მნიშვნელოვანი სიახლეები
კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი შვედი რუბენ ესტლუნდის „კვადრატმა“ მიიღო

კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი შვედი რუბენ ესტლუნდის „კვადრატმა“ მიიღო

შვედი რეჟისორის რუბენ ესტლუნდის ფილმმა „კვადრატი“ კანის კინოფესტივალის „ოქროს რტო“ მიიღო.

იგი წელს „პალმის ოქროს რტოზე“ წარდგენილი 19 ფილმიდან ერთ-ერთი იყო.

ფესტივალის ჟიურის ესპანელი რეჟისორი პედრო ალმადოვარი ხელმძღვანელობდა.

რუსმა რეჟისორმა ანდრეი ზვიაგინცევმა ფილმ „უსიყვარულობისთვის“ ჟიურის სიმპათიის პრიზი მიიღო.

საუკეთესო რეჟისურისათვის პრიზი სოფია კოპოლას ერგო ფილმისათვის „საბედისწერო თავდასხმა“ - აშშ-ს სამოქალაქო ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცი გოგონათა პანსიონატში ხვდება.

პანსიონატის დირექტორის როლში ნიკოლ კიდმანი გადაიღეს, რომელმაც ასევე ფესტივალის 70-ე წლისთავთან დაკავშირებით კინოში გაწეული დამსახურებისათვის დაწესებული პრიზიც მიიღო.

ბრიტანელმა რეჟისორმა ლინი რემსიმ (ფილმი „შენ აქ არასდროს არ იყავი“) საუკეთესო სცენარის პრიზი იორგ ლანტიმისთან და ეფტიმის ფილიპუსთან (ფილმი „წმინდა ირმის მკვლელობა“) გაიყო.