მნიშვნელოვანი სიახლეები
ჟან-მიშელ ბასკიას ნახატი 110 მილიონ დოლარად გაიყიდა

ჟან-მიშელ ბასკიას ნახატი 110 მილიონ დოლარად გაიყიდა

მხატვარ ჟან-მიშელ ბასკიას ნამუშევარი ნიუ-იორკში Sotheby's აუქციონზე რეკორდულ თანხად - 110 მილიონ დოლარად გაიყიდა. იგი ისტორიაში ამერიკელი მხატვრის ყველაზე ძვირი ნამუშევარი გახდა.

ვაჭრობა სულ10 წუთს გაგრძელდა.

ბასკიას უსახელო ნამუშევარი აფროამერიკელი მხატვრის ყველაზე ძვირი ნამუშევარი გახდა. იგი ამავე დროს 1980 წლის შემდეგ პირველი ნახატია,  რომლის ფასმაც 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

 ნახატი შესრულებულია ზეთის, აკრილის და აეროზოლის საღებავებით.

ერთი წლის წინ ასკიას სხვა ნამუშევარი იმავე ადამიანმა ორჯერ ნაკლებ ფასად შეიძინა. ორივე ნახატი ახლა იაპონელ მოდელიერს იუსაკუ მაესავას კუთვნილებაა. იგი ჟან-მიშელ ბასკიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი მუზეუმის გახსნას აპირებს.

მაესავამ მოგვიანებით თავის „ინსტაგრამაში“ დაწერა, რომ თავს შთაგონებულად და მადლიერად თვლის.

 ჟან-მიშელ ბასკია ნიუ-იორკში 1960 წელს დაიბადა. იგი 1988 წელს, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა - ნარკოტიკით მოიწამლა (მან ჰეროინი და კოკაინი შეურია ერთმანეთს). გარდაცვალების დროისათვის იგი 7 წელი იყო რაც ხატავდა.

მან თავიდან სახელი გაითქვა, როგორც გრაფიტი-მხატვარმა, ხოლო 1980-იან წლებში იგი წარმატებული ნეოექსპრესიონისტი გახდა.

ბასკია და მისი მეგობარი Al Diaz მანჰეტენში კედლებზე გრაფიტის SAMO-ს ფსევდონიმით ხატავდნენ.

1980 წელს ბასკიამ მხატვართა კოლექტიურ გამოფენა  The Times Square Show-ში მიიღო მონაწილეობა.

1982 წელს ბასკია ენდი უორჰოლს  გაეცნო და მათ ერთობლივად ბევრი ნამუშევარი შექმნეს. ისი ერთად მუშაობდნენ და თან ერთმანეთის შემოქმედებაზე ახდენდნენ გავლენას. მათი ურთიერთობა 1987 წელს უორჰოლის გარდაცვალებამდე გაგრძელდა.

  თავის შესახებ ბასკია ამბობდა: „როცა მე ვმუშაობ, მე არ ვფიქრობ ხელოვნებაზე. მე ვცდილობ ცხოვრებაზე ვიფიქრო“.