მნიშვნელოვანი სიახლეები
მექსიკელმა მხატვარმა მუზეუმში ცისარტყელა განათავსა

მექსიკელმა მხატვარმა მუზეუმში ცისარტყელა განათავსა

ოჰაიოს შტატის ტოლიდოს ხელოვნების მუზეუმში გამოფენილ ნახატებს შორის ცისარტყელა გაჩნდა. განუმეორებელი ილუზია ათასობით ფერადი ძაფისგან არის შემქნილი და იატაკიდან მინის ჭერამდე გრძელდება.

შენობის შიგნით ცისარტყელას მოთავსება მექსიკელმა მხატვარმა გაბრიელ დოუმ მოიფიქრა. იგი მედიაინსტალაციებზე სპეციალიზირდება. ამინდის მოვლენა Plexus no.35-ის ფერადი ძაფებით სპეციალურად ტოლიდოს ხელოვნების მუზეუმისათვის შეიქმნა.

 კონსტრუქცია უჩვეულო წარმოდგენას გვიქმნის: მინის ჭერიდან შემოსული მზის სხივები სადღაც შუა გზაზე ტყდებიან და სპირალურად დახვეული ცისარტყელას სვეტს ქმნიან.

 ეს საზოგადოებრივ სივრცეებში დოუს პირველი ნამუშევარი არაა. მხატვარმა ინსტალაციები ამარილოს ხელოვნების მუზეუმისათვის, ამონ კარტერის სახელობის ამერიკული ხელოვნების მუზეუმისათვის და ასევე აშშ-ს და კანადის რამდენიმე დიდი გალერეისათვის შექმნა.  დოუს ნამუშევრებს მის Instagram-აში შეგიძლიათ გაეცნოთ.