მნიშვნელოვანი სიახლეები
ლონდონში კლოდ მონეს უცნობი ნახატი გამოჩნდა

ლონდონში კლოდ მონეს უცნობი ნახატი გამოჩნდა

ჯონათან გრინმა, ლონდონის რიჩარდ გრინის გალერეის დირექტორმა, კლოდ მონეს მანამდე უცნობი ნახატი აღმოაჩინა. მასზე გამოსახულია ნორმანდიის ჰავრში ნავმისადგომი და შუქურა. სწორედ ჰავრში გაიზარდა იმპრესიონისტი.

პასტელი, ჯონათან გრინის მიერ 2014 წელს პარიზის აუქციონზე ნაყიდი ორი ნახატიდან ერთ–ერთზე უკანა მხრიდან იყო მიმაგრებული. უკვე მოგვიანებით არტ–დილერმა აღმოაჩინა, რომ ორის მაგივრად მას სამი იშვიათი ნახატი შეხვდა. ნახატებს მნახველებს ხელოვნების ნიმუშების ბაზრობაზე Masterpiece 2015–ზე წარუდგენენ. ისინი ყველა ერთად იქნება გამოტანილი გასაყიდათ, ფასი 1,4 მილიონი დოლარი.

„მე დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, – უყვება გრინი The Guardian–ს. – კლოდ მონეს პასტელები ძალიან იშვიათია. ამ ნამუშევარში მონეს დამახასიათებელი შტრიხები მოჩანს. შეხედეთ რა გატაცებით თამაშობს სინათლესთან“.

ექსპერტების დასკვნით, ნაპოვნი სურათის წარმოშობა ეჭვს არ იწვევს. ყველა სიმივე ტილო, თარიღდება 1868 წლით და ისინი კლოდ მონეს დილერის შვილიშვილის ანნა–მარია დიურან–რუელის საქორწინო საჩუქარი იყო. ნახატები დიდი ხანი ინახებოდა მის ოჯახში და პირველად მნახველებს პარიზის აუქციონზე წარუდგინეს, სადაც ისინი ჯონათან გრინმა იყიდა.