მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერებმა ვან გოგის ნახატებზე ხასხასა ფერების გადარჩენის მეთოდს მიაგნეს

მეცნიერებმა ვან გოგის ნახატებზე ხასხასა ფერების გადარჩენის მეთოდს მიაგნეს

ჟურნალ Analytical Chemistry –ში ამერიკის ქიმიურმა საზოგადოებამ გამოაქვეყნა სტატიების სერია ყვითელი საღებავების შესახებ, რომლებშიც ტყვიის ქრომატის პიგმენტია გამოყენებული. ეს საღებავი ძალიან უყვარდა ვინსენტ ვან გოგს. მას იგი გამოყენებული აქვს ისეთ ნახატებში, როგორიცაა „ყვითელი სახლი“, „ხორბლის ყანა ძროხებით“ და ციკლში „მზესუმზირები“. მას XIX და XX საუკუნის სხვა მხატვრებიც იყენებდნენ.

ეს პიგმენტი ძალიან მგრძნობიარეა სინათლისადმი: მისი ზემოქმედების ქვეშ იგი სწრაფად მუქდება. მაგალითად 50 წლის განმავლობაში მყვირალა–ყვითელი ფერის მზესუმზირები თითქმის ნაცრისფერები გახდნენ. როგორც გაირკვაეს ნაწილობრივ პიგმენტში ქრომის დაჟანგვის ხარისხის ცვლილებით აიხსნება.

იმისათვის, რომეს პროცესი უფრო ზუსტად გაეგოთ, მეცნიერებმა ლაბორატორიაში დამზადებული პიგმენტი სხვადასხვა ტიპის სინათლით დაასხივეს. ექსპერიმენტისათვის მათ ასევე ბელგიელი მხატვარ–ფოვისტის რიკ ვაუტერსის (Rik Wouters) ნახატი აიღეს.

ყვითელი საღებავის ნიმუშები, მდიდარი სულფატებით, განსაკუთრებით მგრძნობიარე აღმოჩნდნენ ჩვეულებრივი იისფერი, ულტრაიისფერი და ლურჯი ფერის სინათლისადმი. შესაბამისად იმისათვის, რომ ნახატის დაზიანება თავიდან ავიცილოთ, საჭიროა მინიმუმამდე დავიყვანოთ სპექტრის ულტრაიისფერი, იისფერი და ლურჯი ნაწილის ზემოქმედება.