მნიშვნელოვანი სიახლეები
ივანე მრისხანეს ერთადერთი სიცოცხლეში შესრულებული პორტრეტი აღდგენილია

ივანე მრისხანეს ერთადერთი სიცოცხლეში შესრულებული პორტრეტი აღდგენილია

რუსეთის მეფე ივანე IV-ს ერთადერთი  დანამდვილებით სიცოცხლეში შესრულებული პორტრეტი მეცნიერებმა „კოსმოსური“ ტექნოლოგიის დახმარებით აღადგინეს.

გამოსახულება გრავიურის ტექნიკით სპილენძის ფურცელზე იყო შესრულებული. ეს ფურცელი 1564 წელს ივანე ფიოდოროვის მიერ დაბეჭდილი „მოციქულის“ ყდას წარმოადგენდა. მასზე ივანე მრისხანე ორთავიან არწივთან - რუსი ხელმწიფეების ახალ ღერბთან ერთად იყო გამოსახული. დროთა განმავლობაში სპილენძის ფურცელზე რელიეფი სავსებით გაქრა. XIX საუკუნეში მისი ძნელად, მაგრამ მაინც დანახვა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო.

 პორტრეტის „აღსადგენად“ მულტისპექტრალური ფოტოგადაღების მეთოდი გამოიყენეს. ტალღის სიგრძის სხვადასხვა დიაპაზონში დიდი რაოდენობით ციფრული ფოტოები გადაიღეს. გადაღება ულტრაიისფერიდან ინფრაწითელ დიაპაზონამდე 40 ნანომეტრის ბიჯით მიმდინარეობდა. მიღებული ფოტოები შემდეგ სპეციალური ალგორითმის მეშვეობით დაამუშავეს.

  შედეგად რუსეთის მეფის გამოსახულება ფოტოებზე  „გამომჟღავნდა“.

ვინ შექმნა რუსი მეფის პორტრეტი ჯერ უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით  ამის გაკეთება მხოლოდ ფეოდოსი იზოგრაფს შეეძლო - ერთადერთ მხატვარს, რომელმაც XVI საუკუნეში სპილენძზე გრავირების ევროპული მეთოდი აითვისა.