მნიშვნელოვანი სიახლეები
"მედუზას" ტივი

"მედუზას" ტივი

XIX საუკუნის საფრანგეთში თეოდორ ჟერიკოს ტილოს "მედუზას" ტივი", მნახველი ორგვარად აღიქვამს: ზოგი აქებს გამბედაობისათვის, ზოგიც კიცხავს არა პატრიოტულობისათვის

 იმ წლების ყველაზე საშინელი საზღვაო კატასტროფის ისტორია ჟერიკომ მეგობრების რჩევით წაიკითხა - ლიბერალების და ბონაპარტისტების, რომლებიც ხშირად იკრიბებოდნენ მისი კოლეგის, ორას ვერნეს სახელოსნოში ხელისუფლების გასალანძღავად. წიგნი, რომელიც სავსე იყო შოკისმომგვრელი დეტალებით, ტრაგედიის მხილველებმა დაწერეს. 1816 წლის ივლისში დასავლეთ აფრიკის სანაპიროებთან ფრანგული ფრეგატის "მედუზას" კაპიტანი, რომელმაც ეს ადგილი პროტექციით მიიღო, გამოუცდელობისა და შეცდომის გამო კურსს ასცდა და მეჩეჩზე გაიჩხირა. ფრეგატზე 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა. კანჯოებში ადგილები მაღალი წოდების ადამიანებმა დაიკავეს. 147 "უბრალო" ადამიანს კი შესთავაზეს ნაუცბათევად შეკრულ ტივზე დაეკავებინათ ადგილი. მათ ნაპირამდე ბუქსირებას შეჰპირდნენ, მაგრამ მალევე მიატოვეს შუა ზღვაში. ტივზე ჯოჯოხეთი 13 დღეს გაგძელდა: ამ მცირე დროში ადამიანებმა გადაიტანეს შტორმი, შიმშილი და წყურვილი, ჭკუას კარგავდნენ, კლავდნენ ერთმანეთს, დაჭრილებს წყალში აგდებდნენ. როცა ისინი იპოვნეს ცოცხალი მხოლოდ 15-ღა იყო. ოპოზიციას "მედუზის" ისტორია უბედურ შემთხვევად კი არა, რეჟიმის დანაშაულად მიაჩნდა, რომელიც კორუფციას ხელს აფარებდა და უგულებელყოფდა უბრალო ადამიანების სიცოცხლეს. მით უფრო, რომ ხელისუფლება თავიდანვე შეეცადა სკანდალის მიჩუმათებას და არ დასაჯა დამნაშავეები.

წაკითხულის შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე ჟერიკომ მაშინათვე გადაწყვიტა პარიზის სალონისათვის - ფერწერის მთავარი სახელმწიფო კონკურსისათვის, დიდი ტილოს დახატვა.  ტილოს სახელი ჟიურის დაჟინებული თხოვნით შეცვალეს ზოგადზე, "გემის დაღუპვის სცენა", მაგრამ ვის ატყუებდნენ? "ახალი თხრობა სამი წლის წინანდელ ტრაგედიაზე ახლაც კი ჟრუანტელს მოგვრის ადამიანს", - წერდა ლიბერალური გაზეთი La Minerve francaise. ხოლო როიალისტური Le Drapeau blanc-ის ჟურნალისტები მხატვარსა და პოლიტიკურ ოპოზიციას მტკივნეული თემებით სპეკულაციას აბრალებდნენ. მხატვრის სიტყვებით, მეგაზეთეები მას  საზღვაო სამინისტროს შეურაცხყოფასაც კი აბრალებდნენ. "თვით საფრანგეთს, თვით ჩვენს საზოგადოებას ჟერიკო "მედუზის" ტივზე  ათავსებს", განაცხადა ტილოს შესახებ ისტორიკოსმა ჟიულ მიშლემ.

რათა არ ეჩვენებინათ, რომ ტილო მთავრობას ეხებოდა, მას ოქროს მედალი მიაკუთვნეს, მაგრამ სახელმწიფომ იგი არ შეისყიდა. ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ დროთა განმავლობაში ტილო დავიწყებას მიეცემოდა, მაგრამ  მასზე ევროპის თითქმის ყველა გაზეთი წერდა.  1820 წელს "მედუზას" ტივი წარმატებით გამოფინეს ინგლისში. ხოლო 1824 წელს ტილო მაინც შეიძინეს ლუვრისათვის.
        1. ტივი. ტივის შემცირებული ასლი მხატვრის თხოვნით ერთ-ერთმა გადარჩენილმა, დურგალმა ვალერი ტუშ-ლავილეტმა დაამზადა. კომპოზიციის მოფიქრებისას ჟერიკო მასზე ცვილის ფიგურების მაკეტებს ათავსებდა.

undefined

2. ბრიგი "არგუსი". ტივიდან იგი ორჯერ დაინახეს: ბრიგიდან თავიდანვე ვერ შეამჩნიეს და გადაარჩინეს მოგზაურები. ჟერიკომ ის მომენტი აირჩია, როცა "არგუსი" პირველად დაინახეს, - მხატვარს სურდა ემოციის მდიდარი პალიტრა ეჩვენებინა, აღფრთოვანების სიხარულიდან, გულგატეხილობის წუხილამდე. ადამიანებმა ტივზე ჯერ კიდევ არ იციან შეამჩნიეს ისინი თუ არა და ამიტომ გადარჩენის იმედი შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს.

undefined

3. მესიგნალე. ჟერიკომ ტილოზე სპეციალურად მოათავსა ზანგის ფიგურა ყველაზე მაღლა - მხატვარს მისი ბევრი თანამედროვესავით არ მიაჩნდა ზანგები მეორეხარისხოვან ადამიანებად. იგი თანაუგრძნობდა მონობის წინააღმდეგ ბრძოლას და ამის ჩვენება სურდა.

undefined

4. ალექსანდრე კორეარი. ინჟინერი და გეოგრაფი, იგი გადარჩა და სხვებთან ერთად დაწერა წიგნი, რომელმაც ჟერიკოს შთაგონება გამოიწვია.

undefined

5. ანრი სავინი. ექიმი, კორეარის თანაავტორი. მან გადარჩენილებიდან პირველმა გამოაქვეყნა ტრაგედიის ანგარიშები პრესაში და მიუხედავად ხელისუფლების წინააღმდეგობისა, მიაღწია რათა "მედუზას" კაპიტანი გაესამართლებიდან და გემის დაღუპვაში დამნაშავედ მიეჩნიათ.

undefined

6. ეჯენი დელაკრუა. ჯერიკოს მეგობარი და კოლეგა, იგი ხშირად პოზირებდა მეგობრისათვის.

undefined

7. მოხუცი. იგი მამაა, რომელიც გარდაცვლილ შვილს დასტირის. რეალურად ტივზე მართლაც იყო მსგავსი სცენა, როცა უფროსი მეგობარი დასტიროდა გარდაცვლილ მოზარდს.

undefined

8. ნაჯახი. ტივზე ერთადერთი იარაღი იყო და მას სისხლის კვალი ეტყობა. ეს იმ სისხლისღვრის შეხსენებაა, რომელიც ტივზე მოხდა, როცა ჯარისკაცები ოფიცრებს აუმხედრდნენ.

undefined

9. მუნდირი. ისტორიკოსისა და მწერლის ჯონათან მაილზის აზრით, "ლურჯის, თეთრის და წითელის შეხამება უნიფორმაზე, რომელიც ტივიდან წყალში ჩაცურდა, - რევოლუციური სამფეროვანი დროშის ანარეკლია - მხატვარმა რესპუბლიკური საფრანგეთის ფასეულობებს რექვიემი მიუძღვნა", რესტავრაციის დროს ხომ სამფეროვანი დროშა ბურბონების თეთრმა ალამმა შეცვალა.