მნიშვნელოვანი სიახლეები
Google –ის კომპიუტერები ვან გოგივით ხატავენ

Google –ის კომპიუტერები ვან გოგივით ხატავენ

სან ფრანცისკოში Google-მა აუქციონზე გაიტანა ადამიანის ხელმძღვანელობით კომპიუტერის მეშვეობით შექმნილი  29 ნახატი.  წარმოდგენილი იყო ვან გოგის ტყეები, ზღვის პეიზაჟები, ციხე–სიმაგრის და ძაღლების ფანტასტიკური გამოსახულებები.

შემოსავალმა თითი ნახატზე 2,5-დან  8 ათასამდე დოლარი შეადგინა და ორგანიზაცია Gray Area Foundation For the Arts–ს გადაეცა, რომელიც ტექნიკის და ხელოვნების განვითარების სფეროში მოღვაწეობს. გამოცდილმა აუქციონერებმა 29-დან ექვსი ნახატის 8 ათას დოლარზე მეტად გაყიდვა შეძლეს.

undefined

დამთვალიერებელი ინტერესით მოეკიდა ამგვარ ხელოვნებას. ზოგი მათგანი გამოფენაზე მხოლოდ იმისათვის მივიდა, რათა ამგვარი ნახატების შექმნის ტექნოლოგია ენახათ, საბოლოოდ კი ტექნოლოგიის გარდა ნახატების სილამაზითაც მოიხიბლნენ.

 თავიდან Google-მა ნეიროქსელების ალგორითმი Deep Dream-ი ფოტოებზე ობიექტების ამოსაცნობად შექმნა. მაგრამ შემქმნელებმა ალგორითმი შეცვალეს და Deep Dream-ში გატარებულმა ობიექტებმა ინჟინრის მიერ მოფიქრებული ფორმა მიიღეს.

undefinedundefined

მხატვარ-შემოქმედებმა თავიანთ ნახატების მიმართ ოთხი ტექნოლოგია გამოიყენეს, რამაც საშუალება მისცა შეექმნათ ობიექტის ფორმა, შეეცვალათ მისი ზომა, ფოკუსირება მოეხდინათ მრავალიდან ერთ გამოსახულებაზედა რომელიმე ცნობილი ოსტატის ტექნიკის იმიტირება მოეხდინათ.