მნიშვნელოვანი სიახლეები
მაღალი ურთიერთობები

მაღალი ურთიერთობები

სალვადორ დალი მთელი ცხოვრება ინტერესიანი მოსწავლის როლში იყო. გაიგო ფსიქოანალიზის შესახებ და მრავალი წელი გამოსახავდა მას ნახატებზე. შემდეგ მან ატომების შესახებ შეიტყო...

როცა 1945 წლის აგვისტოში ორმა ატომურმა ბომბმა გაანადგურა ჰიროსიმა და ნაგასაკი, მსხვერპლის რაოდენობამ და ნგრევის მასშტაბმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო, მაგრამ არა სალვადორ დალი. მას იმდენად კაცობრიობის ბედი არ აინტერესებდა რამდენადაც თავად აფეთქების პროცესი. "მას შემდეგ, - წერდა მხატვარი, - ატომი ჩემი გონების საყვარელი საკვები გახდა". დალიმ მოულოდნელად გაიგო, რომ ატომები, რომლისგანაც სამყაროში ყველაფერი შედგება, შექმნილია ელემენტარული ნაწილაკებისგან, რომლებიც ერთმანეთს არ ეხებიან. მხატვრისათვის, რომელიც ასევე შეხებას ვერ იტანდა, ეს სიმბოლური აღმოჩნდა. მისი შეგრძნებები ემთხვეოდა იმ პრინციპს, რომლითაც სამყარო იყო მოწყობილი. ამან დალის "ატომური ქალი" შთააგონა.

 ამ ალტერნატიული კოსმოსის  ცენტრი, ავტორი და მისი მეუღლე, გალა გახდა, რაც გასაკვირი სულაც არ იყო. ტილოზე სამყაროს ყველა ობიექტი იგივე პრინციპს ემყარებიან.  "ატომური ლედა" - ჩვენი დროის საკვანძო ნახატია, - ამტკიცებდა მხატვარი. - ყველაფერი ჰაერშია გამოკიდებული, არაფერი არ ეხება ერთმანეთს".

 undefined

1 ლედა.  სპარტის მითოლოგიური დედოფლის როლში, რომელიც გედად მოვლენილმა ზევსმა შეაცდინა, - გალაა. ლედამ ზევსისგან ელენე და პოლიდევკი გააჩინა, ხოლო მოკვდავი ქმრის ტინდარესგან - კლიტემნესტრა და კასტორი. დალის თავისი თავი პოლიდევკად წარმოუდგენია, ხოლო გალა, რომლის ნამდვილი სახელიც ელენეა - მითოლოგიურ სეხნიად, რომლის გულისთვისაც ტროას ომი დაიწყო. ამგვარად გალა ერთდროულად მხატვრის დაცაა და დედაც. მხატვარს მასზე ათი წლით უფროსი მეუღლე გარდაცვლილ დედად ესახებოდა, რომელიც მხატვარს ძლიერ უყვარდა. ამ წყვილს შვილები არ ჰყოლიათ.   

undefined 

2 გედი. ფრინველის სახით გამოსახული ზევსი დალის კიდევ ერთი იპოსტასი იყო. "ატომურ ლედაში" მხატვარი გალასთან კავშირში მასაც,  თავის თავსაც და მითოლოგიურ ნახევარღმერთებსაც  გამოსახავდა. ის რომ ნახატზე გედი ლედა-გალას არ ეხება, დალის სიტყვებით "ლიბიდოს ამაღლებულ განცდას" ნიშნავს. ნახატზე ერთადერთი გედია, რომელსაც ჩრდილი არა აქვს: ეს მის არამიწიერ, ღვთაებრივ წარმომავლობაზე მიუთითებს.

 undefined

3 ნაჭუჭი. კვერცხი - სიცოცხლის უძველესი სიმბოლოა. მითის მიხედვით ლედას შვილები ამ ქვეყანას კვერცხისგან მოევლინენ. მოკვდავ ტყუპისცალ კასტორს დალი თავის უფროს ძმასთან, სალვადორთან (მასაც იგივე სახელი ერქვა) აიგივებს, რომელიც მხატვრის დაბადებამდე გარდაიცვალა. "მე მინდა დავუმტკიცო საკუთარ თავს, რომ მე გარდაცვლილი ძმა არ ვარ, მე ცოცხალი ვარ", - ამბობდა დალი.

 undefined

4 კვარცხლბეკი. დალი გალას "ჩემი მეტაფიზიკის ქალღმერთს" ეძახდა და მას თაყვანისცემის ობიექტად გამოსახავდა: ანტიკური ღვთაების შესაფერისი კვარცხლბეკის თავზე მოლივლივეს.

 undefined

5 სამკუთხედი. იგი ისევე, როგორც ჩრდილის სახით წარმოდგენილი სახაზავი, კალატოზის და მეცნიერის იარაღია, შუა საუკუნეებში ერთ-ერთი თავისუფალი ხელოვნების - გეომეტრიის - ატრიბუტი. აქ სამკუთხედი და სახაზავი ნახატის კომპოზიციის საფუძვლის მათემატიკურ გაანგარიშებაზე მიანიშნებს. "ატომური ლედას" ესკიზებზე ჩანს, რომ ქალი და გედი პენტაფრამაშია ჩახაზული, რომლის ხაზების ფარდობა ოქროს კვეთის პროპორციებს ემთხვევა.  დალის გამოთვლებში ნაცნობი მათემატიკოსი - რუმინელი თავადი მატილა გიკა ეხმარებოდა.

 undefined

6 წიგნი. სავარაუდოთ ეს ბიბლია უნდა იყოს, რომელიც მომხდარის ღვთიურ ბუნებაზე მიუთითებს. 1940-იანი წლების ბოლოს ფიზიკით გატაცებასთან ერთად, ყოფილი მებრძოლი ათეისტი დალი, კათოლიკური ეკლესიის წიაღს დაუბრუნდა და მალე თავი "ბირთვულ მისტიკოსად" გამოაცხადა.

 undefined

7 ზღვა. დალიმ 1948 წლის გამოფენაზე ნახატის ესკიზი ასე ახსნა: " ზღვა პირველად გამოისახა ისე, რომ მიწას არ ეხება. თითქოს ზღვასა და ნაპირს შორის ხელის შეყოფა შეიძლება ისე, რომ არ დაისველოთ. ასე გამოიყურება წარმოსახვის სიბრტყეში მითი ადამიანის გაჩენის შექმნაზე, როცა "ღვთიური და ცხოველური" ერთმანეთს შეურთდა" და პირიქით".

undefined 

8 კლდეები. უკანა პლანზე - კატალონიის ნაპირის პეიზაჟია: ნორფეის კონცხი, როსესსა და კადაკესს შორის. ამ ადგილებში დალი დაიბადა და გაიზარდა. იგი მათ მთელი ცხოვრება ხატავდა. აშშ-ში მხატვარი დანაღვლიანებული იყო და  კატალონიაში დაბრუნებით მხოლოდ 1949 წელს გაბედნიერდა.

undefined 

9 ქორწინების ბეჭედი. გალასთან კავშირს მხატვარი თავის ცხოვრებაში უდიდეს გამართლებას უწოდებდა. იგი მისი შთაგონების მთავარი წყარო იყო. ნახატებსაც ხშირად საკუთარს კი არა მეუღლის სახელს აწერდა.