მნიშვნელოვანი სიახლეები
მაფიის მოპარული ნახატი აღდგენილია: 50 წლის წინ წაღებული კავარაჯოს დაკარგული შედევრი აღადგინეს

მაფიის მოპარული ნახატი აღდგენილია: 50 წლის წინ წაღებული კავარაჯოს დაკარგული შედევრი აღადგინეს

მე-17 საუკუნის იტალიელი ხელოვანის მიქელანჯელო კარავაჯოს 50 წლის წინ სიცილიიდან მოპარული ნახატი აღადგინეს უახლესი სკანირების ტექნოლოგიების დახმარებით.

1609 წელს დახატული შობა წმ. ფრანცისთან და წმ. ლოვრენსთან ერთად ამოჭრეს ჩარჩოდან პალერმოს ორატორიო დი სან ლორენზოში 1969 წელს. ქურდობა სავარაუდოდ მაფიის მიერ იყო ორგანიზებული.

მართალია მას მერე ნახატი არავის უნახავს, მაგრამ მეცნიერებმა  და ხელოვნებათმცოდნეებმა შეძლეს ნახატის ბოლო ფოტოასლის მეშვეობით შეექმნათ მისი ზუსტი ასლი.

მადრიდში დაარსებულმა აღმდგენმა სტუდიამ Factum Arte-მ გამოიყენა განვითარებული სკანირების ტექნოლოგია, რათა შეექმნა ხელოვანის დამახასიათებელი სტილის და ფუნჯის მოსმის რეპლიკა.

სტუდიას ადრეც შეუქმნია კარავაჯოს ნახატები, მაგრამ ეს პროექტი უფრო რთული იყო, რადგან არ იყო ორიგინალი, რომლის მიხედვითაც შექმნიდნენ.

ფოტო, რომელიც გამოიყენეს იყო 1968 წელს ფოტოგრაფ ენზო ბრაის გადაღებული ფერადი სურათი.

undefinedundefinedundefined

ფოტო გაადიდეს, მაგრამ თავიდან მაინც ვერ შეძლეს იტალიელი ხელოვანის შედევრის აღდგენა.

იმისთვის, რომ მასში სიცოცხლე ჩაედოთ პროექტის მონაწილე ადამ ლოუვმა, კარავაჯოს სხვა აღდგენილ სურათებს დააკვირდა, რომლებიც 2009 წელს შექმნეს სტუდიაში.

ამ გზით Factum Arte-მ შეძლო შეექმნა ზოგიერთიმთავარი ელემენტი კარავაჯოს ტექნიკაში, როგორიცაა თუ როგორაა განლაგებული ფერები, ჩრდილის შექმნის მეთოდი და ნახატის სისქელე.

გამოსახულება სქლად დაბეჭდეს რამოდენიმე ფენად ტილოზე, რომელიც მანამდე დაფარული იყო ცარცის და წებოს ფენებით, როგორც ამას მხატვრები აკეთებდნენ მე-17 საუკუნეში.

ბატონი ლოუვმა ცადა მიემსგავსებინა კავარაჯოს ტექნიკისთვის ფუნჯის გამოყენებით.

undefinedundefined

შობის ეს ახალი ვერსია დაიდება იქ, სადაც ადრე ორიგინალი იმყოფებოდა, ტაძრის საკურთხეველზე ოფიციალური ცერემონიისას.

კარავაჯოს ნახატის ქურდების ვინაობა იტალიის ხელოვნებასთან დაკავშირებული კრიმინალის ერთ-ერთ უდიდეს გამოცანად რჩებიან. დღემდე არ არსებობს ვარაუდი თუ სად შეიძლება იყოს ორიგინალის დღევანდელი ადგილმდებარეობა.

ამ კრიმინალურ ქმედებაში სიცილიის მაფია მრავალჯერ იყო დაკავშირებული. ქურდობისას დაკავებულ წევრის მიხედვით ნახატი მოპარვის დროს განადგურდა.

სხვების აზრით შობის ნახატი გადამალული იყო ფერმაში, სადაც თაგვებმა და ღორებმა შეჭამეს, ან დაზიანდა დამარხვის დროს.

ეხლა ახალი ტექნოლოგიების დახმარებით პალერმოს მოქალაქეები ამ შედევრის მსგავს ასლს ნახავენ.