მნიშვნელოვანი სიახლეები
ჯიოვანი სტრაზას პირბადიანი ქალწული

ჯიოვანი სტრაზას პირბადიანი ქალწული

„პირბადიანი ქალწული“ ეს არის მარმარილოს ქანდაკების სახელი,  რომელიც იტალიელმა ხელოვანმა ჯიოვანი სტრაზამ შექმნა. მისი სახელის მიხედვით ესაა ქალწული მარიამის ქანდაკება-ბიუსტი, რომელსაც პირბადე აფარია. ის ჯიოვანის განსაკუთრებულ ნამუშემრად ითვლება, რადგან  მარმარილოში მან ნაზი და ფაქიზი პირბადე გააცოცხლა.

ჯიოვანი სტრაზა

ჯიოვანი სტრაზა მე-19 საუკუნის იტალიელი მოქანდაკე იყო. ის მილანში 1818 წელს დაიბადა და 1875 წელს გარდაიცვალა. განსხვავებით რენესანსი სახელგანთქმული ხელოვანებისა მის ცხოვრებასა და კარიერაზე ცოტაა ცნობილი. ამის მიუხედავად ჩვენ ვიცით, რომ ის სწავლობდა მილანში დი ბელე არტ დი ბრერას აკადემიაში, ამის შემდგომ 1840 და 1858 წლებს შორის რომში მუშაობდა.

სტრაზა სახელგანთქმულია თქვისი პირბადიანი ქალწულით. ნამუშევანი სავარაუდოდ 1850-იანი წლების დასაწყისისთვის დამთავრდა, როცა ხელოვანი რომში მუშაობდა. ქანდაკება შემდგომ კანადაში წაიღეს და ჯონ ტომას მულოკმა, რომის კათოლიკური ეკლესიის წმ იოანეს ნიუფორდლანდის ეპისკოპოსმა მიიღო. სტრაზას პირბადიანი ქალწული წმ. იოანეს პირბადიანი ქალწული გახდა. ის საეპისკოპოსო სასახლეში ინახება, რომელიც წმ. იოანეს კათოლიკური კათედრალის მახლობლად მდებარეობს. ქანდაკება არაა ყველა ვიზიტორის სანახავად გამოფენილი. ხელოვნების მოყვარულებმა ამისთვის წინასწარი განცხადება უნდა შეავსონ.

სხვა პირბადიანი ქანდაკებები

 სტრაზა არაა პირველი მსგავსი „პირბადიანი“ ნამუშევრებით. სხვა მსგავსი ტიპის ქანდაკებებში შედის „პირბადიანი ქრისტე“ გიუსეპე სამარტინოსგან (1753) და „პირბადიანი ქალბატონი“ პეტრო როსისგან (1882).

„პირბადის ეფექტი“ მიიღწევა ტექნიკით, რომელსაც  „სველ სამოსელს“ ეძახიან. ამ ტექნიკის მეშვეობით შიშველი ქანდაკების სხეულის გამოჩენა შესაძლებელია ისე, რომ მისი სხეული მაინც დაფარულად მიიჩნეოდეს. ამის ერთი მაგალითია ჩოსერ ბრენდლის „უნდინას წყლიდან ამოსვლა“ (1880).