მნიშვნელოვანი სიახლეები
მოსკოვში აივაზოვსკის გამოფენამ რეკორდი დაამყარა

მოსკოვში აივაზოვსკის გამოფენამ რეკორდი დაამყარა

რუსი მხატვრის ივანე აივაზოვსკის გამოფენა, რომელიც ტრეტიაკოვსკის გალერეაში გაიმართა, 600 ათასამდე ადამიანმა დაათვალიერა. მნახველთა რიცხვით მან მხატვარ ვალენტინ სეროვის გამოფენის რეკორდი მოხსნა.  

მუზეუმის განცხადებით გამოფენა ოთხი თვის მანძილზე 598832 ადამიანმა დაათვალიერა, მაშინ როდესაც სეროვის გამოფენაზე მხოლოდ 486 ათასამდე ადამიანი მივიდა.

იმისათვის რათა დამთვალიერებელთა ნაკადი დაერეგულირებინათ, ნახვის სეანსების სისტემა და ბილეთების წინასწარი გაყიდვა მოიფიქრეს.

 აჟიოტაჟით ძალიან იხეირეს სპეკულიანტებმა, რომლებიც ბილეთებს ზედმეტ ფასებში ყიდდნენ. ბილეთების ფასები ხელზე 4000 რუბლამდე (62 დოლარი) ადიოდა. ამ დროს ბილეთის ოფიციალური ფასი 10-ჯერ ნაკლებს შეადგენდა.