მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერებმა კინოკლასიკის წამოშობის მიზეზებს მიაკვლიეს

მეცნიერებმა კინოკლასიკის წამოშობის მიზეზებს მიაკვლიეს

მეცნიერებმა ამერიკელი კინემატოგრაფისტების კინოფილმების ბაზიდან  15425 ნამუშევარს ანალიზი ჩაუტარეს. მიზანს იმის გარკვევა წარმოადგენდა, აშშ–ს კონგრესის ბიბლიოთეკის ეროვნულ რეესტრში მოხვდებოდა თუ არა ესა თუ ის ფილმი. სადღეისოთ რეესტრი 625 ფილმს მოითვლის, რომლებიც აშშ–ს კინოფილმების დაცვის ნაციონალური კომიტეტის სპეციალისტებმა კულტუროლოგიური, ისტორიული და ესთეტიკური მნიშვნელობის მიხედვით შეარჩიეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიზანი იყო იმ კრიტერიუმების შერჩევა, რომლის მიხედვითაც ნაწარმოების კინემატოგრაფიული ღირებულებების დადგენა იქნებოდა შესაძლებელი. ამის შესახებ The Independent  მოგვითხრობს.

ხელოვნებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, მათემატიკოსებიდან ინჟინრების ჩათვლით, სხვადასხვა ფაქტორებს განიხილავდნენ. მათ შორის ისეთებს, როგორიცაა საკასო შემოსავლები ან და კრიტიკოსთა შეფასებები. როგორც შედეგებმა აჩვენა, დიდ შემოსავლიანობა სრულებითაც არაა საკმარისი პირობა ფილმის ნაციონალურ რეესტრში მოსახვედრად და პირიქით, ის, რომ ფილმმა ნაკლები შემოსავალი მოიტანა, არ ნიშნავს იმას, რომ ფილმს მხატვრული ღირებულება არ გააჩნია. მაგალითად, ლეო მაკკერის 1933 წელს გადაღებული ფილმი „იხვის სუფი“, ერთ–ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება ძმები მარქსების მონაწილეობით. არა და მას კომერციული წარმატება სულაც არ ჰქონია.

ასევე არა აქვს მნიშვნელობა კრიტიკოსთა შეფასებებს და იმას, თუ რამდენი „ოსკარი“ მიიღო ფილლმა. ეს უკანასკნელი ძირითადათ განსაზღვრავს ფილმის პოპულარობას მისი გამოსვლის მომენტში ან და კინო რეკლამაზე დახარჯული ფულის რაოდენობას. კრიტიკოსტთა აზრი კი სუბიექტურია და მხოლოდ მათ პირად აზრს გამოხატავს.

კვლევის პროცესში მეცნიერები ყურადღებას აქცევდნენ მხოლოდ იმ გამონათქვამებს, რომელიც ფილმის გამოსვლიდან სულ ცოტა 25 წლის შემდეგ პერიოდს შეეხებოდა.  ყველაზე დიდხანს ტრიალებდა ისეთი ფილმების სახელები, როგორიცაა „ოზის ქვეყნის ჯადოქარი“, „ვარსკვლავური ომები“, „ფსიქო“, „კასაბლანკა“ და „ქარწაღებულნი“.

undefined

მოკლედ გაირკვა, რომ ყველაზე ძირითადი კრიტერიუმი ფილმის შეფასებისა არის მისი ხსენება სხვა უფრო გვიან გამოშვებულ ფილმებში. რაც უფრო ხშირად იყენებენ ფილმებში რაიმე ფრაზას, ან კინოსახეს ან საერთო პათოსს სხვა რეჟისორები და რაც უფრო მეტია ფილმების ეკრანზე გამოსვლის დროითი განსხვავება, მით მეტი შანსია, რომ ეს ფილმი ჩაითვალოს დიდ ნაწარმოებად.

undefined

 „რეჟისორები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ძველ და პოპულარულ ფილმებს. თუკი მაყურებელს აჩვენებ „ფსიქოს“ ფრაგმენტს, მაგალითად სცენას საშხაპეში, ეს საკმარისია იმისათვის, რომ მაყურებელმა მთელი ფილმი გაიხსენოს, – განაცხადა პროფესორმა ილინოისის ჩრდილო დასავლეთ უნივერსიტეტიდან ლუის ამარალმა (Luis Amaral).  – ჩვენ მიგვაჩნია, რომ საბოლოო ჯამში თავად კინოს შემქმნელები წყვეტენ, თუ რომელი ფილმია საუკეთესო და არა კრიტიკოსები... ჩვენი მეთოდი იმდენად ობიექტურია, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო“.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ასეთ პრინციპზე აგებული მიდგომა ხელოვნების და სამეცნიერო შემოქმედების სხვა სფეროებშიც გამოდგება, ლიტერატურიდან ფიზიკით დამთავრებული.