მნიშვნელოვანი სიახლეები
განრისხებული დედა და ჭინკების დიასახლისი

განრისხებული დედა და ჭინკების დიასახლისი

პალდენ–ლხამო („განთქმული ქალღმერთი“) – ასე ეძახიან ამ ღვთაებას ტიბეტისა და მონღოლეთის ბუდისტები. ლეგენდის მიხედვით  ლხამო ცეილონის მეფის ცოლი იყო. ქმრისგან განსხვავებით იგი ბუდიზმის მიმდევარი იყო და ძლიერ განიცდიდა, რომ მათი ერთადერთი ვაჟი ამ რელიგიისადმი გულგრილი იყო. დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა დედოფალი შვილი ჭეშმარიტ გზაზე დაეყენებინა, მაგრამ ამაოდ. როდესაც ვაჟი სრულწლოვანი გახდა, მან უხეში ტონით მოსთხოვა დედას რომ თავი დაენებებინა. მაშინ განრისხებულმა ლხამომ მოკლა შვილი, გააძრო ტყავი და ჩრდილოეთით, ტიბეტისკენ  გასწია. იგი იქ სარწმუნოების ერთ–ერთი დამცველი გახდა. მაგრამ ბუდისტი წმინდანების ამ ქვეყანაშიც კი, მისი ეშინიათ.

 ასე მაგალითად, მონასტრებში ლხამოს გამოსახულება კუთხეში ფარდის უკანაა მოთავსებული. რაც შეეხება მის სახელს, ცდილობენ საჭიროების გარეშე არ წარმოთქვან: სჯობს ზედმეტად არ შეაწუხონ დაავადებათა და სასაფლაოს დემონების დიასახლისი. მაგრამ დჰარმაპალები – სისხლისმსმელი მანიაკები არ არიან, რომელბიც ბუდიზმის მხარეზე რაღაც ქვენა გრძნობების, ანდა იძულების გამო  გადავიდნენ. სინამდვილეში ეს ბოდჰისათვის გაბრაზებული სახეებია – არსებების, რომელთაც ნირვანას მიღწევამდე ბოლო გარდასახვაღა დარჩათ, მაგრამ თავისი ნებით დარჩნენ ამქვეყნად, რათა დაეხმარონ ადამიანებს და დაიცვან მოძღვრება.

ლხამო ტარას – შეცოდების ბოდხისათვის მძვინვარე სახედ ითვლება. ტიბეტში ბევრი ლეგენდა არის გავრცელებული, რომლებშიც ლხამო ბუდისტ წინასწარმეტყველად გვევლინება. როგორც ამბიობენ ოდესღაც ტიბეტის მთებში ცხოვრობდა დემონი, რომელიც მთელ მიდამოს შიშის ზარს სცემდა. მამაკაცები,რომლებიც მისი ბუნაგის საძებნელად მიდიოდნენ უკან აღარ ბრუნდებოდნენ. ბოლოს ერთმა ქალწულმა ნახა რა ადამიანთა გაჭირვება, გადაწყვიტა თავი გაეწირა მეზობლების კეთილდღეობისათვის. თავისი სილამაზით მან დაატყვევა დემონი და შეწყვილებისას მოკლა იგი. მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფეხმძიმედ იყო. ადგილობრივმა ბერმა იწინასწამეტყველა, რომ მომავალი ბავშვიც ინფერნალური არსება იქნებოდა. ადამიანთა სიყვარულის გამო ქალმა ახლადდაბადებული ბავშვი მოკლა. ასეთი თავგანწირვის გამო შემდეგ გარდასახვისას იგი მშობიარეთა მფარველი, ბავშვების ქომაგი და დემონების მბრძანებელი – ლხამო გახდა. ამ ლეგენდიდან ჩანს, რომ ლხამომ თავის თავში  ადგილობრივი ნაყოფიერების ქალღმერთები გააერთიანა მათთვის ტრადიციული წინააღმდეგობებით აღსავსე თვისებებით, რომლებიც ბუნებაში სიცოცხლის და სიკვდილის ციკლებთან იყო დაკავშირებული: ჩვენს შემთხვევაში ლხამო კლავს საკუთარ ბავშვს, მაგრამ შვილის მჩუქებელი ქალღმერთის როლშიც გამოდის.

   undefinedundefined

1 ჯორი

ჩვეულებრივ პალდენ–ლხამო ს ჩვეულებრივ ცეილონიდან წამოსვლის მომენტში გამოსახავენ. იგი ჯორზე ზის – ცხოველზე, რომელიც ბუდიზმში განსაკუთრებით პატივცემულია, ვინაიდან მას არ შეუძლია იყოლიოს შთამომავლობა და ამით წყვეტს მუდმივი გარდასახვის წრეს, რომელიც ყველა ცოცხალს მუდმივი ტანჯვისათვის წირავს.

 undefinedundefined

2 ასალი

იგი ლხამოს მოკლული შვილის ტყავისგანაა დამზადებული.

კაპალა

ეს თასიც მისივე თავის ქალისგანაა დამზადებული და მდოგვის ღვინითაა სავსე – შეცდომებით მთვრალ ადამიანთა სიმბოლოთი.

 undefinedundefined

3 მეხთა კვერთხი

მისი დახმარებით ლხამო მართავს ამინდს.

 undefined

4 ფარშევანგის ფრთების ქოლგა

ითვლება, რომ ფარშევანგს არავითარი საწამლავის არ ეშინია, ხოლო მის ფრთებს ავი თვალისგან და  შავი მაგიისგან დაცვა შეუძლია.

 undefined

5 სამი თვალი

მათი დახმარებით ლხამო წარსულს, აწმყოს და მომავალს ხედავს.

ნამგალა მთვარე და მზის დისკო

ისინი ლხამოს ინდუისტურმა ღმერთმა ვიშნუმ აჩუქა (შესაძლოა ეს ცეილონზე ლხამოს გამქრალი კულტის რუდიმენტიც იყოს).

ლომის ფორმის საყურე (მარცხენა

დღისა და მზის სიმბოლო.

გველის ფორმის საყურე (მარჯვენა)

ღამისა და წყლის სტიქიის სიმბოლო.

 undefined

6 დაავადებათა ტომარა

ითვლება, რომ სიბრალულის გამო ლხამოს ნებისმიერი დაავადების გადაყლაპვა და ამით ეპიდემიის შეჩერება შეუძლია. შემდეგ იგი მათ თავის ტომარაში ალაგებს და იმათზე უშვებს, ვინც ბუდიზმს პატივს არ სცემს.

წითელი სამკითხაო ფირფიტები

მათი დახმარებით  ლხამო ღმერთების ბედს იგებს (ბუდიზმში ღმერთები – ცოცხალი არსებების ერთ–ერთი კლასია, რომელიც ბოდჰისათსზე გაცილებით დაბლა დგას).

  სამკითხაო კოჭები

მათი არსებობა მიუთითებს, რომ ლხამოს ადამიანთა ბედის განკარგვაც შეუძლი.

 undefined

7 ძაფის გორგალი

იგი ამქვეყნიურ ამაოებასა და ჩვევებზე მიუთითებს –ყველა ბუდისტის მთავარ მტრებზე.

თვალი ჯორის ზურგზე

ეს ლხამოს ქმრის მიერ ნასროლი ისრის კვალია. ამ თვალის დახმარებით ლხამოს სამყაროს სხვადასხვა კუთხეში მომხდარი მოვლენების დანახვა შეუძლია.

 undefined

8 დაკინები

ეს დემონი ქალები უმაღლესი ცოდნის მცველები არიან. ისინი ჩვეულებრივ ორნი არიან: სიმჰაბაკტრა (ლომისთავიანი) და მაკარავაკტრა (ურჩხულ მაკარას თავიანი – რაღაც საშუალო სპილოსა და ნიანგს შორის).