მნიშვნელოვანი სიახლეები
გილგამეშის გამეფება

გილგამეშის გამეფება

გილგამეშის ეპოსი მსოფლიო ლიტერატურაში სახელგანთქმული პოემაა. ის შედევრად მიიჩნევა და ეს არაა გამოწვეული იმით, რომ ის მსოფლიოში უძველესი ეპოსია. 4000 წლის წინ დაწერილი პოემა მოგვითხრობს გმირზე, ღმერთებზე და დემონებზე, ასევე ეხება თემებს, რომლებიც დღესაც მნიშვნელოვანია: როგორ ვუმკურნალოთ გულისტკივილს, საყვარელი ადამიანის დაკარგვას და რა არის ცხოვრების საზრისი. ბოლო დროს მკვლევარები სხვა თემითაც დაინტერესდნენ: მართლა არსებობდა თუ არა გილგამეში? რამდენადაა სიმართლეზე დამყარებული ნახევრად ღმერთკაცზე მოთხრობილი ისტორია?

გილგამეში ნამდვილი ადამიანი, რომ ყოფილიყო ის უძველეს მესოპოტამიაში იცხოვრებდა, მდინარე ტიგროსისა და ევფრატს შორის დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. თავად პოემა ძვ.წ.ა. 2150 და 1400 წლებს შორის დაიწერებოდა. სავარაუდოდ ისტორია ზეპირსიტყვიერებით გადაეცემოდა ჩაწერამდე ურში, შუმერული მესამე დინასტიისას (ძვ.წ.ა. 2100 წელი) და ჩაიწერა როცა მმართველობაში ბაბილონელები მოვიდნენ (ძვ.წ.ა. 1800 წელს). პოემაში მოთხრობილია მითები, რომელიც შესაძლოა ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან იღებდეს სათავეს.

შესაძლოა თუ არა გილგამეში შუმერ მეფეთა სიაში იყოს

შუმერი მეფეთა სია უძველესი თიხის ფირფიტებია, სადაც შუმერ მეფეთა სახელებია ჩამოწერილი და თუ რომელი ღმერთებიდან იღებენ სათავეს. სია ქალაქ-სახელმწიფოდან ქალაქ-სახელმწიფომდე გადაეცემოდა. როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი წარმომავლობა, როცა შუმერთა იმპერია შეიქმნა, ის ქალაქთა პოლიტიკური ერთობის დამამტკიცებელი იყო. სახელთა შორის გილგამეშიც გვხდება.

„ურუქის პირველი მმართველების“ სექციაში გილგამეში მე-5 მეფედ გვხდევა ეპითეტებით: „მისი მამა იყო ფანტომი, ქულაბას ბატონი.“ ჩანაწერის მიხედვით მან 126 წელი იმეფა ძვ.წ.ა. 2600 წლის პერიოდისას. ეს ეპითეტი არ ასაბუთებს, რომ მოხსენიებული პიროვნება ეპოსის გმირია, თუმცა არც უარყოფს.

პოემს მიხედვით გილგამეშის მამა ლუგალბანდა, ქურუმი მეფე იყო. ეს სახელიც ასევე მოიხსენება ურუქის მე-3 მმართველად. (თუ ეს სახელები მართლაც ეპოსის გმირებისაა, მაშინ ლაგალბანდა გილგამეშის ბაბუა იყო და არა მამა) რომელიც 1200 წლის განმავლობაში მეფობდა და მიიღო წოდება „მწყემსი“. პოემებში გილგამეშის დედა ქალღმერთი ნინსუნია. ამის გამო ნაწარმოების გმირს მაგიური თვისებები და არაადამიანური ძალა აქვს.

გილგამეშის ურთიერთობა ადამიანებთან და ღმერთებთან

რამოდენიმე ლექსსა და ისტორიაში გილგამეში ღმერთებთან და ადამიანებთან იბრძვის. ერთ-ერთი ისტორიაში ურუქის მბრძანებელ გილგამეშს კონფლიქტი აქვს ქიშის მეფე აგასთან. სახელი აგა  ასევე შუმერ მეფეთა სიაშია, „ქიშის პირველი დინასტიის“ სიაში ეპითეტით „ ენ-მე-ბარაგე-სის ვაჟი“ და 625 წლის მანძილზე მეფობდა დაახლოებით ძვ.წ.ა. 2600 წლისთვის.

ქიშის სექცია მთავრდება წარწერით „ქიში დამარცხდა და მისი მეფობა ე-ანას გადაეცა“. შუმერულად „ე-ანა“ ნიშნავს „ზეციურ სახლს“ და მიუთითებს ურუქში ქალღმერთ ინანას ტაძარს.

შუმერულ ლეგენდა „ინანა და ჰულუპას ხე“-შ გილგამეში ინანას ძმად იხსენიება. ასე, რომ ლეგენდარული გმირის ურთიერთობა ინანასთან ახლო უნდა ყოფილიყო.

უფრო მეტი დოკუმენტებით შესაძლოა უფრო მეტი გაარკვიონ თუ ვინ შეუძლება გამხდარიყო საუკუნოვანი ისტორიის შთაგონების წყარო.