მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერებმა მხატვარ ბენქსის ვინაობა დაადგინეს

მეცნიერებმა მხატვარ ბენქსის ვინაობა დაადგინეს

იმ ადამიანის პიროვნების დადგენა, რომელიც მრავალი წელი ბენქსის ფსევდონიმით  იმალებოდა, ლონდონის დედოფალ მარიას უნივერსიტეტის და ტექსასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეძლეს. მეცნიერების აზრით ცნობილი გრაფიტი, რომელსაც ინგლისელ სთრით–არტის ანდერგრაუნდელ მხატვარს მიაწერენ,  ბრისტოლის საზოგადოებრივი სკოლის კურსდამთავრებულს რობინ კანინგჰემს ეკუთვნის.

undefinedundefined

თავის გამოკვლევაში სპეციალისტებმა გამოიყენეს გეოგრაფიული პროფილირების ტექნიკა, რომელსაც სერიული დამნაშავეების დასაჭერად იყენებენ. მოცემულმა ტექნიკამ მეცნიერებს საშუალება მისცათ შეედარებინათ ის ადგილები, სადაც ყველაზე ხშირად ჩნდება მხატვრის გრაფიტი და კანინგჰემთან დაკავშირებული მისამართები. ეჭვი იმის თაობაზე, რომ სწორედ ეს ადამიანი გამოდის ბენქსის ფსევდონიმით,  ჯერ კიდევ 2008 წელს პრესაში დაბეჭდილი ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ გაჩნდა.

undefinedundefinedundefinedundefined

მეცნიერებმა გააანალიზეს ლონდონსა და ბრისტოლში მხატვრის 140 ნამუშევრის ადგილსამყოფელი და აღმოაჩინეს,  რომ ყველაზე მეტი გრაფიტი იმ პაბის მახლობლადაა, რომელიც ოთხ მისამართზე მდებარეობს – ერთი ლონდონში და სამი ბრისტოლში. სწორედ ამ პაბებში ხედავდნენ ყველაზე ხშირად კანინგჰემს. თუმცა ეს დასკვნა მართებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში,  თუკი 2008 წელს გაკეთებული გამოძიება სწორია.

თავად მეცნიერთათვის  მთავარი იყო გეოგრაფიული პროფილირების ტექნოლოგიის დიდი შესაძლებლობების დემონსტრირება, რომელსაც რთული სტატისტიკური ანალიზი სჭირდება.

ბენქსი – მსოფლიოში ყველაზე უფრო პოპულარული ქუჩის მხატვარი, პოლიტიკური აქტივისტი და რეჟისორია. ბენქსის ზოგიერთი ნამუშევარი მილიონი დოლარი და უფრო მეტიც ღირს.

undefinedundefinedundefined

undefinedundefined