მნიშვნელოვანი სიახლეები
„გოგონა ატმებით“ – 12 საინტერესო ფაქტი

„გოგონა ატმებით“ – 12 საინტერესო ფაქტი

ზოგჯერ ჯობია ცნობილი ნაწარმოების პერსონაჟის ცხოვრების ისტორია არ  იცოდე. გოგონამ ატმებით რეალობაში 32 წელი იცხოვრა (გარდაიცვალა პნევმონიით), მის ქმარს მეტი ცოლი აღარ მოუყვანია, დარჩა სამი ბავშვი. ვალენტინ სეროვის ნახატის გმირის თვალებში მომავალს ვერ ამოიკითხავ. მისი შემხედვარე იმასაც კი ვერ იტყვით, რომ იგი მდიდარი მეწარმის ქალიშვილია.

1 გოგონა. ვერა მამონტოვას მხიარული ხასიათი მის ეშმაკურ გამოხედვაში იკითხება და კიდევ ყუჩების ნაკეცებში – კიდევ ცოტაც და გაეცინება. აჩეჩილი თმები, სახის წითელი ფერი, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ცოტა ხნის წინ იგი ეზოში დარბოდა.ერთი წუთიც და ისევ წამოხტება და გაიქცევა. მიუხედავად ამისა ეს პოზირების მისი პირველი მცდელობაა. ხელოვნებათმცოდნე ელეონორა პასტონი ამბობს: „ითვლება, რომ მისი გარეგნობა ვრუბელმა „ფიფქიას“, ეგვიპტელ ქალს“ და  „დემონის“ ილუსტრაციისათვის თამარას მიანიჭა. ვერა მამონტოვას დროთა განმავლობაში „აბრამცევოს ქალღმერთი“ უწოდეს. მისი პორტრეტი ასევე დახატა ვასნეცოვმა („გოგონა ნეკერჩხლის ტოტით“, „ბოიარის გოგო“).

2 ბლუზი. ვერას ყოველდღიური ტანსაცმელი აცვია, თუმცა კი ხასხასა ბაფთით გაწყობილი. ფართე ბლუზი ტომარასავით ადგას და ძალიან ბავშვურია 11 წლის გოგონასათვის. ის, რომ მან სპეციალურად არ გადაიცვა პოზირებისათვის, მიუთითებს ვითარების სპონტანურობასა და უბრალო დამოკიდებულებას.  ვარდისფერი ბლუზი ნახატის ყველაზე ნათელი და სადღესასწაულო აქცენტია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ სინათლე მხოლოდ ფანჯრიდან კი არ შემოდის, არამედ გოგონაც სინათლეს ასხივებს.

3 ოთახი.  მოქმედების ადგილი – აბრამცევოს მამულში მამონტოვების სასადილო, ერთ–ერთი ანფილადური ოთახი.

4 მაგიდა.  დიდ გასაშლელ მაგიდასთან ყოველთვის ბევრი ხალხი იყრიდა თავს – ოჯახის წევრები და მეგობრები. ელეონორა პასტონის თქმით, სეროვი აქ ხშირად მუშაობდა.

5 ატმები. მამონტოვების ორანჟერეაში მოყვანილი. ნერგები ოჯახმა არტემოვოს და ჟილკინოს მამულებში იყიდეს 1871 წელს. ატმებს  არტემოველი მებაღე უვლიდა, რომელიც მამონტოვმა მიიწვია ნერგების შეძენის შემდეგ.

6 ნეკერჩხლის ფოთლები. სეროვმა ნახატზე მუშაობა სექტემბერში დაასრულა. ყვითელი ფოთლები ფანჯარაში და მაგიდაზე – გოგონას დიდი მოთმინების  მოწმეა. ამას გარდა შემოდგომის ნეკერჩხლის ფოთლები და ზაფხულის ატმები თითქოს გვაფრთხილებს: ცხოვრება სწრაფად გაირბენს და უნდა გაიხარო სანამ ახალგაზრდა ხარ და სანამ მზე ანათებს.

7 გრენადერი. სათამაშო ხის ჯარისკაცი კუთხეში – სერგიევ–პოსადის ხელოსანთა ნამუშევარია. „აბრამცევოს“ მუზეუმ–ნაკრძალის მეცნიერების დარგში დირექტორის, ელენე მიტროფანოვის  სიტყვებით, მამონტოვებმა სათამაშო ტროიცე–სერგიევოს ლავრაში 1884 წელს იყიდეს. ფიგურა შეუღებავი იყო. იგი სეროვმა შეღება. აბრამცევოს მუზეუმში მხატვრის მიერ შესრულებული გაფერადების ესკიზიც კია შემონახული. გრენადერი დღემდე იმავე კუთხეში, ტუმბოზე დევს.

 8 წითელი სასტუმრო. მეზობელი ოთახი, რომლის ნაწილიც მოჩანს მარცხნივ – ე.წ. წითელი სასტუმრო, სადაც იკრიბებოდნენ მწერლები და მხატვრები,მამონტოვების მეგობრები. იქ ისინი როლების მიხედვით კითხულობდნენ პუშკინის, გოგოლის, ტურგენევის ნაწარმოებებს. უკრავდნენ მუსიკას და აწყობდნენ დისკუსიებს.

9 სკამები. წითელი ხის ძვირფასი სკამები მამონტოვებს აქსაკოვებისგან ერგოთ, ისევე როგორც მხატვრული საღამოების ტრადიცია. ის ორი, ფანჯარასთან რომ დგანან, – ლირის ფორმის საზურგეთი – ძალიან მოდურად ითვლებოდა XIX საუკუნის დასაწყისში, დასასრულისათვის კი უკვე ანტიკვარად იქცნენ. წითელ სასტუმროში ჟაკობის სტილის სკამი ჩანს. ასეთი ავეჯი, მკაცრი და სწორი ხაზებით, რუსეთში ჯერ კიდევ ეკატერინე II–ის დროს გამოჩნდა. ყველა ეს სკამი დღემდეა შემონახული აბრამცევოში.

10 ფანჯარა. ისევე როგორც წითელ სასტუმროსთან მიდგმული ტერასა, აბრამცევოს პარკში გადის, ალეაზე, რომელსაც გოგოლის სახელი აქვს მინიჭებული. გოგოლს ძლიერ უყვარდა აქ სეირნობა. ჩანს რომ ფანჯრის ჩარჩოები ძველია, საღებავი აქა–იქ აქერცლილია. ეს ნახატს უშუალობას მატებს, თითქოსდა „მშობლიურ კედლებში“ იმყოფები.

11 თეფში.  სავა მამონტოვი გამოყენებითი ხელოვნებით იყო გატაცებული. მან 1889 წელს მამულში სამეთუნეო სახელოსნოც კი გახსნა, სადაც მაიოლიკის ტექნიკით თიხის ნაკეთობებს ამზადებდნენ. ამით კერძოდ ვრუბელი იყო დაკავებული. სეროვის ნახატზე გამოსახული თეფშის ბედი უცნობია, მაგრამ იგი ისე ჰარმონიულად იყო ჩასმული ინტერიერში, რომ  მოგვიანებით უკვე სხვა თეფში დაკიდეს, მამონტოვების სახელოსნოდან.

 

 1887 წლის აგვისტოს დღეს, 11 წლის ვერა მამონტოვა, ქუჩის თამაშებისგან მოწყენილი, შემორბის სახლში და ხელში ატამს იღებს. მის სიცოცხლით სავსე სახემ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მხატვარზე, რომ სეროვმა იქვე პოზირება შესთავაზა. მხატვარი მოდელს დაბადებიდან იცნობდა. იგი ხშირად სტუმრობდა მაომტოვებს აბრამცევოს მამულში. ეს მამული მამონტოვებმა მწერალ სერგეი აქსაკოვის ქალიშვილისგან 1870 წელს შეიძინეს. ჯე რკიდევ აქსაკოვის დროს მამული რუსული კულტურული ცხოვრების ცენტრი იყო. მამონტოვებმა ეს ტრადიცია გააგრძელეს. აქ სტუმრობდნენ ტურგენევი, რეპინი, ვრუბელი,  ანტოკოლსკი... აბრამცევო „შემოქმედებითი სახლიც“ იყო და ადგილიც სადაც მეგობრები საოჯახო სიმყუდროვეში იკრიბებოდნენ.

 სეროვი პირველად აბრამცევოში კომპოზიტორმა დედამ მიიყვანა. იგი მამონტოვების უფროს შვილებთან ერთად იზრდებოდა და მუდმივად ითმენდა მათ გამოხტომებს. პატარა ვერაც ხშირად ეხუმრებოდა სეროვს. ყველაფერი შეიცვალა 1887 წელს, როცა 22 წლის მხატვარი იტალიიდან დაბრუნდა. მაშინ სეროვს, მისივე მოგონებებით, თავში ნისლი ჰქონდა და სურდა „ეხატა მხოლოდ სასიხარულო“. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მხატვარი ვერას თამაშობების უნებლიე მონაწილე იყო. ახლა კი ეს დაუდეგარი გოგონა ორი თვის მანძილზე საათობით პოზირებდა. გოგონას მხრიდან ეს ნათესაური ახლო ურთიერთობების ხარკი იყო, ხოლო ნახატი კი „სეროვის მხრიდან ერთგვარი მადლობა მამონტოვების სახლის სითბოსა და სიმყუდროვისათვის“, – თვლის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ტრეტიაკოვის გალერეის უფროსი მეცნიერ მუშაკი ელეონორა პასტონი.

  ვალენტინ სეროვმა ტილო ვერას დედას,ელეისაბედ მამონტოვას აჩუქა და დიდი ხანი ეკიდა აბრამცევოში იმავე ოთახში, სადაც დახატეს. ახლა იქ ასლი კიდია, ორიგინალი კი ტრეტიაკოვის გალერეაში ინახება.