მნიშვნელოვანი სიახლეები
კემბრიჯში 1000 წლის წინანდელი შუასაკუნეების სიმღერები აღადგინეს (+ვიდეო)

კემბრიჯში 1000 წლის წინანდელი შუასაკუნეების სიმღერები აღადგინეს (+ვიდეო)

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარებმა XI საუკუნის მანუსკრიპტიდან სიმღერები აღადგინეს. შაბათს, 23 აპრილს ისინი კემბრიჯში შესრულდა.

ხელნაწერიდან ფურცელი, რომლის მიხედვითაც აღადგინეს სიმღერის მელოდია, კემბრიჯის უნივერსიტეტიდან  XIX  საუკუნეში მოიპარეს და 142 წელი დაკარგულად ითვლებოდა.

 სიმღერები ტრაქტატ "ფილოსოფიის ნუგეში"–ის ნაწილი იყო, რომელიც VI საუკუნის 20-იან წლებში რომაელმა სახელმწიფო მოღვაწემ, ფილოსოფოსმა და მუსიკის თეორეტიკოსმა ბოეციუსმა დაწერა. მისი თხზულებები შუა საუკუნეებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და კითხვადი იყო. ისინი ინგლისურად თარგმნა ჩოსერმა, "კენტერბერიული მოთხრობების" ავტორმა და დედოფალმა ელისაბედ I-მა.

undefinedundefined

იმისათვის, რომ "ფილოსოფიის ნუგეშის" სიმღერების რეკონსტრუქცია მოეხდინათ, კემბრიჯელ მეცნიერს სემ ბარეტს 20 წლის მუშაობა დასჭირდა. ტრაქტატიდან ლექსები XI საუკუნეში "კემბრიჯული სიმღერების" წიგნში ნევმებით ჩაწერილ მუსიკაზე დაადეს. ნევმები, ნოტების შუასაუკუნეების წინამორბედი იყო. დოქტორ ბარეტის სიტყვებით ისინი მელოდიის ნახატზე და ვოკალური პარტიის დეტალებზე მიუთითებდნენ. დაკვრის დეტალებს ზეპირად გადმოსცემდნენ, მუსიკოსები მათ უბრალოდ იმახსოვრებდნენ.  XII საუკუნეში ზეპირი ტრადიცია დაიკარგა.

   "კემბრიჯული სიმღერების" მანუსკრიპტი  XI საუკუნის პირველ ნახევარში გერმანიაში ჩაიწერა და ლათინური ტექსტების ანთოლოგიის ბოლო ტომს წარმოადგენდა. წიგნი დიდი ხანი კენტერბერში ინახებოდა, მაგრამ  XVII საუკუნის ბოლოს იგი კემბრიჯის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში გადაიტანეს.

1840  წელს წიგნის ის ფურცელი, რომელზეც ლექსები და ნევმები იყო ჩაწერილი დაიკარგა. გერმანელმა სტუდენტმა ამოხია იგი წიგნიდან და ფურცლიანად სამშობლოში დააბრუნდა. 142 წლის განმავლობაში ფურცელი დაკარგულად ითვლებოდა, სანამ 1982 წელს ის ფრანკფურტის ბიბლიოთეკაში ბრიტანელმა ისტორიკოსმა მარგარეტ გიბსონმა შემთხვევით არ აღმოაჩინა. "ამ ექსტრაორდინალური შემთხვევის გარეშე დაკარგული სიმღერების აღდგენა გაცილებით რთული იქნებოდა". - განმარტა ბარეტმა.

  მას შემდეგ, რაც სიმღერები 80-90%-ით აღადგინეს, ბარეტმა კვლევაში შუა საუკუნეების მუსიკის ანსამბლის Sequentia ("სეკვენცია") ხელმძღვანელი ბენჯამინ ბაგბი ჩართო. ბარეტმა და ბაგბიმ ბარეთის თეორიული ნამუშევარი პრაქტიკულად დატესტეს და იმ დროის მუსიკალური ინსტრუმენტების ხმოვანების რეკონსტრუქცია მოახდინეს. ანსამბლი "სეკვენცია" ამ სიმღერების პირველი შემსრულებელი გახდა.