მნიშვნელოვანი სიახლეები
კოსმოსში წარმოქმნილი ვარსკვლავები საოცრად ჰგვანან ვან გოგის „ვარსკვლავებიან ღამეს“ (+ვიდეო)

კოსმოსში წარმოქმნილი ვარსკვლავები საოცრად ჰგვანან ვან გოგის „ვარსკვლავებიან ღამეს“ (+ვიდეო)

„ვარსკვლავებიანი ღამე“ ვინსენტ ვან გოგის ერთ–ერთი შედევრია,სავსე საღებავისა და კაშკაშა ფერების მორევით. თუმცა, არსებითად, იგი ორიონის ღრუბლებში, მტვრისა და გაზის ტურბულენტურ ტალღებში, ვარსკვლავების ფორმირებასა და ჩამოყალიბებას გამოსახავს. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მსგავსება გასაოცარია. „ზღვისფერი ლურჯი ელფერისა და ზღვის ტალღების ტექსტურის გამოსახვით, ეს გამოსახულება შეიძლება ჩვენთვის იწვევდეს სიზმრის ასოციაციას“, აცხადებენ მკვლევარები. კოსმოსის გამოსახულება აღებულია ESA–სპლანკის სატელიტის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციებიდან, რომელიც 2009-2013 წლებში კოსმიური გამოსხივების მიკროტალღოვანი ფონის შესწავლისას შეაგროვა. პლანკის სატელიტმა ასევე აღმოაჩინა აქტიური, არაფონური გამოსხივება ირმის ნახტომში. ჩვენს გალაქტიკაში გავრცელებულია გაზისა და მტვრის დიფუზიური ნარევი, რომელიც ზოგჯერ მკვრივდება და ქმნის გიგანტურ გაზის ღრუბლებს, სადაც შემდეგ წარმოიქმნება ვარსკვლავები. მტვერი აუცილებელი ინგრედიენტია ვარსკვლავთშორისი ღრუბლების წარმოქმნისათვის. იგი ასევე დიდი სიკაშკაშით ბრწყინავს გრძელი ტალღების სახით, რაც დააფიქსირა კიდეც პლანკმა.

გარდა ამისა, კოსმიური მტვრის ნაწილაკებს მოგრძო ფორმა აქვთ და როგორც წესი,მიდრეკილნი არიან სიგრძივ ღერძზე განლაგებისკენ, გალაქტიკის მაგნიტური ველის გაყოლებით. ეს განაპირობებს მათ ნაწილობრივ „პოლარიზებულობას“ – ის ვიბრირებს სასურველი მიმართულებით. რადგან „პლანკი“ აღჭურვილი იყო პოლარიზაციისადმი მგრძნობიარე დეტექტორებით, მან  შეძლო და მოიპოვა ინფორმაცია ირმის ნახტომის მაგნიტურ ველის მიმართულებაზე. აღნიშნული გამოსახულება მოიცავს საერთო ინტენსივობის მტვრის ამოფრქვევის ვიზუალიზაციის გამოსახულებას, აჩვენებს ფერად შკალას და მიუთითებს მაგნიტური ველის ორიენტაციას. 

undefined

1889 წელს 16-18 ივნისის პერიოდში ჰოლანდიელმა მხატვარმა ვან გოგმა შექმნა მისი ერთ–ერთი შედევრი, რომელიც  ფსიქიატრიული თავშესაფრის ვიწრო ფანჯრიდან მოჩანდა: ვარსკვლავებით მოჭედილი ღამის ცა. ამ შედევრზე დებატები დიდი ხანია გრძელდება, ბევრს მიაჩნდა მხატვრის სუსტი ფსიქიკური მდგომარეობის გამოხატულებად. მაგრამ როგორც ჩანს, მხატვარს გამოუსახავს კოსმოსის გალაქტიკები და სავარაუდოდ, შთაგონებული იყო იმ დროის კოსმოსის ჩანახატებით.

ეს აზრი საჯაროდ განაცხადა ამერიკელმა ხელოვანმა და ფოტოგრაფმა მაიკლ ბენსონმა თავის ახალ წიგნში „კოსმიგრაფია“. მისი სიტყვებით, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მორევის გალაქტიკა –

M51a - აღმოჩენილია მე19 საუკუნის შუახანებისათვის. ღამის ცის დათვალიერების მიზნით, ლორდ როსმა იმ დროისათვის დიდი ტელესკოპი ააგო, რომლის სარკის დიამეტრი 1,8 მეტრი იყო და ამგვარად მან შეძლო გალაქტიკის დანახვა და ჩანახატების გაკეთება.

undefinedundefined

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს ნახატი ჩაუვარდა ხელთ მხატვარს, რომელმაც შთააგონა „ვარსკვლავებიანი ღამის“ შექმნა“ – ამბობს ბენსონი. „სავარაუდოდ ან სამხრეთ საფრანგეთის ფსიქიატრიული თავშესაფრის ბიბლიოთეკაში ნახა, ან პარიზში წააწყდა“. მორევის ტიპის გამოსახულებები მოგვიანებით ვან გოგის ბევრ ნამუშევარში გამოჩნდა და ძნელია გადაჭრით თქმა, ისევ გალაქტიკის გავლენითაა თუ სხვა მიზეზით. მორევის გალაქტიკა ჩვენგან 23 მილიონი სინათლის წელიწადითაა დაშორებული და ირმის ნახტომის ზომისაა – დაახლოებით 60 000 სინათლის წელიწადის დიამეტრით.

საოცარია, რომ იგი პირველი გალაქტიკა აღმოჩნდა, რომელსაც სპირალური სტრუქტურა აქვს – თუმცა იმ დროის ასტრონომებს მიაჩნდა, რომ სხვა გალაქტიკები ბურუსს წარმოადგენდნენ და არა გალაქტიკებს. მაგრამ 1922 წელს ამერიკელმა ასტრონომმა ედვინ ჰუბლმა დაამტკიცა, რომ ჩვენი გალაქტიკა ერთ–ერთია იმ უამრავ გალაქტიკას შორის, რომელიც კოსმოსშია გაბნეული.

ლორდ როსის ჩანახატსა და ვან გოგის „ვარსკვლავებიან ღამეს“ შორის კავშირის ვარაუდი არც ისე ახალი თეორიაა. გასული წლის ივნისში, დოქტორ ომარ ნასიმმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ნიუტონის სახელობის სტიპენდიის გამარჯვებულმა წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები და დაკვირვევები ამ თემაზე ნაშრომის სახით.

undefined

„მორევის გალაქტიკა ვან გოგის „ვარსკვლავებიან ღამეში“ ნათლად გაირჩევა და როგორც ჩანსმხატვარი კამილ ფლამარიონის, პოპულარული ფრანგი მწერლის, შთაგონებით წერდა. სწორედ ფლამარიონმა მოახდინა როსის გამოსახულებების პოპულარიზაცია, ამბობს ნასიმი.

„ფლამარიონმა აღწერა ასტრონომიული საგნები და დაახასიათია მათი ცურაობა „როგორც ცის სიღრმეში დაკარგულები“, და ამ ნახატების „ცივ გრავიურაზე“ გაცოცხლების შემხედვარე შიშით იყო შეძრული. ვან გოგიც მსგავს გრძნობებს დაეყრდნო როცა ხატავდა „ვარსკვლავებიან ღამეს“. ის ხატავს ღამის ცას, თითქოს ახლახანს აღმოაჩინა ასტრონომიული ფენომენი თავისი შეუარაღებელი თვალით და ცდილობს მნახველსაც ასესხოს ეს „ტელესკოფიური თვალები“ მათ დასანახად.“