ეს უკვე ამერიკული მეტროპოლიტენ მუზეუმის აღორძინების ეპოქის ექსპერტმა და კურატორმა კარმენ ბემბაკმა განაცხადა.

 „ მე საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი. ავტორობა სრულიად ეჭვგარეშეა. თითქოსდა ლეონარდოს ზურგს უკან ვდგავართ და ისე ვაკვირდებით თუ როგორ ხატავს“, - აღნიშნავს ბამბაკი. მისი შეფასებით ნახატი 1482-1485 წლებში, ლეონარდოს ცხოვრების მილანურ პერიოდშია შესრულებული.