მნიშვნელოვანი სიახლეები
მონა ლიზას ღიმილის საიდუმლო ამოხსნილია

მონა ლიზას ღიმილის საიდუმლო ამოხსნილია

მონა ლიზასსაიდუმლოებით აღსავსე გამომეტყველება მსოფლიოს აჯადოებს, მაგრამ საქმე მხოლოდ მის ენიგმატიკურ ღიმილში არ არის, რომელიც ლეონარდო დავინჩიმ შექმნა.

მკვლევარებმა, რომელთაც შეამოწმეს რენესანსის დიდოსტატის ადრეული ნახატები, აცხადებენ რომ მიაკვლიეს „მომხიბვლელი ღიმილის“ მხატვრისეულ საიდუმლო.

კვლევებმა ცხადჰყო, რომ La Bella Principessa–ში („ახალგაზრდა საპატრძლოს სურათი“), რომელიც დახატა და ვინჩიმ მონა ლიზას დასრულებამდე მე–15 საუკუნის შუახანებისათვის, გამოყენებულია ჭკვიანური ხრიკები მნახველის მისაჯაჭვად.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მხატვარი ისე ოსტატურად ურევდა ფერებს, რათა ჩვენი პერიფერიული ხედვა გამოეყენებინა,ობიექტის პირის მოხაზულობა იცვლება იმის მიხედვით თუ რა კუთხით შევხედავთ ჩვენ მას. მაგალითად, თუ პირდაპირ შევხედავთ, მაშინ ტუჩის კუთხები მკვეთრად დაბლა იწევა, ასეთია კვლევის შედეგი, რომელიც ჩატარდა შეფილდ ჰალამის უნივერსიტეტსა და სანდერლანდის უნივერსიტეტში(დიდი ბრიტანეთი) მკვლევარების მიერ.

როცა მნახველი ცდილობს თვალი შეავლოს ნახატის სხვა კუთხესაც, ტუჩის კუთხები ზევით იწევს და ასე იქმნება ღიმილი, რომელიც შეიძლება დაინახო ირიბად, როგორც მონა ლიზას შემთხვევაში. ამ ტექნიკას ჰქვია სფუმატო და იგი გამოყენებულია როგორც მონა ლიზაში, ასევე La Bella Principessa–ში.

სხვა მხატვრები მთელი მონდომებით ცდილობდნენ ამ ტექნიკის გამოყენებას, მაგრამ არცერთს გამოუვიდა ისე კარგად, როგორც და ვინჩის. „როგორც კი ღიმილი ქრება, მნახველი ცდილობს მის კვლავ „დაჭერას“, ამ ვიზუალურ ილუზიას დავარქვით „მოუხელთებელი ღიმილი“, აცხადებენ შეფილდ ჰალამის უნივერსიტეტის მკვლევარები ალესანდრო სორანცო და მიშელ ნიუბერი. ისინი აპირებენ გამოაქვეყნონ  სტატია ჟურნალში.  

undefinedundefined

იმისათვის რომ გაეგოთ როგორ მუშაობს და ვინჩის ილუზია, მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი – ხალხს სთხოვეს პორტრეტისთვის შეეხედათ სხვადასხვაკუთხით და სხვადასხვა დაშორებით. მკვლევარებმა სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტები ჩაატარეს რათა გაეგოთ რა დაშორებით და რა კუთხით ხედვისას იცვლებოდა მნახველის აღქმა. ექსპერიმენტში ჩართული იყო სამი ნახატი: La Bella Principessa, მონა ლიზა და მესამე, იმავე პერიოდის გოგონას პორტრეტი, რომელიც 1470 წელს დახატა პიერო დელ პოლაიოლომ.

მათ აღმოაჩინეს, რომ რაც უფრო შორიდან უყურებ Bella Principessa–სა და მონა ლიზას, მით უფრო მეტად იღიმებიან ეს ორნი, ვიდრე დელ პოლაიოლოს გოგონა.  მკვლევარებმა ასევე გამოიყენეს ციფრული მანიპილაცია რათა შეეცვალათ თითოეული ნახატის მიმქრალობის დონე. მათ აღმოაჩინეს, რომ და ვინჩის ნახატების შემთხვევაში, ღიმილის ილუზია უფრო გაიზარდა, მაშინ როცა დელ პოლაიოლოს ნახატში იგივე დარჩა. ეს მიანიშნებს, რომ და ვინჩი იყენებდა სპეციალურ ტექნიკას, რომლითაც ზემოქმედებდა მნახველზე.

undefined

როგორც ვარაუდოებენ, La Bella Principessa წარმოადგენს 13 წლის ბიანკა სფორცას პორტრეტს, რომელიც იყო მილანის ჰერცოგის, ლუდოვიკო სფორცას ქალიშვილი; იგი მიათხოვეს  მილანის ჯარის მხედართმთავარს. მაგრამ ბიანკა ქორწინებიდან რამოდენომე თვეში გარდაიცვალა გარე ორსულობის მიზეზით. ამან მის პორტრეტს მეტი გამომსახველობა შესძინა.

როგორც მკვლევარი მიიჩნევს, და ვინჩიმ ეს ტექნიკა პირველად 1483 წელს დახატულ „მადონა მღვიმეში“ გამოიყენა.

სანდერლანდის უნივერსიტეტის მკვლევარი მაიკლ პიკარდი 2013 წლიდან თანამონაწილეობს კვლევით ჯგუფთან ერთად.

„ლეონარდომ ბრწყინვალედ იცოდა მილანის ჰერცოგის სასახლის კარის გარემო და მან მშვენივრად გამოსახა მოწიფულობაში გადასული ახალგაზრდა გოგოს სულიერი სამყარო.“ თქვა მან, „ასევე ძნელია არ გაიფიქრო, რომ ლეონარდო არ გამოიყენებდა იმ ტექნიკას ჰერცოგის ასულის სულიერი სამყაროს გადმოსაცემად, რომელიც ასე ოსტატურად დახვეწა მონა ლიზაში.“