მნიშვნელოვანი სიახლეები
მე ვხატავ პლასტელინით

მე ვხატავ პლასტელინით

როგორც ხშირად ხდება, პლასტელინი აღმოჩნდა შექმნილი ვითარებიდან ყველაზე კარგი გამოსავალი: დამწყებ მხატვარს ჰენრი ჰადსობს საღებავების ფული არ ჰქონდა დაამიტომ მიმართა ისეთ მასალას, რომელსაც ყველაზე პატარა ბავშვებიც კი იყენებენ და ფასითაც იაფია.

სხვათა შორის თავის დროზე პლასტელინი მხატვარმა გამოიგონა, მას სჭირდებოდა მასალა, რომელიც დროთა განმავლობაში არ ხმებოდა.

 ჰენრი ჰადსონი: „მე მომწონს თავად იდეა, რაღაც იაფისა და უბრალოს გამოყენებისა და მისთვის ყველა იმ რეგალიის მინიჭებისა, რომლითაც სარგებლობენ დიდი მეტრების მიერ გამოყენებული მასალები“.

 პლასტელინის ერთადერთი ნაკლია ის, რომ მისი მეშვეობით ხატვას დიდი დრო სჭირდება, ვიდრე თანამედროვე საღებავებით, რომლებიც ადვილად ესმება ზედაპირზე.

„ფერებშიც შეზღუდული ვარ“, - აგრძელებს ჰენრი ჰადსონი, - „სულ 10 ფერია, და საჭირო შეფერილობის მისაღებად მათი დიდხანს შერევაა საჭირო. იმისათვის, რომ მივიღო საღებავი სხეულის სახატავად, წითელის და ყვითელის დიდხანს შერევა მიწევს, ამაზე ბევრი დრო იხარჯება“.

ჰენრი ჰადსონის ნამუშევრების გამოფენა S|2 Gallery-ში მაისის ბოლომდე გასტანს.