მნიშვნელოვანი სიახლეები
ღვთის წინაშე კონტრაქტი

ღვთის წინაშე კონტრაქტი

იანვან ეიკი – ჩრდილოეთის აღორძინების უდიდესი მხატვარი – ცნობილია კიდევ იმით, რომ ზეთის საღებავების ახალი შემადგენლობა გამოიგონა, რომლითაც ეხლა ხატავენ.

სურათი „არნოლფინების წყვილი“ (1434) ზეთის საღებავებითაა დახატული და ამიტომაა, რომ შიგნიდან ვითომაც ანათებს . ვან ეიკამდე ჩრდილო ევროპაში მაღალი წრის პორტრეტებს არ ხატავდნენ – ეს ყველაფერთან ერთად წყვილის პირველი პორტრეტი იყო. როგორც ყოველი შედევრი, ეს ნახატიც გნუსხავს და უბრალო მაყურებელს არც კი უჩნდება დეტალებში გარკვევის სურვილი, რათა მთლიანობა არ დაარღვიოს.

 სულ სხვა საქმეა ხელოვნებათმცოდნეები – მათთვის ნახატი ეხლაც გამოცანას წარმოადგენს. დიდი ხანი ფიქრობდნენ, რომ მასზე ჯოვანი დი არნოლფინის, იტალიელი ვაჭრის, ნიდერლანდებში მედიჩების სახლის ინტერესების წარმომადგენლი და ჯოვანა ჩენამის ქორწილი თუ ნიშნობა იყო გამოსახული.

მაგრამ 1997 წელს ინგლისელმა ხელოვნებადმცოდნემ, მარგარეტ კოსტერმა დაადგინა, რომ არნოლფინებმა იქორწინეს 1447 წელს, ანუ ნახატის შექმნიდან 13 წლის შემდეგ. ამის საფუძველზე მკვლევარმა ივარაუდა, რომ ნახატზე გამოსახულია ჯოვანი დი არიჯოს ბიძაშვილი – ჯოვანი დი ნიკოლაო არნოლფინი და მისი მეუღლე, რომლის სახელიც უცნობია.

არსებობს უფრო ექსტრავაგანტული თეორიებიც. ზოგი თვლის, რომ ნახატზე მხატვარი დამისი მეუღლე მარგრიტია გამოსახული. მაგრამ ზუსტად ატრიბუტირებულ პორტრეტზე მარგრიტი სულ სხვანაირად გამოიყურება.

   მეცნიერებმა ასევე ზუსტად არ იციან თუ რა სცენა გამოსახა მხატვარმა.  XV საუკუნის ნიდერლანდებში ნიშნობა, ანდა ქორწილი შეიძლება ეკლესიის გარეთ და მღვდლის გარეშეც ჩატარებულიყო, ორი მოწმე საკმარისი იყო. დიდი მუცელიც სულაც არ ნიშნავს საპატარძლოს ფეხმძიმობას, უბრალოდ მაშინ კაბების თარგი ასეთი იყო, მაგრამ თუკი ეს საქორწილო ცერემონიაა, მაშინ სასიძოს მარჯვენა ხელით საპატარძლოს მარცხენა ხელი უნდა ეჭიროს. აქ კი ყველაფერი საწინააღმდეგოდაა. შესაძლო ახსნაა: ქორწინება  – მორგანატულია, ანუ ისეთი, როცა ქალი უარს ამბობს მემკვიდრეობაზე თავისთვის და თავისი მომავალი შვილებისათვის. მაშინ ხელების მდებარეობა სწორია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ქალის მზერა იატაკისკენ უნდა იყოს მიმართული. აქ კი ის როგორღაც თავის თავში იყურება და საერთოდ საპატარძლოა რომ? საპატარძლოს თმები გაშლილი უნდა ჰქონდეს, მას კი თმები შეკრული და მანდილით დაფარული აქვს.

და მაინც ჩვენს წინაშე რაღაც ხელშეკრულების დადების სცენაა (ღია ხელის გულები და არნოლფინის დასაფიცებლად აწეულიხელი ამის დასტურია). უკვე ნახსენებმა მარგარეტ კოსტერმა შემოგვთავაზა სიმართლესთან ახლოს მყოფი ახსნა. შესაძლოა წყვილი აფორმებს ხელშეკრულებას, რომელიც ცოლს აძლევს უფლებას განკარგოს ქმრის ქონება და დაეხმაროს მას სავაჭრო საქმეებში.

მრავალრიცხოვანმა კატაკლიზმებმა, რომლებიც გადაიტანა ევროპამ ექვსი საუკუნის მანძილზე, რაც გავიდა „არნოლფინების წყვილის“ შექმნიდან, სასწაულად გადაარჩინა ნახატი.XV საუკუნეში იგი ესპანელ აზნაურს დიეგი დე გევარეს (ნიდერლანდები მაშინ ესპანეთს ხელქვეით იყო) ეკუთვნოდა, რომელმაც იგი ესპანელ მეფის ნაცვალს მარგარიტა ავსტრიელს აჩუქა. ამ უკანასკნელმა იგი მარია უნგრელს დაუტოვა მემკვიდრეობით, რომელმაც ნახატი მადრიდში წაიღო. ნაპოლეონის ომების დასასრულამდე „არნოლფინების წყვილი“ სამეფო სასახლეს ამშვენებდა, საიდანაც იგი ფრანგებმა გაიტანეს. 1815 წელს იგი ბრიუსელში აღმოაჩინა ინგლისელმა გენერალმა ჯეიმს ჰეიმ. მან იაფად შეიძინა ნახატი და ლონდონში წაიღო. 1842 წელს იგი იმხანად ახლად გახსნილმა ლონდონის ეროვნულმა გლერეამ შეიძინა.

იან ვან ეიკი

დაახლოებით 1390 წელს დაიბადა ქალაქ მაასეიკში, ჩრდილოეთი ნიდერლანდები. ხატვა უფროსი ძმისგან, ჰუბერტისგან შეისწავლა.

1422–1425 წლებში ჰააგაში დიდი ჰერცოგის იოანე ბავარიელის კარის მხატვარია.

 1425–1430 წლებში მუშაობს ლილში და ბრიუგეში ბურგუნდიის ჰერცოგის ფილიპე კეთილის კარზე.

1430 წელს დაფუძნდა ბრიუგეში

1432 წელს ამთავრებს მუშაობას თავის მთავარ ნამუშევარზე – გენტის საკურთხეველზე, რომელიც გენტის წმინდა ბავონას ტაძარს ამშვენებს.

1441 წელს მოკვდა ბრიუგეში.

undefined

  სარკე – ეს ერთდროულად ყოვლის მნახველი ღვთის თვალის და კეთილგონიერების სიმბოლოა (ჯოტოს და ჯოვანი ბელინის ალეგორიებში სარკე სწორედ ამ სახით გვხვდება). კავშირის შეკვრა – ცოლქმრული თუ საქმიანი – რაღა თქმა უნდა გონიერი საქციელია. სარკეში ორი ფიგურა ირეკლება, ესენი ალბათ მოწმეები არიან, რომლებიც ხელშეკრულების გაფორმებას ესწრებიან. ერთი მათგანი ვან ეიკია, რაზეც ლათინური წარწერაც მიუთითებს, რომელიც ტრადიციის დარღვევით სარკის თავზე და კომპოზიციის ცენტრშია  მოთავსებული: „იან ვან ეიკი იყო აქ“. ჩვეულებრივად ასე ამტკიცებდნენ ხელშეკრულებას.

ქრისტეს წამების გამომსახველი მედალიონები, რომლებიც სარკის ჩარჩოებს ამშვენებს – ამა ქვეყნის ამაოების მაჩვენებელი. ქვემოთ საათის ისრის მიხედვით: „გეთსიმანიის ლოცვა“, „დაკავება“, „ქრისტე პილატეს წინ“, „გამათრახება“, „ჯვრის ტარება“,  „ჯვარზე გაკვრა“, „გარდამოხსნა“, „კუბოში  მოთავსება“, „ჯოჯოხეთში ჩასვლა“, „აღდგომა“.  ვანეიკი სურათზე ბევრ ევანგელიურ სიმბოლოებს ათავსებს: მისთვის მთავარია ხაზი გაუსვას იმ ჭშმარიტებას, რომ ჩვენ ყველანი უფლის განგების ქვეშ ვართ, სიცოცხლე წარმავალია და ამის დავიწყება არ შეიძლება.

კრიალოსანი – ღვთისმოშიშეობის სიმბოლო.

undefined

პატარა ცოცხი – ცოლქმრული ცხოვრების სიწმინდის ნიშანი, ოჯახური კერის მფარველის წმინდა მართას ატრიბუტი.

undefined

წმინდა მარგალიტა ანტიოქიელი – ქალების მფარველი.

undefined

ვაშლი რაფაზე, გვახსენებს, რომ როგორი ჰარმონიულიც არ უნდა იყოს ეს ცხოვრება, არ შეიძლება დავიწყება, რომ ყველაფრის საფუძველი პირველყოფილი ცოდვაა.

undefinedundefined

ლომი საწოლის ზურგზე. თუკი ვაშლი ცოდვით დაცემის სიმბოლოა, ლომის ფიგურა შეერთებული ხელების ზემოთ, – აღდგომის სიმბოლოა. შუა საუკუნეების ბესტიარიების მიხედვით, ლომის ბოკვერები დაბადებიდან პირველი სამი დღე მკვდრები არიან, სანამ მამა თავისი სუნთქვით არ გააცოცხლებთ მათ. ლომებს ხშირად გამოსახავდნენ რაინდთა საფლავებზე, როგორც მომავალი აღდგომის სიმბოლოს.

undefined

ფორთოხლები – ამქვეყნიური სამოთხის, ხვავის და ბარაქის სიმბოლო.

undefined

ანთებული სანთელი – ცხოვრების ხანმოკლეობაზე მიგვითითებს.

undefined

ძაღლი – ცოლქმრული ერთგულების სიმბოლო.

undefinedundefined

გახდილი ფეხსაცმელი – საოჯახო სიმყუდროვის ნიშანი, ასევე იმათი ნააზრევის სიწმინდეზე მიუთითებს ვინც ხელშეკრულებას დებს.