მნიშვნელოვანი სიახლეები
კახეთი – საქართველოს ღვინის აკვანი EURONEWS–ზე (+ვიდეო)

კახეთი – საქართველოს ღვინის აკვანი EURONEWS–ზე (+ვიდეო)

საქართველოს აღმოსავლეთი რეგიონი, კახეთი, ღვინის სამშობლოდაა მიჩნეული. არქეოლოგები ამტკიცებენ: ვაზის გაშენება აქ 8 ათასი წლის წინათ დაიწყეს. დღესაც  მარტო კახეთში უფრო მეტი ჯიშის ვაზი ხარობს, ვიდრე მთელს საფრანგეთში, ანდა იტალიაში.

მარტო ალავერდის მონასტერში 104 ენდემური ჯიშის ვაზის კულტივირება ხდება.. მონასტერი თავის ისტროიას VI საუკუნიდან ითვლის: საუკუნეების განმავლობაში ბერები მეღვინეობის ტექნიკას სრულყოფდნენ.

მამა გერასიმე გვიყვება და თან გვანახებს: „ღვინის დაყენება აქ მონასტრის დაარსების დღიდან დაიწყეს. საქართველოში მეღვინეობას ძალიან დიდი ხნის ტრადიცია აქვს. ღვინო ლიტურგიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ქრისტიანობის დამკვიდრებამდეც ღვინო ადამიანთა ყოველდრიური ცხოვრების საფუძველი იყო“.

ქართულ ღვინოს უნიკალურობას სძენს თიხის ჭურჭელში – ქვევრებში, დუღილი და  შენახვა. ქვევრი მიწაშია ჩაფლული. ქვევრი სიმაღლეში შეიძლება ორ მეტრსაც აღწევდეს და მეტრს სიგანეში.  ასეთ ქვევრებში ასობით ლიტრი ღვინო ეტევა.

 მაგრამ დრო თავისას ითხოვს და ქართველი მეღვინეებიც, მათ შორის მონასტერიც, ითვისებენ ღვინის წარმოებისა და შენახვის ახალ ტექნოლოგიებს. მაგრამ ღვინის ნაწილს მაინც ძველებურად ადუღებენ და ინახავენ ქვევრში.

კახეთში ღვინის მარავალფეროვნება გაგაოცებს: აქ ყოველ სოფელში, ყოველ ქალაქში თავისი რეცეპტები აქვთ. სიღნაღშიც, ქალაქ–სიმაგრეში, რომელიც ალაზნის ველის ცენტრში მაღალ გორაკზეა გაშენებული, თავისი ღვინო აქვთ. დავითი, ხეზე მჭრელი, გვიყბვება: ვაზი – ქართული კულტურის უმთავრესი ელემენტია. ჩვენი წინაპრები ამბობდნენ: გლეხისათვის პირველ ადგილზე ვაზია, ოჯახი კი მეორეზე...“

ყურძნის გადამუშავება საოჯახო ეკონომიკის მთავარი ელემენტია. ყურძენი – ეს წვენია, ქიშმიშია და გადასარევი ტკბილეულია. მაგალითისთვის ჩურჩხელა, კახეთში მოგონილი სასუსნავი. მას მოდუღებული ყურძნის წვენისგან და კაკლისგან ამზადებენ. მზეზე გაშრობის შემდეგ პროდუქტი დიდხანს ინახება. შემოდგომაზე, მოსავლის აღების შემდეგ თოთო ოჯახში 500–600 ჩურჩხელას ამზადებენ.

მაგრამ მთავარი მაინც ღვინოა, დღეგრძელობისა და სტუმართმოყვარეობის სიმბოლო. მამა გერასიმეს აზრით ღვინო „ღვთის საჩუქარია, გამოგზავნილი რათა გული ლხენით აავსოს, სხეულს ძალა მისცეს და სულს სიწმინდე“.