მნიშვნელოვანი სიახლეები
მონა ლიზა ლონდონიდან: ლეონარდოს მეორე შედევრი?

მონა ლიზა ლონდონიდან: ლეონარდოს მეორე შედევრი?

როგორც იძახიან, ლეონარდოს შედევრს ტყუპისცალი ჰყავს – ფლორენციელი ვაჭრის ცოლის კიდევ ერთი პორტრეტი, მხოლოდ უფრო ახალგაზრდა ასაკში. მართალია თუ არა, რომ სურათი ლეონარდო და ვინჩის დახატულია? ამ კითხვაზე პასუხს BBC Culture ეძებდა.

საოცარია, მაგრამ ფაქტია: ლეონარდო და ვინჩის, როგორც მხატვრის მსოფლიო სახელის მიუხედავად, მან ძალიან ცოტა ნახატი დახატა. თავისი კარიერის თითქმის 50 წლის განმავლობაში, მან შეასრულა არა უმეტეს 20 ნახატისა. აქედან შემორჩა 15, რომლებიც ექსპერტების თქმით მთლიანად მის ფუნჯს ეკუთვნის. 

ამიტომ ლეონარდოს „ახალი“ ნახატის აღმოჩენას დიდი ხმაური მოჰყვება.. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ XIX საუკუნის ფრანგი მხატვრის პოლ გოგენის ნახატი რეკორდულ თანხად, 300 მილიონ დოლარად გაიყიდა. წარმოიდგინეთ რამდენად გაიყიდება ნამდვილი ლეონარდო, თუკი ის ოდესმე ბაზარზე გამოჩნდება.

საქმე იმაშია, რომ ლეონარდოს ავტორობის დამტკიცება საკმაოდ რთულია. კარგი მაგალითია სურათი, რომელიც მთელს აზიაში მოგზაურობს. ადრე იგი ცნობილი იყო როგორც „აილუორტის მონა ლიზა“, მაგრამ მისმა ეხლანდელმა მფლობელებმა მას „ადრეული მონა ლიზა“ დაარქვეს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამ ნახატის ცალკეული ფრაგმენტები თავად ლეონარდომ დახატა, ლუვრში დაცული მისი ყველაზე ცნობილი ნახატის „მონა ლიზას“ დახატვამდე 10 წლით ადრე.

დეკემბერში აილუორტის ნახატი სინგაპურის ხელოვნების სახლის ძველ შენობაში გამოიფინა. მარტში მას ჰონგკონგში გადააბრძანებენ,  შემდეგ კონტინენტურ ჩინეთში, რომლის შემდეგაც აზიის სხვა ქვეყნებშიც აჩვენებენ.

 ერთი შეხედვით, იგი ძლიერ ჰგავს ლუვრის „მონა ლიზას“. ტილოზე მუქთმიანი ქალია გამოსახული, გასაოცარი ღიმილით, რომელიც აივანზე ზის მაყურებლისგან კუთხით შებრუნებული, გასაოცარი პეიზაჟის ფონზე. ერთია, რომ ეს ქალი უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე ლუვრში დაცული ნახატის გმირი. ლეონარდოს მონა ლიზას პორტრეტი რომ ათი წლით ადრე დაეხატა, ალბათ ასეთი იქნებოდა.

 მაშ რა არის ეს ნახატი? ლეონარდოს შედევრის მაღალ დონეზე შესრულებული ასლი? შვეიცარიის არაკომერციულ ორგანიზაციაში – მონა ლიზას ფონდში, რომელიც ნახატის ანონიმური მფლობელების საერთაშორისო ასოციაციის დავალებით  ნახატის კვლევითაა დაკავებული, ასე არ ფიქრობენ.

სამი წლის წინ ფონდის წარმომადგენლებმა ჟენევაში პრესკონფერენცია მოაწყვეს, სადაც წარმოადგინეს „35 წლის კვლევის შედეგები, რომელიც უცილობლად ამტკიცებდა“ , რომ ეს ნახატი მართლაც ლეონარდოს დაუმთავრებელი, მონა ლიზას ადრეული პორტრეტი იყო.

   ეს განცხადება მსოფლიო სენსაცია იყო: ლეონარდოდა ვინჩის ნამდვილი ნამუშევარი აღმოაჩინეს! მაგრამ პრეს–კონფერენციის მეორე დღეს ლეონარდოს ხელოვნების ექსპერტმა მარტინ კემპმა, ხელოვნების ისტორიის დარგში ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, გამოაქვეყნა თავის ბლოგში შენიშვნა, რომელშიც გააკრიტიკა ფონდის დასკვნები და დაწვრილებით ახსნა თუ რატომ თვლიდა მათ არასწორად.

 ეტყობა მეორე მონა ლიზას იდეა ზედმეტად კარგია იმისათვის, რომ სიმართლე იყოს.

 undefined

შედევრი თუ ასლი?

 

სინამდვილეში ხელოვნებათმცოდნეებმა „აილუორტის მონა ლიზას“ შესახებ დიდი ხანია იცოდნენ. ჯერ კიდევ პირველიმსოფლიო ომის დაწყებამდე დამოუკიდებელმა კოლექციონერმა, ინგლისელმა ჰიუ ბლეიკერმა სომერსეტის საგრაფოში, ძველებურ სახლში შეამჩნია,სადაც იგი რამდენიმე ას წელზე მეტი ეკიდა. იგი თავის დროზე იტალიაში შეიძინეს როგორც ლეონარდოს ოროგინალური შედევრი.

ბლეიკერს მოეჩვენა, რომ ლაქისა და ჭუჭყის ქვეშ რაღაც არაჩვეულებრივი იყო დაფარული. მან შეიძინა ნახატი, რათა იგი ლონდონის გარეუბან აილუორტში, თავის სტუდიაში ჩამოეკიდა (აქედან წარმოსდგება ნახატის სახელწოდებაც). მალე მისმა მამობილმა ჯონ ეირმა გამოაქვეყნა მონოგრაფია, სადაც გამოთქვა ვარაუდი, რომ ლეონარდო მონა ლიზას პორტრეტის ორ ვარიანტზე მუშაობდა და რომ აილუორტის ნახატი პირველი მათგანი იყო.

 შემდგომში ნამუშევარი ამერიკელმა კოლექციონერმა ჰენრი პულიტცერმა შეიძინა. მან ასევე გამოაქვეყნა წიგნი, რომელიც ამტკიცებდა, რომ აილუორტის ნახატი – მონა (მადონადან შემოკლებული) ლიზა ჯერარდინის, ფლორენციელი ვაჭრის ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს მეუღლის ერთადერთი რეალური პორტრეტი იყო. პულიტცერი მივიდა დასკვნამდე, რომ ლუვრში გამოფენილი ნახატი, სხვა ქალის იდეალიზირებული პორტრეტი იყო.

მიუხედავად ამ თეორიებისა, სერიოზულმა კვლევებმა ვერ შეძლეს დამტკიცება, რომ „აილუორტის მონა ლიზა“ ლეონარდოს დახატულია. პულიტცერის სიკვდილის შემდეგ 1979 წელს ნახატი შვეიცარიული ბანკის საცავებში გაქრა, საიდანაც იგი 2008 წელს გამოიტანეს ეხლანდელ მფლობელებზე მისაყიდათ.

იმავდროულად შეიქმნა მონა ლიზას ფონდი – რათა გარკვეულიყო, ეკუთვნის თუ არა ნახატი ლეონარდოს ფუნჯს. ფონდის ვიცე პრეზიდენტის, ფილატელისტი დილერის დევიდ ფელდმანის სიტყვებით, ფონდს „არ ეკუთვნის ნახატში წილი“ და რომ მისი ამოცანაა – „რაც შეიძლება ობიექტურად გამოიკვლიოს ფაქტები“.

მაგრამ მან არ უპასუხა კითხვას, ნახატის  მფლობელებიდან ვინმე შედის თუ არა ფონდის დირექტორთა საბჭოში. თემაზე საუბარს იმის შესახებ, შედის თუ არა საბოლოო მიზანში ნახატის, როგორ ლეონარდოს ნამუშევრის, შემდგომი გაყიდვა, ფელდმანმა შენიშნა: „მე არ შემიძლია ასოციაციის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება“.

 

დეტექტიური სამუშაო

 აილუორტის პორტრეტის დღევანდელი მფლობელები იზიარებენ ეირის და პულიტცერის აზრს, იმის შესახებ, რომ ნახატი ნაწილობრივ ლეონარდოს დახატულია, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ექსპერტთა მხარდააჭერის მიღება. არა მხოლოდ კემპი, არამედ ლეონარდოს ხელოვნების სხვა ექსპერტებიც, მათ შორის გერმანელი ფრანკ ცოლნერიც, თვლიან, რომ ასეთი განცხადებების გასაკეთებლად საფუძველი არ არსებობს.

   

რატომ?

 ფონდი ეყრდნობა ისტორიულ ფაქტებს, მათ შორის წერილობით წყაროებსაც. ასევე იმ ფაქტს, რომ ლეონარდო ზოგჯერ ერთი და იგივე ნახატის რამდენიმე ვარიანტს ხატავდა (მაგალითად „მადონა კლდეებში“). ამის საფუძველზე ფონდის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ლეონარდომ მონა ლიზას ორი პორტრეტი შექმნა: ერთი 1503 წელს შეუკვეთა მისმა ქმარმა ფრანჩესკომ, მეორე – ათი წლის შემდეგ – მხატვრის მფარველმა ჯულიანო დე მედიჩიმ.

ასეთი ვერსია ხსნის, თუ რატომ გამოიყურება აილუორტის ნახატის გმირი ახალგაზრდულად. იგი ასევე ხსნის თუ რაფაელმა, რომელმაც ნახა ლეონარდო მუშაობის დროს და 1505 წელს გააკეთა ჩანახატი (ეტყობა მახსოვრობით), რატომ გამოხატა მოდელი ორ სვეტს შორის. ანალოგიური სვეტები ჩანს აილუორტის ნახატზე. ხოლო ლუვრის ნახატზე კი ჩანს მხოლოდ ამ სვეტების ფუძის ფრაგმენტები, თუმცა ცნობილია, რომ ლუვრის ნახატი არასოდეს ჩამოუჭრიათ.

 მეორეს ხრივ, ლეონარდო როგორც წესი მუშაობდა ხეზე, ხოლო აილუორტის ნახატი ტილოზეა შესრულებული. მაგრამ ფონდში მიუთითებენ, რომ მხატვარი ზოგჯერ ტილოზეც ხატავდა: მაგალითად ლუვრში გამოფენილია მისი ნაკეცების ეტიუდი, რომელიც 1470 წელს სელის ტილოზეა ტემპერათი შესრულებული, მაგრამ მაშინ ლეონარდო იმდენად არ იყო ცნობილი. ეს წესიდან გამონაკლისი უფროა: მოწიფული პერიოდის ლეონარდოს ნამუშევრები შესრულებულია ზეთის საღებავებით ხეზე, მათ შორისაა „მონა ლიზა“.

თავისი თეორიის დამატებითი მტკიცებულების მოსაპოვებლად ფონდის წარმომადგენლებმა მოიწვიეს მეცნიერები. ფელდმანის სიტყვებით, ფიზიკოსმა–მკვლევარმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ჯონ ასმუსმა „ ჩაატარა სამეცნიერო კვლევების სერია, რომელმაც მიიღო ექსპერტული დასკვნა“, რომ 99% ალბათობით ერთმა და იგივე მხატვარმა დახატა სულ ცოტა ორივე მონა ლიზას სახე. შესაბამისად, თუ თქვენ უარყოფთ, რომ და ვინჩი იყო აილუორტიდან ნახატის ავტორი, ეს ნიშნავს რომ თქვენ უარყოფთ მის ლუვრის მონა ლიზას ავტორობასაც“.

აქედან ფონდში გააკეთეს დასკვნა, რომ ლეონარდოს ფუნჯს ეკუთვნის აილუორტის პორტრეტზე ქალის სახე და ხელები, ხოლო „ნაჯახით გამოჩორკნილი“ უკანა ხედი, ალბათ რომელიმე მეორეხარისხოვან მხატვარს.

 undefined

გაორება

 მაგრამ ლეონარდოს ექსპერტებისათვის ლაპარაკი „ორ ჯოკონდაზე“ ისევ ლაპარაკად რჩება. მარტინ კემპი თვლი, რომ ლეონარდომ დაიწყო მუშაობა მონა ლიზას მხოლოდ ერთ ნახატზე, რომელზედაც იგი სიკვდილამდე პერიოდულად მუშაობდა. ფონდში კი მიაჩნიათ წინასწარი ნახატის (რომელიც აღმოჩნდა აილუორტის ნახატის სპექტრული ანალიზისას) ჩასწორება, მიუთითებს ორიგინალურ ნამუშევარზე.  კემპის აზრით, ამ ჩასწორებებს „არაფერი საერთო არა აქვთ ლეონარდოს სამუშაოს მოსამზადებელ მეთოდიკასთან. კემპი ძველებურად დარწმუნებულია, რომ აილუორტის ნახატი ორიგინალის, უფრო მოგვიანო „არაბუნებრივ“ ასლს წარმოადგენს.

თუმცა კემპმა შეისწავლა (და ეჭვქვეშ დააყენა) ფონდის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მას არასდროს თვალითაც არ უნახავს „ახალგაზრდა მონა ლიზა“. როგორც ფელდმანისგან გახდა ცნობილი, კემპი თავს იკავებდა ექსპერტიზის ჩატარებისგან მანამ, სანამ 2012 წელს ფონდმა თავისი კვლევების ანგარიში არ წარმოადგინა.

 კემპი განმარტავს: „მე უარი არ მითქვამს. გადავწყვიტე ეს არ გამეკეთებინა: მივდივარ ნახატის სანახავად (ყოველთვის საკუთარი სახსრებით და ანაზღაურების გარეშე), მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ჩემს ხელთ არსებული ფაქტობრივი მასალა – დოკუმენტაცია, პროვენანსი, ციფრული გამოსახულებები და სამეცნიერო კვლევები – მაძლევენ საშუალებას დავასკვნა, რომ ჩემი წასვლა დროის, სახსრების და ძალისხმების დაკარგვად ღირს“. აილუორტის ნახატის შემთხვევაში, უმატებს კემპი, არაფერი არ იყო ისეთი რაც მას დამარწმუნებდა. მე მიგზავნიან ბევრ ნამუშევარს, რომელთაც აქვთ პრეტენზია ლეონარდოს ავტორობაზე – ალბათ თითო ნახატს კვირაში, – ამიტომ იძულებული ვარ ავარჩიო. მე რომ ყველა მათგანის სანახავად ვიარო, გავკოტრდები“. და უმატებს: „თუ მათ სურთ ნახატის მოტანა, მოიტანონ“.

 undefined

 მკრთალი ასლი

 ამ ისტორიას აშკარად არ ყოფნის მესამე ხმა. და ისიც გამოინახა. ბრიტანელი მეცნიერი, ლეონარდოს საკითხში ერტ–ერთი წამყვანი ექსპერტი, ლუკ საისონი. 2011 წელს საისონი, რომელიც ეხლა ნიუ–იორკის მეტროპოლიტენ–მუზეუმში მუშაობს, კურირებდა ნაციონალურ გალერეაში პოპულარულ გამოფენას „ლეონარდო და ვინჩი: მილანის კარის მხატვარი“.

 პროგრამის მშვენება იყო კაკლის ხის ფიცარზე ზეთით შესრულებული ნახატი „სამყაროს მხსნელი“, რომელიც ქრისტეს გამოსახავდა. ამ ნამუშევრის ღრმა შესწავლის შედეგად ხელოვნებათმცოდნეების მივიდნენ დასკვნამდე, რომ მისი ავტორი ლეონარდო იყო. ამგვარად „სამყაროს მხსნელი“ გახდა ლეონარდოს პირველი „ახალი“ ნახატი საუკუნის განმავლობაში.. სხვათა შორის ეს ნახატი, რომელიც  XX საუკუნის დასაწყისიდანაა ცნობილი,ისევე როგორც „აილუორტის მონა ლიზა“ ადრე ლეონარდოს ერთ–ერთი მოწაფის მიერ შესრულებულ ასლად მიაჩნდათ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საისონი ლეონარდოს ნახატების თვისებებში  მეტ–ნაკლებად ერკვევა. იგი მსოფლიო სახელის მქონე მცირერიცხოვან მეცნიერთა რიგს ეკუთვნის, რომლებიც ლეონარდოს შემოქმედებაზე სპეციალიზირდებიან და რომელთა მხარში დგომა ასე ძლიერ ესაჭიროება ფონდს.

ისევე როგორც მარტინ კემპს, ლუკ საისონსაც არ უნახავს აილუორტის ნახატი თავისი თვალებით: „ჩემთვის არ უთხოვიათ მისი ნახვა – და ეს ფაქტი უკვე ბევრზე მეტყველებს. დიდი ხელოვანის ახალი ნამუშევრის საზოგადოებისათვის წარდგენაზე  მომუშავე სერიოზულ კომპანიას მიაჩნია, რომ ნახატი ყველა წამყვან ექსპერტს აჩვენეს“.

ფონდის მიერ წარმოდგენილი ფოტოებზე დაყრდნობით საისონს ფონდის განცხადება „არასდროს სერიოზულად არ მიაჩნდა. სიმართლე რომ ვთქვა ამკონკრეტულ შემთხვევაში არაა აუცილებელი ნახატის უშუალოდ ნახვა, იმის სათქმელად, რომ ეს მონა ლიზა – მოგვიანებით შესრულებული საკმაოდ მკრთალი ასლია. საუკუნეთა განმავლობაში ორიგინალური შედევრის შექმნის შემდგომ საკმაოდ ბევრი ასეთი ასლი იქნა შექმნილი“.

საისონის სიტყვებით „ბევრი დეტალი არასწორად იქნა გაგებული“. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამ ნახატის ლეონარდოსთვის მიკუთვნება „საკმაოდ არაკორექტულია, ლეონარდო ხომ ხის პანელებზე ხატავდა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ნახატი უბრალოდ ისეთი მაღალი დონის არაა,რომ ლეონარდოს ფუნჯს მივაკუთვნოთ. ჩვენ სახეზე გვაქვ ოპტიმისტი მფლობელების მორიგი მცდელობა მათი კუთვნილი ლეონარდოს ნახატის ასლი თვით ლეონარდოს დახატულია – მთლიანად ანდა ნაწილობრივ მაინც“.

 უფრო მეტიც ლუკ საისონს არ მიაჩნია, რომ სამეცნიერო დასკვნების ბაზაზე ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ასეთი ნახატების ორიგინალად ცნობა. „მსგავსი განცხადებების ავტორები სულ უფრო ხშირად სამეცნიერო და ზოგჯერ ფსევდოსამეცნიერო  დასკვნების საფუძველზე ერთმნიშვნელოვნად წყვეტენ ავტორობის საკითხს, – აგრძელებს იგი. – მაგრამ თუკი ასეთი დასკვნები მართლაც იმსახურებენ ნდობას, მათ მაინც არ შეუძლიათ სრული გარანტიის მიცემა. ეს მხოლოდ ერთი ფაქტორია იმ მრავალთა შორის, რომელსაც ჩვენ ვიყენებ ავტორობის დასამტკიცებლად. ნახატს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ხარისხი და როგორც მხატვრის ფილოსოფიის ისე  ხელწერის ანარეკლი“.

 საისონის აზრით ლეონარდოს სახელოსნოში ხშირად იქმნებოდა მისი ნახატების ასლები, რომელტა ავტორები ზოგჯერ ზუსტად ასახავდნენ ყველა ცვლილებას, რომელიც ავტორს ორიგინალში შეჰქონდა. „მაგრამ ეს ნახატი, არსეფული ფოტოებისა და იმფაქტის გათვალისწინებით, რომ შესრულებულია ტილოზე, ასეთი ასლების რიცხვში არ შედის, – გვარწმუნებს იგი. – ეს განცხადებები ეწინააღმდეგება ხელოვნების ისტორიას, ხოლო მათი ავტორები ექსპერტების აზრს აიგნორებენ. ყველაფერი ეს საკმაოდ სამწუხაროა, განსაკუთრებით იმ ადამიანისთვის, რომელიც გამოფენაზე მიდის ლეონარდოს ნახატის სანახავად“.

მონა ლიზას ფონდა რა თქმა უნდა ამ პოზიციას არ ეთანხმება.

„ფონდის წარმომადგენლებს არ შეუძლიათ იმის დაჯერება, რომ მეცნიერულად დამტკიცებულ ფაქტების არგუმენტირებული უარყოფა შესაძლებელია“, – ლაპარაკობს ფელდმანი, რომელიც ასევე ეყრდნობა სინგაპურში „საზოგადოების გამოხმაურებას“ , თითქოს ნახატი აილოურტიდან ლეონარდოს ეკუთვნის.

ერთი კია, რომ ხელოვნებათმცოდნეობაში პროგრესი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით კი არ მიიღწევა, არამედ ექსპერტებს შორის კონსენსუსით. „აილოურტის მონა ლიზას“ შემთხვევაში ფონდს მოუწევს კიდევ ბევრი მუშაობის გაწევა, რათა მიაღწიოს იმ ხალხის მხარდაჭერას, რომელთა აზრს მართლაც აქვს მნიშვნელობა.