მნიშვნელოვანი სიახლეები
„ჯოკონდა“ – ანდროგინია? (+ვიდეო)

„ჯოკონდა“ – ანდროგინია? (+ვიდეო)

იტალიელი ხელოვნებათმცოდნე და შეთავსებით ფერწერის დარგში კერძო დეტექტივი,  სილვანო ვინჩეტი ვარაუდობს, რომ ლეონარდა და ვინჩი „ჯოკონდას“ არა მარტო ლიზა გერარდინისგან ხატავდა, არამედ ჯან ჯაკომო კაპროტისგანაც. სინიორ ვინჩეტი ამტკიცებს, რომ მონა ლიზას პორტრეტი – სინამდვილეში გამოგონილი პერსონაჟის – შინაგანად ანდროგინის პორტრეტია,

 სილვანო ვინჩეტის სიტყვები, ყურადღებას კიდევ იმის გამო იმსახურებენ, რომ იგი იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში განათლების ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელიცაა: „ უახლესი მეთოდების გამოყენებისას, რომლებიც ტილოზე საღებავის ფენებს ინფრაწითელ სპექტრში ფენა–ფენა ასხივებს,  ჩვენ ვხედავთ, რომ გრუნტზე დადებულ საღებავის პირველ ფენაში სულ სხვა სახეა გამოსახული, მსგავსი, მაგრამ მაინც სხვა. მონა ლიზა გამოიყურება არა იდუმალად, არამედ დათრგუნულად და მის სახეს ღიმილი არ ეკარება“.

 ვინჩეტის სიტყვები ეფუძნება ხანგძლივი მუშაობის შედეგებს, რომელიც მან კოლეგებთან ერთად ჩაატარა. მკვლევარებმა შეძლეს დაედგინათ თუ რატომ გაჩნდა სხვა, დღეს ყველასათვის ცნობილი ჯოკონდას სახე. მათ გაარკვიეს, რომ ლიზა გერარდინის მეუღლეს, რომელმაც მხატვარს პორტრეტი დაუკვეთა, არ მოეწონა პორტრეტი. ლეონარდოს პორტრეტის გადაკეთება მოუწია, მაგრამ ლიზა მაინც არ იღიმოდა. მაშინ ოსტატმა სხვა ხერხს მიმართა.

 „ჩვენ ლეონარდოს იმ ნამუშევრების შედარებითი ანალიზი ჩავატარეთ, რომლებზეც სალაი, იგივე ჯან ჯაკომო კაპროტი არის გამოსახული და დავრწმუნდით, რომ მისი და ჯოკონდას სახის ნაკვთები და სხვა ნიუანსები მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. ლეონარდო თავის შემოქმედებაში ფართო შეხედულებების პატრონი იყო. იგი სამყაროს არ ყოფდა მამაკაცურ და ქალურ ნაწილად. ყველაფერთან ერთად მას ანდროგინებიც იზიდავდა  და სწორედ ჯოკონდაში შეძლო მან თავისი იდეის ხორცშესხმა – კერძოდ სახის იდეალური ნაკვთები და პროპორციები, რომლებიც მხოლოდ ანდროგინს შეიძლება ჰქონოდა“, – ასკვნის სილვანო ვინჩეტი.