მნიშვნელოვანი სიახლეები
ფრიკის კოლექცია გეგმავს წარმოაჩინოს ფლამანდრიელი მხატვრის ანტონიო ვან დეიკის შემოქმედება

ფრიკის კოლექცია გეგმავს წარმოაჩინოს ფლამანდრიელი მხატვრის ანტონიო ვან დეიკის შემოქმედება

ნიუ იორკის ხელოვნების მუზეუმ ფრიკის კოლექციას გადაწყვეტილი ჰქონდა საგამოფენო დარბაზები დაეთმო ანტონიო ვან დეიკის შემოქმედების ახლებურად წარმოჩენას. მეხუთე ავენიუზე მდებარე მუზეუმი ემზადებოდა ამ ახალი პროექტისთვის სახელად „ვან დეიკი: პორტრეტული ხელოვნების ანატომია“, რომელიც 2 მარტიდან 5 ივნისის ჩათვლით გაიხსნა.

წარმოდგენილი იყო დაახლოებით 100 ნამუშევარი; აღნიშნული გამოფენა შეერთებულ შტატებში მე–17 საუკუნის ფლამანდრიელი მხატვრის შემოქმედების პირველი დიდი ექსპოზიციაა 1990 წლის გამოფენის შემდგომ და როგორც ფრიკი აღნიშნავს, ვან დეიკი, როგორც პორტრეტისტი, აქამდე არასდროს წარმომდგარა ასე კომპლექსური და ღრმა კუთხით.

გამოფენა მთლიანად წარმოადგენდა ვან დეიკის შემოქმედებას, მოიცავდა მის ადრეულ ნამუშევრებს, შემდეგ სხვადასხვა მხატვრების გავლენის პერიოდს, როგორიც არის პიტერ პაულ რუბენსი; არის ასევე ვან დეიკის იტალიური პერიოდი და ბოლოს უკვე ინგლისური წლები, როცა იგი კარის მხატვრის სახით აღზევდა ინგლისის მეფე ჩარლზ პირველის დროს.  გამოფენა ორგანიზებულიიყო სტინ ალსტინსის მიერ, მეტროპოლიტენ მუზეუმის კურატორისა და ადამ იკერის მიერ, რომელიც ფრიკის კოლექციის კურატორია. “ჩვენ ყველანი ვგრძნობთ, რომ აქცენტის გადატანა მხატვრის ამ მხარეზე ძალიან მნიშვნელოვანია. აქამდე ეს არასდროს გაგვიკეთებია“, აღნიშნავს ქსავიერ ფ. სალომონ, ფრიკის კოლექციის კურატორი.

ანტონიო ვან დეიკი (1599 – 1641) ძალიან პოპულარული მხატვარი ყოფილა კოლექციონერებს შორის, ყველაზე მრავლად მისი ნახატები წარმოდგენილია ფრიკის კოლექციაში. ფრიკმა გამოიტანა ექვსი საუკეთესო ნამუშევარი გამოფენისთვის, მათ შორის ცნობილი მხატვრის ფრენს სნიდერსისა და მისი მეუღლის მარგარეტა დე ვოსის პორტრეტები.

ვან დეიკის პორტრეტებში მისი დროის სოციალური ელიტაა ასახული, რომელთა გამოსახვისა მხატვარს გარკვეული წესების დაცვა ევალებოდა. სწორედ ისეთი სიტუაცია იყო, როგორც დღევანდელი თაობა სელფების გადაღებისას, მათ სურთ თავი ასახონ კარგი კუთხით.

“ეს სელფების წინა ხანა იყო“, ამბობს სალომონი, „გარკვეული დიალოგი მყარდებოდა მხატვარსა და მოდელს შორის.“