მნიშვნელოვანი სიახლეები
მიუზიკლი „ლა ლა ლენდი“ „ოქროს გლობუსის“ ნომინანტების სათავეშია (+ვიდეო)

მიუზიკლი „ლა ლა ლენდი“ „ოქროს გლობუსის“ ნომინანტების სათავეშია (+ვიდეო)

ამერიკული მიუზიკლი „ლა ლა ლენდმა“ ერთბაშად შვიდი ნომინაცია მოიპოვა „ოქროს გლობუსის“ კინოპრემიაზე, მათ შორის „საუკეთესო მიუზიკლის და კომედიის“.

ასევე საუკეთესო კომედიური მსახიობის ნომინაციაში მოიპოვეს რაიან გოსლინგმა და ემა სტოუნმა, რომლებმაც ფილმში მთავარი როლები შეასრულეს.

ფილმის დამდგმელ რეჟისორს დემიენ შაზელს საუკეთესო რეჟისორის ტიტულზე აქვს პრეტენზია. მიუზიკლმა ასევე საუკეთესო სცენარის, საუკეთესო მუსიკის და საუკეთესო სიმღერის ნომინაციები მიიღო.

 ბარი ჯენკინსის დრამა „მთვარის შუქმა“ „ოქროს გლობუსზე“ ექვსი ნომინაცია მიიღო, მათ შორის „საუკეთესო დრამატულ  ფილმზე“.

მისი მთავარი კონკურენტია კენეტ ლონერგანის ფილმი „მანჩესტერი ზღვასთან“, რომელმაც ხუთი ნომინაცია მიიღო.

„მანჩესტერი ზღვასთან“ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელს კეისი აფლეკს საუკეთესო დრამატული მსახიობის პრეტენზია აქვს, ხოლო მიშელ უილიამსს, საუკეთესო დრამატიული მსახიობი ქალის.

ლონერგანის ფილმი ასევე საუკეთესო სცენარის ტიტულისათვის იბრძოლებს, თავად ლონერგანი კი „საუკეთესო რეჟისორის“ კატეგორიაში არის ნომინირებული.

ბი-ბი-სის მინი სერიალმა „ღამის ადმინისტრატორი“ „ოქროს გლობუსზე“ სატელევიზიო პროექტების კატეგორიაში რამდენიმე ნომინაცია მიიღო.

 სერიალში მოთამაშე ოლივია კოლმენს, ტომ ჰიდლსტონს და ჰიუ ლორის საუკეთესო სატელევიზიო მსახიობების ნომინაცია ერგოთ, თავად სერიალს კი საუკეთესოზე აქვს პრეტენზია.

 სულ ჯილდოები ფილმების 14 კატეგორიაში და 11 სატელევიზიო კატეგორიაში გაიცემა. გამარჯვებულებს ლოს-ანჟელესში 8 იანვარს გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალზე გამოაცხადებენ.