მნიშვნელოვანი სიახლეები
გაყალბებული ხელოვნება: ყალბისმქმნელ ოსტატთა საიდუმლოებები (+ვიდეო)

გაყალბებული ხელოვნება: ყალბისმქმნელ ოსტატთა საიდუმლოებები (+ვიდეო)

ხელოვნების სფეროში დანაშაულებების დარგში ცნობილი სპეციალისტის ახალ წიგნში მოთხრობილია ხელოვნების ნიმუშების ისეთ გაყალბებებზე, რომლებსაც მსოფლიო დონის ექსპერტებიც კი მოუტყუებიათ. წიგნის ავტორი ყველაფერთან ერთად გვიყვება ერთ გამყალბებელზე, რომელიც შემდგომში აღორძინების ეპოქის ბურჯი გახდა.

თავის ახალ წიგნში ნოი ჩარნი, ამერიკელი ხელოვნებათმცოდნე და არტ-დეტექტივი გვიყვება მიქელანჯელოს ონავრობაზე, რომელიც მას შერჩა და ასევე „გამყალბებლებზე ბაღის ფარდულიდან“.

 გაყალბებების გმირი?

ვიდრე მსოფლიო მიქელანჯელო ბუონაროტის სახელს გაიგებდა, რენესანსის ეპოქის იტალიურ მხატვრულ ბაზარზე ყველაზე ფასეული ძველი რომაული მარმარილოს ქანდაკებები იყო. მის რამდენიმე ბიოგრაფიაში მოყვანილია იმის მტკიცებულება თუ ისეთი დიდი ხელოვანი, როგორიც მიქელანჯელოა, როგორ აქანდაკებდა საკუთარი ხელით „ძველრომაულ“ მარმარილოს.

 ამ საქმიანობამ სულაც არ მიაყენა ჩრდილი მის რეპუტაციას - პირიქით, შეძლო რა საკუთაი ნამუშევრის რომაულ მარმარილოს ქანდაკებად გასაღება, მან თავის ბრწყინვალე კარიერას დამატებითი ბზინვარება შეჰმატა, ვინაიდან თვალნათლივ დაანახვა ყველას, რომ იგი, მიქელანჯელო, მისი ტექნიკური უნარ-ჩვევებით და შემოქმედებითი გენიით არ ჩამორჩებოდა ანტიკურ ოსტატებს.

მიქელანჯელოს პირველი ბიოგრაფი _ ცნობილი ისტორიკოსი, მეცნიერი-ჰუმანისტი და ექიმი პაოლო ჯოვიო - წერდა, რომ მხატვარს ჰქონდა „გენიალურობა, რომელიც მკვეთრ კონტრასტს ქმნიდა მის ხასიათთან, იმდენად უხეშ და გაუთლელთან, რომ მისი პირადი ცხოვრება საოცარ უბადრუკობად გადაიქცა“. როგორც ჯოვიო წერს, მიქელანჯელომ შექმნა მარმარილოს „მძინარე კუპიდონი“ 1496 წელს, როცა იგი სულ რაღაც 21 წლის იყო და ოსტატურად დააძველა (ლეგენდის მიხედვით, დროებით მიწაშიც კი ჩამარხა), რათა მას ძველებურის შესახედაობა ჰქონოდა. იგი მართლაც ძველებურ ქანდაკებად მიიჩნიეს და ანტიკური  ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრე ბალდასარე დელ მილანეზემ იგი 200 დუკატად მიჰყიდა კარდინალ რაფაელე რიარიოს, რომელიც რომაული სიძველეების კოლექციონერის, პაპ სიქსტ VI-ის ახლო ნათესავი იყო (კარდინალი თუ ხარ უნდა ერკვეოდე იმაში რასაც ყიდულობ).

 როცა რიორიომ გაარკვია, რომ მას ნაყალბევი მიჰყიდეს, მან ქანდაკება მილანეზეს დაუბრუნა. მაგრამ იმ დროში რომელიც ქანდაკების გაყიდვიდან მის დაბრუნებამდე გავიდა, მიქელანჯელო უცნობი 21 წლის ახალბედადან რომში ყველაზე მოთხოვნად ოსტატად იქცა. ეს სახელი მას მოუტანა „პიეტამ“, რომელმაც რომაულ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში საპატიო ადგილი დაიკავა. დელ მილანეზემ სიხარულით დაიბრუნა „კუპიდონი“ და უწვალებლად გაყიდა თავიდან, მაგრამ უკვე როგორც განთქმული მიქელანჯელოს ნამუშევარი, რომელიც უეცრად ასეთი ცნობილი გახდა.

 undefined

 იყო ეს გათამაშებული იმის საჩვენებლად რომ მიქელანჯელო არ ჩამოუვარდებოდა ანტიკურ ოსტატებს, თუ მასში დაფარული იყო რაიმე სხვა დანაშაულებრივი განზრახვა, დანამდვილებით არავინ იცის. ერთი ცხადია, რომ „მძინარე კუპიდონის“ პირველი მფლობელი კარდინალი რიარიო არ გაუბრაზებია მიქელანჯელოს ტყუილს. უფრო  მეტიც სწორედ იგი გახდა მისი პირველი მფარველი. მან შეუკვეთა მიქელანჯელოს კიდევ ორი ნამუშევარი 1496 და 1497 წლებში. ეს იყო მუდმივი თემის რეალიზაციის ერთ-ერთი პირველი მაგალითი - იმის წარმატებული მოტყუება, ვისაც თავი მცოდნეთ მიაჩნია, ყოველთვის არ იწვევს განრისხებას. ასეც ხდება რომ ნაყალბევის ავტორსა და მცოდნეს შორის ხშირად ურთიერთპატივისცემა წარმოიშვება.

 საკითხი იმაში არაა, რომ რიარიომ „მძინარე კუპიდონი“, როგორც ძველი რომაული მარმარილო შეიძინა. ჩვენ არ შეგვიძლია ბოლომდე დარწმუნებული ვიყოთ იმაში თუ რა იყო მხატვრის მოქმედებაში მთავარი მოტივი. მიქელანჯელოს სხვადასხვა ბიოგრაფიებში, რომლებიც XVI საუკუნეში დაიწერა, თაღლითობის ორგანიზატორად ხან მიქელანჯელო გამოჰყავთ და ხანაც სიძველეებით მოვაჭრე ბალდასარე დელ მილანეზე.

 შეიძლება მიქელანჯელოს მონაწილეონა „მძინარე კუპიდონის“ გაყალბებასთან დაკავშირებით ზოგს გაუკვირდეს, მაგრამ ეს ქანდაკება მისი ერთადერთი ნაყალბევი არ ყოფილა.

აღორძინების ხანის ოსტატთა ბიოგრაფიების განთქმული ავტორი და თვითონაც შესანიშნავი მხატვარი, ჯორჯო ვაზარი აღნიშნავს: „იგი სხვადასხვა ძველი ავტორების ნახატებს ისეთი ოსტატობით ხატავდა, რომ შესაძლებელი იყო შეგშლოდა, ვინაიდან იგი მათ კვამლით და სხვა ხერხებით აძლევებდა... და აკეთებდა ის ამას ერთი მიზნით, რომ დაბრუნებისას თავისი დახატული ასლები დაებრუნებინა, თავისთვის კი ორიგინალები დაეტოვებინა, რომლებსაც იგი აღტაცებაში მოჰყავდა ხელოვნების სრულყოფილებით და რომლებზე უკეთესის შექმნას თავად ცდილობდა.“

სამწუხაროდ უკვე ვეღარ გავარკვევთ თუ ამ რენესანსის ეპოქის თაღლითობაში, „შეიტყუე და შეცვალეს“ სქემით,  რომელი ნახატები მონაწილეობდნენ. სამაგიეროდ ეს ისტორია გვიხსნის თუ რა ჰქონდა გონში დიდ მხატვარს. როგორც ჩანს იგი მხატვრული გაყალბების დიდი ოსტატი იყო და ხელოვნების ნიმუშების არანაკლები დიდი ქურდი. ეს ყველაფერი კარგად გვანახებს თუ რა პატარა მანძილი შეიძლება აშორებდეს მხატვრობის გენიოს დანაშაულისგან (ბიოგრაფები იძახიან რომ მილანეზე მიკელანჯელოს 200–დან მხოლოდ 30 დუკატი მისცა. რაც შეეხება „კუპიდონს“, მან რამდენიმე პატრონი გამოიცვალა, სანამ მისი კვალი საბოლოოდ არ დაიკარგა).

გაყალბების ოსტატი ბაღის ფარდულიდან

2007 წლის 16 ნოემბერს თანამედროვე ხელმოცარული მხატვარი შონ გრინჰალი (დაიბადა 1961 წელს) სამართალში მისცეს თაღლითობისათვის, რომელიც დაკავშირებული იყო ნაყალბვის დამზადებასა და გაყიდვასთან. ნაყალბევის მრავალფეროვნებას ხელოვნების სფეროში დამნაშავეობის ისტორიაში ტოლი არ მოეპოვებოდა. მისი მშობლები ოლივია და ჯორჯი, რომელთა ასკი 80–ს უკაკუნებდა ასევე წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე როგორც  თანამონაწილენი. ისინი შონის ნაყალბევის გაყიდვაში მონაწილეობდნენ.

 17 წლის მუშაობის შედეგად ოჯახმა 120–ზე მეტი ხელოვნების ნიმუში გააყალბა და ამით 825 ათას გირვანქაზე მეტი იშოვა. მათ მოატყუეს ისეთი პატივსაცემი ორგანიზაციების ექსპერტები, როგორიცააChristie და Sotheby სააუქციონო სახლები და ბრიტანეთის მუზეუმი. სკოტლენდ–იარდში დღესაც არ გამორიცხავენ, რომ 100–მდე მათ მიერ შექმნილი ნაყალბევი სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია მოთავსებული და საბუთებით ორიგინალებად არიან მიჩნეულები.

 ბევრი ყალბისმქმნელი სპეციალიზირდება ერთი გარკვეული მხატვრის, ანდა პერიოდის ნაწარმოებთა შექმნაში. გრინჰალი  აყალბებდა ყველაფერს – „ძველეგვიპტური“ სკულპტურებიდან XVII საუკუნის ტელესკოპით დამთავრებული. იგი აყალბებდა XIX საუკუნის აკვარელებს და მხოლოდ ფოტოთი ცნობილი იხვის ქანდაკებას (ზოგი ვერსიით ბატის), რომელიც XX საუკუნის პირველ ნახევარს მიეკუთვნებოდა და რომლის ავტორიც ინგლისელი მოქანდაკე ბარბარა ჰეპუორთი (1903-1975) იყო. გრინჰალების ოჯახი ჩავარდა მცირედი შეცდომის გამო: ცდილობდა რა ძველი ასირიული რელიეფის გაყალბებას, მან ლურსმული დამწერლობით არასწორად დაწერა რამდენიმე სიტყვა.

undefined undefined

შონ გრინჰალი ბოლტონის ღარიბ რაიონში დაიბადა, გაერთიანებული სამეფოს  ლანკაშირის საგრაფოში. მართალია მას არ მიუღია სისტემური სამხატვრო განათლება, მისი მამა, ოსტატი–მხაზველი, ხელს უწყობდა მის სურვილს პროფესიონალი ფერმწერი გამოსულიყო. მას შემდეგ, რაც რამდენიმე გალერეამ უარჰყვეს შონის ნამუშევრები, იგი გაბრაზდა ხელოვნების სამყაროზე, რომელსაც არ სურდა მისი, როგორც ფერმწერის აღიარება.

იმისათვის, რომ მიეცა შონისთვის საშუალება სამაგიერო გადაეხადა სამხატვრო საზოგადოებისათვის და თანაც ოჯახის მატერიალური მდგომარეობა გამოესწორებინათ, გრინჰალებმა მოიფიქრეს ეშმაკური გეგმა. მათ დაიწყეს შონის დახატული ნაყალბევების გაყიდვა „პროვენანსის ხაფანგის“ მეთოდით (პროვენანსი – ხელოვნების ნიმუშის ანდა ანტიკვარიატის წარმოშობისა და ფლობის ისტორია). ოჯახი პოულობდა რომელიმე ძველი აუქციონის მყვირალა კატალოგს, მოძებნიდა მასში ბუნდოვნად აღწერილ  ლოტს. მაგალითად „ანტიკური ლარნაკი, შესაძლოა რომაული“. შონი ამზადებდა ახალ ხელოვნების ნიმუშს რომელიც შეესაბამებოდა  არსებულ პროვენანს აუქციონის კატალოგში და ოსტატურად აძველებდა მას. ამგვარად შემოიტყუებდნენ  ექსპერტებს და ისინიც „აღმოაჩენდნენ“ ძველ პროვენანს ახალი ნივთისთვის, რომელიც მათ ხელში ჩავარდა.

ავტენთური პროვენანსი და აღმოჩენის პერსპექტივით გამოწვეული ენთუზიაზმი საკმარისი იყო ექსპერტების დასარწმუნებლად, რომ ნაყალბევი ნივთი ნამდვილი იყო. სწორედ ამ თაღლითობას და არა შონის ოსტატობას მოჰქონდა წარმატება დამნაშავეებისათვის. შონის სიტყვებით, ის თავის ნაკეთობებს სახლის უკან „ბაღის ფარდულში“ ამზადებდა.

  თაღლითური წამოწყების წარმატების საიდუმლო შონის მამის სამსახიობო ნიჭშიც იმალებოდა. ჯორჯი, ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული, გამოუჩენდა ექსპერტებს ნაყალბევს და მერე დიდხანს უყვებოდა თუ როგორ ფლობდა ამ ნივთს ოჯახი რამდენიმე თაობის სიცოცხლის მანძილზე.

ჯორჯი არასდროს არ აყენებდა ვარაუდებს ნივთის წარსულის შესახებ. ამის მაგივრად იგი მხოლოდ მსუბუქ მინიშნებას აკეთებდა თუ საიდან იყო ნივთი. როგორც წესი ეს საკმარისი იყო ექსპერტებისათვის. აზარტით შეპყრობილები მიყვებოდნენ ამ მსუბუქ მინიშნებას და თავად პოულობდნენ ნივთის „ჭეშმარიტ“ პროვენანსს. ექსპერტებს დასკვნების გაკეთების საქმეში მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევდნენ.

 შონის ერთ–ერთი ნაყალბევის დაწვრილებითი ამბავი ნათელს მოჰფენს იმ მეთოდებს, რომლებსაც გრინჰალების ოჯახი იყენებდა. დეკორატიული ვერცხლის სინი, რომელიც ბრიტანეტში რომაელთა ბატონობის ხანას განეკუთვნება, ნაპოვნი იყო სოფელ რისლი–პარკის მახლობლად, დერბიშირის საგრაფოში, 1736 წელს (ზოგი ინფორმაციით 1729 წელს). გუთნისდედამ, რომელმაც იპოვა სინი, იგი რამდენიმე ნატეხად დაამტვრია და თავის ამხანაგებს დაურიგა სუვენირებად.მას შემდეგ რისლი–პარკში ნაპოვნი სინი არცერთ წყაროში აღარ იხსენიებოდა. 1991 წელს გრინჰალებმა სინი ბრიტანეთის მუზეუმს შესთავაზეს. მათ იყიდეს შედარებით იაფფასიანი რომაული ვერცხლის მონეტები და გაადნეს მინიატურულ ტიგელში, რომელიც მათ სამზარეულოში მაცივრის თავზე  ინახებოდა, შემდეგ სინი ვითომცდა ნატეხებისგან შეადუღეს, შეინარჩუნეს გატეხვის ხაზები. მზა სინი სრულად შეესიტყვებოდა იმ აღწერას, რომელიც უილიამ სტაკლიმ (ანტიკვარი, არქეოლოგი და ასევე ისააკ ნიუტონის მეგობარი და ბიოგრაფი, რომელმაც ერთ–ერთმა პირველმა აუწყა სამყაროს ვაშლის ეპიზოდის შესახებ). ბრიტანეთის მუზეუმმა იყიდა გრინჰალებისგან რომაული არტეფაქტი.

 გრინჰალების მიერ დამზადებულ ნაყალბევებს შორისაა, კონსტანტინე ბრანკუში, პოლ გოგენის („ფავნი“) და მან რეის სკულპტურები, აშშ–ს დამაარსებელი–მამების ჯონ ადამსის და თომას ჯეფერსონის ბიუსტები(ამერიკელი სკულპტორის ჰორაციო გრინაფის(1805–1852წწ.) „ნამუშევარი“). ასევე ოტო დიკსის, ლ.ს. ლოურის და ტომას მორანის ნახატები. მორანის ნამუშევრების, ამ „მდინარე ჰუძონის სკოლის“ ამერიკელი ოსტატის(წარმოშობით ბრიტანელის), ნამუშევრებს შონი, როგორც თავად ამბობდა, „30 წუთში ამზადებდა“. მისი ყველაზე მომგებიანი ქმნილება „ამარნის დედოფალი“ აღმოჩნდა. ეს იყო ალებასტრისგან დამზადებული 50 სანტიმეტრის სიმაღლის სტატუეტი, რომელიც ვითომდა ძველი წელთაღრიცხვის 1350–1334 წლებში იყო დამზადებული. ასევე „ასირიული“ ქვის რელიეფები, რომელიც ლურსმული დამწერლობით იყო დაფარული (ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაახლოებით 700 წელი).

დედოფალი, რომლის „ნამდვილობა“ Christie სააუქციონო სახლის და ბრიტანეთის მუზეუმის ექსპერტებმა დაადასტურეს, მამა გრინჰალმა ბოსტონის მუზეუმს 440 ათას გირვანქად მიჰყიდა. მაგრამ ასირიულმა რელიეფებმა, რომელთა ფასი 250–300 ათას გირვანქამდე იყო და ლურსმული ტექსტებით იყო დაფარული, პირველი ეჭვები გამოიწვია. ასირიის მეფის სინ ნაჰერიბის (მართავდა ჩვენს წელთ აღრიცხვანდე 706–680 წლებში) სასახლიდან წამოღებულმა რელიეფებმა ჯერ ეჭვი, ხოლო შემდეგ თაღლითების ოჯახის დაპატიმრება გამოიწვია. ზიგიერთი სიტყვის არასწორი დაწერილობა და ტექსტში გამოტოვებული ადგილები შეამჩნიეს ბრიტანეთის მუზეუმის ექსპერტებმა, რომელთაც გრინჰალებმა მიმართეს, რათა მათ დაედასტურებინათ „მესოპოტამიური“ არტეფაქტების ნამდვილობა.

 შონ გრინჰალის ოჯახის ისტორია – მაგალითია იმისა თუ როგორ ცდილობენ გაყალბების ოსტატები მოატყუონ ხელოვნების სამყარო და ზოგ შემთხვევაში აღწევენ კიდეც საწადელს. და ეს ყველაფერი სამაგიეროს გადახდის მიზნით, იმის გამო, რომ მათ უარი უთხრეს მათი ორიგინალური ნამუშევრების მხატვრულ ფასეულობად აღიარებაში. როგორც განაცხადა დეტექტივ–კონსტებლმა იენ ლოუსონმა სკოტლენდ–იარდიდან, „შონი ფიქრობდა, რომ მრავალი ადამიანი მის ხელის ფრჩხილადაც კი არ ღირდა“.  ნაყალბევების სხვა ავტორებისგან განსხვავებით, რომლებიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ საკუთარი დიდებით ტკბებოდნენ, შონ გრინჰალმა უარი განაცხადა ინტერვიუების მიცემაზე და 2011 წელს ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაურბოდა საზოგადოებას.

   მათთვის ვინც თავს ხელოვნების სამყაროსგან გარიყულად თვლიდა, შონი ერთგვარი სახალხო გმირი გახდა, რომელმაც ყველას დაანახა თუ რა შეეძლო. დაანახა იმ საზოგადოებას რომელსაც თავი ელიტად მოაქვს  და არაა შეცოდების ღირსი. გამორჩენა არ ყოფილა ოჯახის მამოძრავებელი მოტივი. მიუხედავად მიღებული ფულებისა, გრინჰალები აგრძელებდნენ შედარებით სიღარიბეში ცხოვრებას და იშვიათად ხარჯავდნენ დანაშაულებრივი გზით ნაშოვნ ფულს. როდესაც ვერნონ რაპლიმ, რომელიც იმ დროს სკოტლენდ–იარდის ხელოვნების და სიძველის დარგში დამნაშავეობასთან ბრძოლის ქვეგანყოფილებას ხელმძღვანელობდა (ახლა იგი ლონდონის ვიქტორიასა და ალბერტას მუზეუმის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელია) ჰკითხა, თუ რატომ ამჯობინებდნენ ისინი მოკრძალებით ცხოვრებას, როცა ბანკში ამხელა თანხა ედოთ, შონმა მოუსყიდველი უბრალოებით უპასუხა: „მე კომოდში ხუთი წყვილი სრულიად ახალი წინდა მაქვს. მეტი რა უნდა ვისურვო?“

 შონმა შეძლო ხელოვნების სამყაროსათვის ეჩვენებინა თავისი ოსტატობა. ხოლო პროვენანსებით ჩატარებული ფოკუსებით მან აჩვენა ექსპერტებს, რომ ძალუძს მათი ადვილად მოტყუება, მიუხედავად მათი დიდი გამოცდილებისა.