მნიშვნელოვანი სიახლეები
ღამის გუშაგი

ღამის გუშაგი

ჰოლანდიელი ოსტატის ტილო ბევრ „სიურპრიზს“ მალავს. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენთვის ნაცნობი ტილოს სახელი არ შეესაბამება სინამდვილეს: მასზე გამოსახული გუშაგები არავითარი ღამის გუშაგები არ არიან, ისინი სწორედაც, რომ ნამდვილი დღის გუშაგები არიან. უბრალოდ რემბრანტის ნამუშევარი რამდენჯერმე დაფარეს ლაქით, რის გამოც იგი საგრძნობლად ჩაბნელდა. ამის გარდა ტილო თითქმის ასი წელი ეკიდა (XVIII საუკუნის დასაწყისიდან  XIX საუკუნის დასაწყისამდე)ამსტერდამის რატუშის ერთ–ერთი დარბაზის კედელზე, ზუსტად ბუხრის პირდაპირ და წლიდან წლამდე მურით იფარებოდა. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ XIX საუკუნის დასაწყისისათვის მას უკვე „ღამის გუშაგს“ ეძახდნენ: ამ დროისათვის მისი შექმნის ისტორია სავსებით მივიწყებული იყო და ყველას ეგონა, რომ ოსტატმა სწორედ ღამე დახატა. მხოლოდ 1947 წელს, ამსტერდამის რეიკსმუზეუმში რესტავრაციის დროს, სადაც ნახატი დღემდე ინახება, გამოჩნდა რომ მისი კოლორიტი გაცილებით ნათელია, ვიდრე ეგონათ. უფრო მეტიც პერსონაჟების მოკლე ჩრდილები მიუთიტებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს შუადღესა და ნაშუადღევის ორ საათს შორის. მაგრამ რესტავრატორებმა არ მოხსნეს მუქი ლაქის ყველა ფენა, რათა საღებავები არ დაეზიანებინათ და სწორედ ამიტომ „ღამის გუშაგზე“ უფრო საღამოა გამოსახული.

ტილოს ნამდვილი სახელია – „კაპიტან ფრანს ბანინგ კოკის და ლეიტენანტ ვილჰელმ ვან რეიტენბურგის მსროლელთა ასეულის გამოსვლა“. ეს ამსტერდამის ერთ–ერთი რაიონის მუშკეტერთა მოხალისეების ჯგუფური პორტრეტია. 1618–დან 1648 წლამდე ევროპაში ოცდაათწლიანი ომი მძვინვარებდა და ჰოლანდიის ქალაქების მოსახლეობამ იარაღი აისხა საკუთარი სახლების დასაცავად. რემბრანტის ქმნილებას მსროლელთა სხვა ასეულების პორტრეტებთან ერთად კლოვენირს დოლენის – ქალაქელ მსროლელთა შტაბის მთავარი დარბაზი უნდა დაემშვენებინა. მაგრამ შემკვეთები იმედგაცრუებულები დარჩნენ: რემბრანტს მონუმენტური საპარადო პორტრეტი კი არ გამოუვიდა, არამედ ჟანრული ნახატი, რომელზეც შემკვეთები ძლივს პოულობდნენ საკუთარ თავს, ვინაიდან ზოგ შემთხვევაში მათი სახეები სხვა პერსონაჟებით იყო გადაფარული. აბა როგორ! მხატვარმა 18 შემკვეთის გარდა (რომელთაგან თვითოეულმა საკუთარი პორტრეტისათვის 100 ოქროს გულდენი – იმ დროისათვის საკმაოდ დიდი თანხა გაიღო) ტილოზე კიდევ 16 ადამიანი დაატია ! თუ ვინ არიან ისინი –  უცნობია.

საერთოდ მხატვრის ჩანაფიქრის გაგება ძალიან ძნელია. მსროლელთა ასეული თითქოსდა განგაშის ხმაზე წამოიმართნენ. მუშკეტერები ბნელი თაღიდან გამოდიან და არხზე გადებულ ხიდს კვეთენ. რაზმის სათავეში კაპიტანი კოკი (მარცხნივ) მოაბიჯებს, რომელმაც უნდა ითქვას, საკუთარი თავი ვერ იცნო ნახატში და სხვა მხატვარს სთხოვდა თავიდან დაეხატა მისი ფიგურა, და ლეიტენანტი რეიტენბურგი (მარჯვნივ).

ასეთ ვითარებაში საჭიროა მეტი ყურადღებით ყოფნა, მეთაურის ყოველი სიტყვის მოსმენა, მაგრამ სურათზე სრულიად სხვა რამეს ვხედავთ. კაპიტანი მებრძოლებს არ აძლევს მკაფიო ბრძანებებს. იგი სადღაც სიცარიელეში რაღაც ფილოსოფიურ სიტყვას ამბობს. ლეიტენანტი სადღაც მის გადაღმა იყურება და ეტყობა თავისი ფიქრებითაა გართული. სხვა პერსონაჟები გაბნეულები არიან სხვადასხვა მხარეს, მათ შორის ბავშვები და ძაღლები დადიან, რაც კიდევ უფრო აძლიერებს გაუგებრობის შთაბეჭდილებას. კომპოზიციის ცენტრიც სადღაც მარცნივ და სიღრმეშია წასული, ნათელი დიაგონალის გასწვრივ: ლეიტენანტი  – „გაბრწყინებული“ გოგონა. ასე საპარადო პორტრეტებს არ ხატავენ.

და ვინ არის ეს გოგონა, რომლის სახე ხან თვითონ მხატვარს გვაგონებს, ხანაც მის მომაკვდავ ცოლს სასკიას? რას აკეთებს იგი მამაც მუშკეტერებს შორის და რატომ ჰკიდია მას წელზე მკვდარი მამალი? იგი მარკიტანტია, შეიძლება მეძავიც (მამალი – ვნების სიმბოლო)? ინგლისელმა რეჟისორმა  პიტერ გრინუეიმ, რომელმაც რემბრანტის ტილოს შესახებ ორი დეტექტური ფილმი გადაიღო – „ღამის გუშაგი“ (2007) და „რემბრანტი: მე ბრალს ვდებ!“ (2008), 180 ასეთი კითხვა დათვალა.

ფერმწერის ნამდვილი ჩანაფიქრის გამოცნობას ბევრი შეეცადა. შემოთავაზებული იყო სრულიად სხვადასხვა ვერსიები: სიფილისით დაზიანებული ტვინის მქონე მხატვრის ავადმყოფური ფანტაზიებიდან დაწყებული (ჯოშ პლეში), საიდუმლო გზავნილამდე, რომელიც ფარდას ხდიდა მსროლელთა ძველი კაპიტნის პირს ჰასელბერგის მკვლელებს, რომლის ადგილიც დაიკავა მზაკვარმა კოკმა (გრინუეი). მაგრამ ჩვენის აზრით, ყველაზე დასაბუთებული და საინტერესო ჰიპოთეზა წარმოადგინა მარგარეტ კეროლმა – უელსლის (მასაჩისეტსი) ხელოვნების ისტორიის პროფესორმა. კეროლმა ივარაუდა, რომ რემბრანტმა „ღამის გუშაგის“ დახატვისას გამოიყენა მიმდინარე მოვლენის კარნავალიზაცია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პაროდია შექმნა. მხატვარმა უბრალოდ მასხარად აიგდო  მამაცი მოხალისეები, რომლებმაც იარაღის წესიერად ხმარებაც კი არ იცოდნენ, არამცთუ ბრძოლა. 1642 წელს ამსტერდამი უკვე ათწლეულებია არ მდგარა საომარი საფრთხის წინაშე და მსროლელებს შორის ბევრი იყო ისეთი, დენთის სუნი რომ არ ეყნოსა. მიუხედავად ამისა გაბღენძილ ბიურგერებს მაინც სურდათ ისტორიაში მამაც მეომრებად დარჩენილიყვნენ, არ გამოვიდა.

undefined undefined

  მამალი გოგონას წელზე – ჰოლანდიელ მოხალისეთა ღერბის პაროდიაა. მათ კლოვენირებს ეძახდნენ (kloveniers, სიტვიდან  klover – მუშკეტის სახეობაა). სიტყვა „კლოვენირი“ ერითმება ჰოლანდიურ klauw (клау) – „ფრინველის კლანჭს“. ამიტომაც ნიდერლანდების თავდაცვის გილდიებს ჰქონდათ ღერბი, რომელზეც ქორის ანდა შევარდნის ორი ფეხი იყო გადაჯვარედინებული. გოგონას წელზე მამალი ჰკიდია, რომლის კლანჭებიანი ფეხები მკაფიოდაა დახატული – დაცინვაა ვაი მეომრების „მტაცებლურ“ ბუნებაზე.

undefined 

თასი გოგონას ხელში – ბედი კეთილგანწყობის სიმბოლოა. გოგონა ყვითელში სავსებით შესაძლებელია მასკოტას პაროდიაც იყოს – ცოცხალი თალისმანის, რომელიც მსროლელებს ომში ახლდათ. სიმბოლოსა და სახის კარნავალიზაცია ამ შემთხვევაში ექიდნურად მცინარი სახის მქონე ბიჭის ფიგურის შემოყვანით მიიღწევა. იგი სადღაც გარბის (მარცხენა ქვედა კუთხე). მასაც ხელში თასი უჭირავს – მინიშნება იმაზე, რომ  ვაი–მეომრების სამხედრო  წარმატება უკვე მათთან აღარაა.

undefined 

ხელთათმანი კოკის ხელში მისი მფლობელის დაბნეულობაზე მიუთითებს. თუ დავაკვირდებით, მაშინ შევამჩნევთ, რომ კოკს მარჯვენა ხელთათმნიან ხელში ისევ მარჯვენა ხელთათმანი უჭირავს! ეს  მთელ სცენას კიდევ უფრო მეტ კომიკურობას მატებს.

undefinedundefined 

 კაპიტან კუკის უკან მდგარი ჯუჯა, კეროლის აზრით  კომედიური ესპანელი–კაპიტნის (ეს ისეთივე პირადი სახელია როგორც არლეკინო)  XVII–XVIII საუკუნეების სახალხო თეატრისნიღაბია. მას XVI საუკუნის მოდაზე შეკერილი შარვალი აცვია და თავზე ესპანური ჩაჩქანი ახურავს, რომელსაც ჰოლანდიელები არასდროს არ ატარებდნენ. ჩაჩქანი მუხის ფოთლებითაა შემკული, რომელსაც მამაცობისთვის ანიჭებდნენ. მაგრამ აქ მამაცობის სუნიც კი არაა, უფრო მეტიც ეს კლოუნი ვერ გაუმკლავდა თავის მუშკეტს და ზალპი ხალხის შუაგულში მისცა (კოკის თავს უკან) – კიდევ კარგი რომ არავინ მოკლა. სცენაზე ასეთი კაპიტანი როგორც წესი საშინელი სახით იარაღს ატრიალებს, მაგრამ ბოლოს კუდამოძუებული გარბის. ჯუჯის ფიგურა და კოკის მეორე მარჯვენა ხელთათმანი საკარნავალო კონტექსტს ქმნის, რომელშიც პოზიორი კლოვენირების ყოველგვარი პრეტენზია, წარსდგნენ მამაც ჯარისკაცებად, აზრს კარგავს.

undefined 

 ფალია მუშკეტერის ხელში, რომელიც საფალიე დენთს ყრის – მიუთითებს მის სამხედრო უცოდინარობაზე. კეროლმა მიუთითა, რომ მას ცეცხლი ძალიან ახლოს უჭირავს დენთთან. ზუსტად ისე, როგორც ეს ნაჩვენებია იარაღის ხმარების პოპულარულ სახელმძღვანელოში („ვაპენჰანდელინგი“ , 1607), განყოფილებაში „არასწორია“. ასე რომ ნებისმიერი სამხედრო საქმის მცოდნე ადამიანისთვის ამ მოხალისეს საბრძოლო ფასი გასაგები უნდა იყოს.

undefined 

წითელში გამოწყობილი მუშკეტერის მარცხენა ხელი – კიდევ ერთი ალუზიაა საკარნავალო კულტურაზე. მას ექვსი თითი აქვს (!), ისევე როგორც იმ ეპოქის, მასხარის გამომსახველ ზოგიერთ თეატრალურ თოჯინას.

undefined  

კაპიტნის მარჯვენა ხელის ჩრდილი ზუსტად ლეიტენანტ რეიტენბურგის გენიტალიებს ეცემა. ბევრს მიაჩნია რომ ეს ორი მეთაურის ჰომოსექსუალურ კავშირზე მიუთითებს. ნამდვილად იყვნენ ისისი ასეთები თუ არა, არავინ იცის, მაგრამერთი ცხადია ასეთი ჯესტი ამცირებს იმას ვისკენაცაა მიმართული.