მნიშვნელოვანი სიახლეები
იმპერიის რექვიემი

იმპერიის რექვიემი

ადამიანს ცხოველისგან განასხვავებსამაოება, თვლიდა XV  საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსინიკოლაი კუზანსკი.  ათასწლეულებია ამაოება წამლავს ჩვენს ცხოვრებას, არ ტოვებს მას. განსაკუთრებითმწვავედ აღიქმება გარდამტეხ ეპოქაში.

undefined

 გოდოლი 1. არქიტექტურული თვალსაზრისით, ბრეიგელის ბაბილონის გოდოლიიმეორებს რომის კოლიზეუმს (მხოლოდ ის შედგება არა სამი სართულისგან, არამედ შვიდი სართულისგან). კოლიზეუმი ითვლებოდა ქრისტიანთა დევნის სიმბოლოდ: ანტიკურ პერიოდში აქ აწამებდნენ პირველ ქრისტიანებს. ბრეიგელის გადმოცემაში, ჰაბსბურგების მთელი იმპერია წარმოადგენდა სწორედ ასეთ „კოლიზეუმს“, სადაც  ძალით დაინერგა მოძულებულიკათოლიკობა, ხოლო სასტიკად იდევნებოდნენ პროტესტანტები – მხატვრის თვალში ჭეშმარიტი ქრისტიანები (ნიდერლანდები პროტესტანტული ქვეყანა იყო).

undefinedundefined

სასახლე 2.შიგნით თითქოსდა გოდოლის გულიაო, მხატვარი ათავსებს  ნაგებობას, რომელიც იმეორებს  რომის წმინდა ანგელოზის სასახლეს. შუა საუკუნეებში ეს სასახლე წარმოადგენდა რომის პაპთა რეზიდენციას და აღიქმებოდა, როგორც კათოლიკური ეკლესიის ძლიერების სიმბოლოდ.

undefined

ნებროთი 3.იოსებ ფლავიუსის „იუდეის სიძველენში“, ნებროთი იყო ბაბილონის სწორედ ის მეფე, რომელმაც წამოიწყო გოდოლის შენება.  ნებროთმა ისტორიაში თავი დაიმკვიდრა როგორც სასტიკმა და ამაყმა მმართველმა. ბრეიგელმა იგი გამოსახა ევროპელი მონარქის სახით და მასში იგულისხმა კარლ V.  კარლის აღმოსავლურ დესპოტიზმზე სიტყვის გადაკვრით, მხატვარმა გვერდით დაუსვა მუხლმოყრილი ქვისმთლელნი: ისინი ორივე მუხლზე დაეშვნენ, როგორც ეს მიღებული იყო აღმოსავლეთშ, ამ დროს ევროპაში კი ერთი მუხლის მოყრა იყო ჩვევად.

 undefinedundefined 

ანტვერპენი 4. ახლო–ახლო ჩაწყობილი სახლების გროვა არა მხოლოდ რეალისტური დეტალია, არამედმიწიერი ამაოების სიმბოლოც.

undefined undefined

ოსტატები 5.„ბრეიგელმა აჩვენა სამშენებლო ტექნიკის განვითარება – გვიყვება კირილ ჩუპრაკი, ხელოვნებათმცოდნე. – წინა პლანზე ის ახდენს ხელით შრომის გამოყენების დემონსტრირებას. ხელოსნები  უროთი და საჭრეთლით ამუშავებენ ქვის ბლოკებს (6).

undefinedundefined

7. ცოტა მოშორებით, მშენებლები გადაადგილებენ ქვის ფილებს გრძელი ლატანების გამოყენებით.

undefined

8.გოდოლის პირველი სართულის დონეზე  ისრიანი ამწე მუშაობს, რომელიც ტვირთს ზევით მიაქანებს თოკების მეშვეობით.  ოდნავ მარცხნივ — უფრო მძლავრი ამწეა. აქ თოკი პირდაპირ იხვევა დოლზე, რომელსაც ამოქმედებს ფეხის ძალა.

undefined .

 მაღლამესამე სართულზეც(9)„მძიმეტვირთიანი ძრავაა: მას გააჩნია ისარი და ისიც ფეხის ძალით მოდის მოძრაობაში“.  

undefined

ქოხები 10.კირილ ჩუპრაკის სიტყვებით, „რამოდენიმე ქოხი, რომელიც განლაგებულია პანდუსზე, პასუხობს იმ დროინდელი მშენებლობის მოთხოვნებს, როცა ყოველ ბრიგადას საკუთარი დროებითი სადგომი ჰქონდა პირდაპირ სამშენებლო მოედანზე“.

undefined

გემები 11.ნავსადგომში შემოსული გემები გამოსახულია დაშვებული აფრებით – იმედგაცრუებისა და გამოსავალის არმქონე სიტუაციის სიმბოლო.  

XVI საუკუნემდე ბაბილონის გოდოლის თემა თითქმის არ იზიდავდა ევროპელი მხატვრების ყურადღებას. თუმცა 1500 წლის  შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა. ამ თემით განსაკუთრებით დაინტერესდნენ ნიდერლანდელი ოსტატები. ხელოვნებათმცოდნეების აზრით, ამ ლეგენდარული სიუჟეტის პოპულარობა განაპირობა ჰოლანდიაში გაბატონებულმა „ეკონომიკური ზრდის ატმოსფერომაც“, ისეთ ქალაქებში როგორიცაა ანტვერპენი მაგალითად. ამ ქალაქში ათასობით უცხოელი ცხოვრობდა. ხალხს არ აერთიანებდა ეკლესია, პირიქით, სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანები ცხოვრობდნენ ქალაქში. იზრდებოდა ამაოების საერთო შეგრძნება. ამასთა დაუცველობისა და შფოთვის.

ნიდერლანდელი მხატვარი პიტერ ბრეიგელ უფროსი 1563 წელს ასევე მიიზიდა ამ სიუჟეტმა, თუმცა სხვაგვარად გადმოსცა იგი. ხელოვნებათმცოდნე მარინა აგრანოვსკის აზრით, „სავარაუდოდ,  სურათზე  ბრეიგელის მშენებლები ერთმანეთს ელაპარაკებია უცხო ენებზე უკვე სამუშაოს დაწყებიდან“, რაც უპირისპირდება ლეგენდის სიუჟეტს. ამასთან, ბრეიგელთან გოდოლს ანგრევს არა ღმერთი, არამედ დრო და მშენებელთა შეცდომები: იარუსები არათანაბრად არის განლაგებული და ა.შ.

ამ ამოცანის ამოხსნა იმაში მდგომარეობს, რომ ბრეიგელმა ბაბილონის გოდოლის სახეში ჰაბსბურგების დინასტიიდან წამოსული კათოლიკე მეფეების იმპერია იგულისხმა. აი სად იყო ენების აღრევა: XVI  საუკუნის პირველ ნახევარში, კარლ მეხუთის დროს იმპერია მოიცავდა ავსტრიის, ბოჰემიის (ჩეხეთი), უნგრეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთისა და ნიდერლანდების ტერიტორიას. თუმცა ეს უზარმაზარი სახელმწიფო მალე დაიშალა (ესპანეთი და ნიდერლანდები კარლ მეხუთის შვილს, ფილიპ მეორე ჰაბსბურგს ხვდა წილად). ამასთან, ბრეიგელი მიუთითებს, რომ ნგრევის მიზეზია „არა გრანდიოზული მშენებლობა, არამედ ხალხის დაჟინებული მცდელობა გასცდნენ განსაზღვრულ ლიმიტს“.