მნიშვნელოვანი სიახლეები
მალერის სიმფონიის ხელნაწერი ლონდონში რეკორდულ თანხად გაიყიდა

მალერის სიმფონიის ხელნაწერი ლონდონში რეკორდულ თანხად გაიყიდა

გუსტავ მალერის სიმფონიის „კვირის“ საავტორო პარტიტურა აუქციონის სახლ Sotheby's ვაჭრობაზე მუსიკალური ხელნაწერისათვის რეკორდულ თანხად - 5,6 მილიონ დოლარად გაიყიდა.

 232 გვერდიანი პარტიტურა „სიმფონია #2“ („კვირა“), რომელიც ლურჯი ფანქრით აღნიშვნებს და ჩასწორებებს შეიცავს, ყველაზე მნიშვნელოვანი სანოტო ჩანაწერი გახდა, რომელიც კი 35 წლის მანძილზე გასაყიდად გაუტანიათ.

„ნაშრომმა შეინარჩუნა ის სახე, რომელიც მას მალერმა მისცა. იგი ასახავს  კომპოზიტორის მუშაობის მთელ პროცესს“, - ნათქვამია Sotheby's განცხადებაში.

აუქციონის სახლი ასევე აცხადებს, რომ მანამდე მალერის სრული პარტიტურა გასაყიდად არასდროს გამოუტანიათ და საეჭვოა ეს კიდევ როდისმე მოხდეს.

 ხელნაწერი ამერიკელ ბიზნესმენს გილბერტ კაპლანს ეკუთვნოდა, რომელიც ამა წლის იანვარში 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. გილბერტ კაპლანი 1960-იანი წლებში გუსტავ მალერის მუსიკამ გაიტაცა. ავსტრიელი კომპოზიტორის ყველა ნამუშევარში იგი განსაკუთრებით „სიმფონია კვირას“ გამოჰყოფდა.

 1984 წელს მან მისი საავტორო ხელნაწერი შეიძინა, რომელიც 1986 წელს ფაქსიმილეს სახით გამოაქვეყნა. შემდგომში მან დირიჟორობაც კი შეისწავლა, რათა მეორე სიმფონია შეესრულებინა.

 ნაწარმოების პრემიერა, რომელზეც მალერი ექვსი წელი მუშაობდა 1895 წლის 13 დეკემბერს ბერლინში შედგა. კონცერტზე თავად კომპოზიტორი დირიჟორობდა.

 უკანასკნელ ათწლეულში აუქციონით გაყიდულ დიდი მუსიკოსების ხელნაწერებიდან მალერის ხელნაწერს მხოლოდ მოცარტის ცხრა სიმფონიის პარტიტურა შეიძლება შეედაროს. ისინი Sotheby's  ვაჭრობაზე 1987 წელს 3,1 მილიონ დოლარად გაიყიდა. ასევე შეიძლება დავასახელოთ შუმანის მეორე სიმფონია, რომელიც 1994 წელს 1,5 მილიონ დოლარად გაყიდეს.

 სავაჭროდ გამოტანილ კიდევ ერთ ხელნაწერზე კამათია გაჩაღებული. Sotheby's წარმომადგენელი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ „ალეგრეტო ფორტეპიანოსათვის სი მინორის“  ხელნაწერი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ხელს ეკუთვნის, მაგრამ მთელი რიგი ექსპერტების აზრით , რომლებმაც დოკუმენტი შეისწავლეს, იგი ასლს წარმოადგენს.