მნიშვნელოვანი სიახლეები
მაიას ცივილიზაციის სილამაზის ენა (+ვიდეო)

მაიას ცივილიზაციის სილამაზის ენა (+ვიდეო)

ახალი გამოფენა ბერლინის Martin-Gropius-Bau – მაიას ტომის ინდიელების დეკორატიულ–გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები – სამხრეთ ამერიკულ კონტინენტზე ესპანეთამდელი პერიოდი.

კურატორებმა მაიას კულტურის მიღწევების ყველაზე დიდი ექსპოზიცია მოაწყვეს. მათ ამ მოვლენას კამერული ელფერი შესძინეს და გააკეთეს იმგვარად, რომ მხატვრული გამოსახვის სიღრმე და მოცულობა არ დაერღვიათ და არ შეემცირებინათ.

Martin-Gropius-Bau–ს მუზეუმის  დირექტორი გერეონ ზივერნიჩი: „ ჩვენ გამოფენას „მაია. სილამაზის ენა“ დავარქვით და ამ შემთხვევაში სილამაზის უფრო მეტაფიზიკური აღქმა იგულისხმება, რომლითაც საზრდოობდნენ ხელოსნები, რომლებიც ამ ნივთებს ქმნიდნენ და ახლა ჩვენ საგანძურად მივიჩნევთ. მათი ასაკი ზოგჯერ ქრისტიანული ცივილიზაციის ასაკს აჭარბებს“.

 მაგრამ მაშინ ტანსაცმელი უკვე იყო სტატუსის განმსაზღვრელი, ისევე როგორც სამშვენისები. მაიას ცივილიზაცია რთულად იყო მოწყობილი, მრავალფენოვანი იყო. სოციუმი ასწლეულების მანძილზე კანონების და ტრადიციების  მიხედვით ცხოვრობდა.

 კურატორი კარინა რომერო ბლანკო: „საუბარია ხელოსნების მიერ გამოყენებული მასალის და მისი დამუშავების  მრავალფეროვნებაზე. ეს ფენომენი მართლაცდა უნიკალურია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ ბევრი ექსპონატის შექმნის თარიღს. უნდა აღინიშნოს ხელოსნის ფანტაზიის  გამოხატვის მრავალფეროვნება. ჩვენ ამ ფაქტორებს მაიას ცივილიზაციის განმსაზღვრელად მივიჩნევთ.

 გამოფენა მექსიკის არქეოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მხარდაჭერით გაიმართა. გამოფენამ უკვე მოასწრო ჩინეთში ყოფნა. ბერლინში ექსპოზიცია აგვისტოს დასაწყისამდე იქნება.