მნიშვნელოვანი სიახლეები
მართლა იყო თუ არა შექსპირი თავისი პიესების ავტორი?

მართლა იყო თუ არა შექსპირი თავისი პიესების ავტორი?

 

მკვლევართა უმეტესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ უილიამ შექსპირი დაიბადა სტრათფორდ–აფონ–ავონში. ის მსახიობობას ეწეოდა ლონდონში მანამ, სანამ ისევ დაბრუნდებოდა სტრათფორდში, სადაც ცხოვრობდა გარდაცვალებამდე, 1616 წლამდე. თუმცა, სინამდვილეში დოკუმენტები მისი ცხოვრების შესახებ საცოდავად ღარიბია: მხოლოდ რამოდენიმე ხელმოწერა, აღრიცხვა მისი ქორწინების შესახებ ანა ჰათვეისთან და მათი შვილების დაბადება, სამ გვერდიანი ანდერძი და რამოდენიმე საქმიანი წერილი, რომელიც არ ეხება მის მწერლობას. ამას გარდა, ვერ იპოვეს რაიმე დოკუმენტები, სადაც საუბარი იქნებოდა მის 37 პიესასა და 154 სონეტზე, რომელიც მას მიეწერება. ისინი ერთად მიიჩნევა ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში უდიდეს ნამუშევრებად. მათი ავტორობის პირდაპირი „დამამტკიცებელი“ საბუთის არარსებობის გამო, ზოგი სკეპტიკოსი სვამს კითხვას: როგორ შეძლო ასეთი დაბალი წარმოშობის და განათლების კაცმა გამხდარიყო მოკლე ხანში მდიდარი, განათლებული რთულ ლეგალურ და პოლიტიკურ საკითხებში და ჰქონოდა ასეთი დეტალური ცოდნა ინგლისური სამეფო ცხოვრების შესახებ?

მე–19 საუკუნიდან მოყოლებული ცნობილი ადამიანების ჯგუფი – ჰენრი ჯეიმსი, ზიგმუნდ ფროიდი, მარკ ტვენი, ჰელენ კელერი, ჩარლი ჩაპლინი და სხვა მრავალი – მართავდა კამათს სტრათფორდელ კაცთან დაკავშირებით. მრავალი წიგნი და სტატია მიეძღვნა ამ საკითხს, მრავალჯერ იქნა წამოყენებული სავარაუდო კანდიდატები თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო შექსპირის ნაწარმოებების ავტორი. ესეისტ ფრანცის ბეკონს და დრამატურგ ქრისტოფერ მარლოს ჰყავდნენ თავიანთი მხარდაჭერები, მაგრამ ბოლო 90 წელია ფავორიტ კანდიდატთა შორის არის ოქსფორდის მე–17 გრაფი ედვარდ დე ვერე. სავარაუდო კანდიდატად ის პირველად წამოაყენეს 1920 წელს ჯ.თ. ლუნეის წიგნში „შექსპირი გამჟღავნებული“, ოქსფორდი იყო ძალიან განათლებული, გაწაფული იურისტი და მას უმოგზაურია იმ ბევრ მხარეში, რომელიც აღწერილია შექსპირის პიესებში. ოქსფორდელებს – ანუ ისინი ვისაც მიაჩნიათ დე ვერე შექსპირის ნაწარმოებების ნამდვილ ავტორად – თვლიან, რომ მან დამალა თავისი ვინაობა, რადგან მისი ნამუშევრები პოლიტიკურად პროვოკაციული იყო.

თუმცა, მყარი არგუმენტების გარეშე მისი პიესების სხვა პიროვნებებთან დაკავშირება ძნელია ერთი მარტივი მიზეზის გამო. ოქსფორდი 1604 წელს გარდაიცვალა და შექსპირის რამოდენიმე უდიდესი პიესა (რომელთა შორისაა „მეფე ლირი“, „ქარიშხალი“ და „მაკბეტი“) გამოქვეყდნენ მისი სიკვდილის შემდგომ. შექსპირის მხარდაჭერები – ანუ სტრათფორდელები – მიანიშნებენ, რომ შექსპირი მუდამ ითვლებოდა ან ნამუშევრების ავტორად. მაგალითად მოყავთ პიესების და სონეტების გამოქვეყნებული ასლები შექსპირის სახელით, თეატრის ჩანაწერებს და მისი თანამედროვეების კომენტარები, როგორებიც იყვნენ ბენ ჯონსონი და ჯონ ვებსტერი. ეჭვები შექსპირის ავტორობაზე და მცდელობა უფრო განათლებული და დიდებული წარმოშობის მწერლის პოვნა, სტრათფორდელთა აზრით მიუთითებს მხოლოდ უპატივცემულობას შექსპირის ნამუშევრების ავტორის ყველაზე დიდ განსაკუთრებულობისადმი – მისი წარმოსახვის უნარზე.