მნიშვნელოვანი სიახლეები
ლონდონის გალერეის დამთვალიერებელმა გეინსბოროს ნახატი დაკაწრა

ლონდონის გალერეის დამთვალიერებელმა გეინსბოროს ნახატი დაკაწრა

ლონდონის პოლიციამ ბრალდება წაუყენა მამაკაცს, რომელმაც ეროვნულ გალერეაში თომას გეინსბოროს ნახატი დააზიანა.

მუზეუმის თანამშრომლებმა და სხვა დამთვალიერებლებმა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ბასრი საგნით „დილის გასეირნება“ დაკაწრა.

 მუზეუმის წარმომადგენლის განცხადებით ტილო მთელი დარჩა, მაგრამ საღებავის ფენა დაზიანდა.

დედაქალაქის პოლიციამ 63 წლის კიტ გრეგორის ქონების განზრახ დაზიანების ბრალდება წაუყენა..

ინციდენტი ადგილობრივი დროით 14:15-ზე მუზეუმის აღმოსავლეთ ფრთაზე ნომერ 34 დარბაზში  მოხდა.

ამის გამო მუზეუმის ეს ნაწილი ორი საათით დაიკეტა, ხოლო ტილო, რომლის ოფიციალური სახელია „ბატონი და ქალბატონი უილიამ ჰალლეტები“ ექსპოზიციიდან მოხსნეს.