მნიშვნელოვანი სიახლეები
იმპერატორის საჩუქარი

იმპერატორის საჩუქარი

რაფაელის «მადონა კონესტაბილემ» რუსეთში „ჩონჩხის გადანერგვის“ მტანჯველი ოპერაცია გადაიტანა. მხოლოდ ამის წყალობით დარჩა ის ერმიტაჟში.

ახალგაზრდა რაფაელმა ეს პატარა, 18 სანტიმეტრზე ნაკლები დიამეტრის, ნახატი დახატა პერუჯაში ადგილობრივი არისტოკრატის, ალფანო დი დიამანტესათვის. ხელოვნებათმცოდნე მიხაილ ალპატოვი ვარაუდობს, რომ „მადონა“ ჰერალდიკური გრიფონებით მდიდრულად ამოკვეთილ ჩარჩოსთან ერთად ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რომელიც განკუთვნილი იყო არა ეკლესიისათვის, არამედ კარადის შესამკობად. XVIII საუკუნეში ის გადავიდა კონესტაბილე დელა სტაფას გრაფების ხელში. 1871 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II შეიძინა „მადონა კონესტაბილე“  მფლობელისაგან, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდებოდა თანხა და აჩუქა ცოლს, მარია ალექსანდროვნას, რომელსაც ძალიან მოეწონა. როცა სურათი ჩამოიტანეს რუსეთში, აღმოჩნდა, რომ დაფაზე არსებული ბზარები კიდევ გაიზარდა. პეტერბურგელმა რესტავრატორებმა რუდუნებითი შრომა ჩაატარეს და ფერადი ფენა ხის დაფიდან გადაიტანეს ტილოზე.  საბჭოთა ხელისუფლების დროს, „მადონა კონესტაბილე“ კინაღამ გაიყიდა: 1930 წლის დასაწყისში იგი გაიტანეს საზღვარგარეთ აუქციონზე და შეაფასეს მხოლოდ 245 000 რუბლად. მყიდველი ამ „საეჭვო“ ნაწარმოებს არ გამოუჩნდა („საეჭვოდ“ შეაფასეს მხოლოდ იმის გამო, რომ ორიგინალი ფენა გადატანილი იყო ტილოზე).

undefined
(1) მაფორი.ოთხკუთხა მოსასხამი, ძველი იუდეის ქალების სამოსის ეს ტიპური ელემენტი გახდა ღვთისმშობელის კანონიკური გამოსახულების ნაწილი. თავდაპირველად, ევროპულ ხელოვნებაში  ღვთისმშობელი გამოისახებოდა სამგლოვიარო, შავ სამოსში, მაგრამ გვიან შუასაუკუნეებში, შავი გარდაიქმნა ლურჯ ფერად – ცისა და რწმენის გამომხატველ ფერად.
undefined
(2) კაბა.წითელი — მეორე კანონიკური ფერი ღვთისმშობლის სამოსში, რომელიც ქრისტეს სისხლის მოგონებაა.
undefinedundefined
(3) ქამარი — ქალწულ მარიამის უმანკოების სიმბოლო.
undefined
(4) წიგნი.როცა სურათი გაანთავისუფლეს ხის დაფისგან, გამოჩნდა თავდაპირველი ვერსია, სადაც მარიამსა და ყრმას ხელში ეკავათ არა წიგნი, არამედ ბროწეული – ქრისტეს ვნებანის სიმბოლო.  ლოცვანი კი – ღვთისმშობლის ატრიბუტია, რომელიც დამახასიათებელია რენესანსული ხელოვნებისათვის.მისი ჟამნი (ლოცვების კრებული), თუ შევადარებთ იმავე პერიოდში შექმნილ მხატვრის „მადონა პასადინას“, გადაშლილია ლოცვისათვის და შეესაბამება ნონას – შუასაუკუნეების საეკლესიო განრიგით მეცხრე საათის მსახურებას (დაახლოებით შუადღის 3-4 საათი). ითვლებოდა, რომ ეს ქრისტეს გარდაცვალების დროა. შესაბამისად, მარიამის ლოცვანის მნიშვნელობა იგივეა რაც ბროწეულის:  გოლგოთას წინათგრძნობა და ქრისტეს მსხვერპლად შეწირწვის სიმბოლო. რაფაელისათვის, რომელიც გაიზარდა ურბინის ჰერცოგის  სასახლის კარის ინტელექტუალურ წრეში, წიგნის სიმბოლიზმი მისთვის ნაცნობი იყო: მისი დაახლოებით ათამდე მადონა გამოსახულია ლოცვანით ხელში.
undefined
(5) პეიზაჟი — ეს უმბრიის ლანდშაფტია, ცენტრალური იტალიის იმ რეგიონის, სადაც  შეიქმნა „მადონა კონესტაბილე“. მოგვიანებით, როცა რაფაელმა დატოვა ბავშვობის ადგილი, იგი მაინც გამოსახავდა იმ ადგილებს, სადაც გაიზარდა და გაატარა სიყმაწვილის წლები – რაფაელი გამოსახავდა მადონებს მისთვის ნაცნობ უმბრიის პეიზაჟის ფონზე.

(6) წლის დრო—  მკვლევართა უმეტესობა მიიჩნევს, რომ სურათზე გამოსახულია ადრე გაზაფხულის პერიოდი. აღორძინებული ბუნება ასახავს ქრისტეს აღდგომის იმედს.  
undefined
(7) ნავი.ქრისტიანულ ხელოვნებაში ეს შეიძლება იყოს მორწმუნეთა საზოგადოების გამომხატველი სიმბოლო; შეხსენება იმ ნავისა,  რომელზეც ქრისტეს მოწოდებული მოწაფეები თევზაობდნენ  ტიბერიადის ტბაზე.

(8) მომრგვალებული ფორმა— ტონდო (იტალიურიდან ითარგმნება როგორც „წრე“, „ბურთი“) პოპულარული იყო  XV–XVI საუკუნის მხატვრებს შორის. იტალიის რენესანსული ხელოვნების მთავარი თეორეტიკოსი, ლეონ ბატისტა ალბერტი თვლიდა, რომ წრე სრულყოფილი ბუნებრივი ფორმაა, რომელიც ასახავს ჰარმონიულ თანასწორობას.
undefined
(9) ჩარჩო.ამას ემსახურებოდა ის დაფაც, რომელზეც „მადონა კონესტაბილე“ იყო დაწერილი.  პუბლიცისტი ვლადიმერ სტასოვი სტატიაში „მხატვრული ქირურგია“, რომელიც გამოქვეყნდა „სანკტ პეტერბურგის უწყისებში“ 1871 წლის 27 ნოემბერს, გვიყვება, რომ სურათი ამოჭრეს იქიდან ხის დაფიდან ტილოზე გადატანის ოპერაციისთვის: „ოპერაცია შესრულდა თმის ღერივით თხელი ქლიბების მეშვეობით, რომელსაც დღესაც იყენებენ ხისგან ჩარჩოს ან ზარდახშის გამოთლისათვის. მხოლოდ ამ ქლიბს ამოძრავებდა არა ხელი, არამედ დაზგა, რომელიც ამუშავებდნენ ფეხით, როგორც საქსოვი დაზგის შემთხვევაში“.
undefined
(10) გროტესკი — მათ ავტორადაც მიიჩნევენ რაფაელს.რენესანსის ხელოვნებაში გროტესკისადმი მოდა დაიწყო  XV საუკუნის ბოლოს, როცა რომში აღმოაჩინეს იმპერატორ ნერონის„ოქროს სახლის“ ნაშთი. თაღები და კედლები შემკული იყო   მცენარეული ორნამენტებისა და ფანტასტიკური არსებების გამოსახულებების უცნაური ხლართებით. თავად  ტერმინი „გროტესკი“ მომდინარეობს იტალიური სიტყვიდან grotta — «გამოქვაბული»
undefinedundefined
(11) გრიფონი — უმბრიის დედაქალაქის პერუჯას ემბლემა. ამის გარდა, ეს ფანტასტიკური ცხოველი, ნახევრად ლომი–ნახევრად არწივი, სიმბოლურად წარმოადგენს ქრისტეს ორ ბუნებას – ადამიანურსა და ღვთიურს.