მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერება რესტავრატორებს პიკასოს ნახატის პოვნაში დაეხმარა

მეცნიერება რესტავრატორებს პიკასოს ნახატის პოვნაში დაეხმარა

ჩიკაგოს ფილიპსის მუზეუმის თანამშრომელი პატრისია ფავერო (Patricia Favero) ბალტიმორში გამართულ ამერიკის ვაკუუმური საზოგადოების (AVS International Symposium and Exhibition in Baltimore) ერთ–ერთ სექციაზე მოხსენებით გამოვიდა და მოყვა პიკასოს ნახატის სინქრონული დასხივების შესახებ და მგვარად გაკეთებულ აღმოჩენაზე.

როგორც დასხივებით გაირკვა, პიკასომ ეს ნახატი უშუალოდ სხვა ნახატზე დახატა ისე, რომ ახალი გრუნტი არც კი გაუკეთებია. ნახატზე გამოსახულია ქალი რომელიც იბანს, მის ქვეშ კი მეორე სურათია, რომელზეც ვიღაც მამაკაცია გამოსახული.

კონფერენციაზე გაკეთდა მოხსენებები ახალ მეთოდებზე, რომლებიც გამოიყენება რესტავრაციის და ხელოვნების ნიმუშების შესწავლის დროს. კერძოდ კი სინქროტრონული და ულტრაიისფერი დასხივება, რენტგენის სხივები და სხვა.

ამას გარდა ბევრი ისაუბრეს იმ  საშიშროებაზე, რომელიც ემუქრებათ ხელოვნების ნიმუშებს, შექმნილებსXIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში, მათი შექმნისას გამოყენებული საღებავების გამო. ასე მაგლიათად ყვითელი საღებავი, რომლის შესაქმნელად მაგნიუმის სულფიდი გამოიყენებოდა, დღეისათვის სწრაფად იშლება. ეს სწრაფად უცვლის ფერებს მატისის ზოგიერთ ნახატს. ასევე გვაძლევს უფლებას ვიწინასწარმეტყველოდ, რომ თუ რესტავრატორები ძალიან სწარფად არ აღმოაჩენენ საღებავის დაშლის პროცესის შეჩერების ხერხს, მუნკის ნახატი „ყვირილი“, რომელშიც ძალიან ბევრი ყვითელია, ორმოცდაათი წლის მერე საერთოდ გაქრება.

 ამერიკის ვაკუუმური საზოგადოების კონფერეცია, მხოლოდ რესტავრაციის პრობლემებისადმი არ იყო მიძღვნილი. აქ იყო გაკეთებული რამდენიმე ასეული მოხსენება, რომლებიც სხვადასხვა ფიზიკურ და ქიმიურ პრობლემებს მიეძღვნა. ძირითადათ კი მასალების და იმ მოწყობილობებს, რომლებიც გამოიყენება ახალ ტექნოლოგიებში და აქვთ პრაქტიკული დანიშნულება. ცალკე სესია მიეძღვნა ბიოტექნოლოგიებს, ელექტრონულ, მაგნიტურ და ფოტონურ მოწყობილობებს და ნანოტექნოლოგიებს.