მნიშვნელოვანი სიახლეები
მოხერხებული იდალგოს ნაკვალევზე

მოხერხებული იდალგოს ნაკვალევზე

მოხეტიალე რაინდის დონ კიხოტის მოგზაურობის რუკა პირველად თომას ლოპესმა, სამეფო გეოგრაფმა XVIII საუკუნის ბოლოს შეადგინა.

1780 წელს ესპანეთის სამეფო აკადემიამ გამოუშვა მდიდრულად გაფორმებული "მოხერხებული იდალგო დონ კიხოტ ლამანჩელი" ილუსტრაციებით, რომელთა შორის მოხეტიალე რაინდის მოგზაურობების რუკაც იყო. რუკის ეს ვერსია ბევრს კანონიკურად მიაჩნდა, მაგრამ ამის მიუხედავად მთელი მსოფლიოს სერვანტესის თაყვანისმცემლები მარშრუტის თავისი ვერსიის შემოთავაზებას ცდილობდნენ. სირთულე თავად რომანის ავტორმა შექმნა, რომელმაც თავისი გმირი დაასახლა, "ლამანჩის ერთ-ერთ სოფელში, რომლის სახელის გახსენების ხალისიც არ ჰქონდა". ამას გარდა სერვანტესი ყოველთვის გაურბოდა ისეთი აღწერის მოცემას, რომლის შემოწმებაც შეიძლებოდა.

 გთავაზობთ კანონიკურთან ახლოს მდგომ რუკის ვარიანტს.

პირველი მოგზაურობა (წითელი ფერის რუკაზე):

1. სასტუმრო სადაც დონ კიხოტი რაინდათ აკურთხეს;

2. პატარა მწყემსის  გადარჩენა;

3. გამრეკეთან შეხვედრა, რომლებმაც დონ კიხოტი კინაღამ ჩაქოლეს;

მეორე მოგზაურობა (მწვანე ფერის რუკაზე):

4. ბრძოლა ქარის წისქვილებთან;

5. ბენედიქტელ ბერებზე თავდასხმა და კარეტიანი ქალბატონის მსახურთან ორთაბრძოლა;

6. თხების მწყემსთან შეხვედრა და სიყვარულისგან გარდაცვლილი მწყემსი-სტუდენტის დამარხვა;

7. როსინანტის სანჩოს და დონ კიხოტის გამლახავ ფაშატების გამრეკებთან შეხვედრა;  

8. დონ კიხოტის ბრძოლა ცხვრის ფარასთან;

  1. მკვდარ სხეულთან დაკავშირებული თავგადასავალი, რომლის მერეც დონ კიხოტი მწუხარე სახის რაინდი ხდება;

10. ბრძოლა დალაქთან და მემბრინის მუზარადის მოპოვება;

11. კატორღელების განთავისუფლება;

12. ადგილი სიერა-მორენაში, სადაც დონ კიხოტი ინანიებდა;

მესამე მოგზაურობა (ლურჯი ფერის რუკაზე):

13. მოჯადოებულ დულსინეასთან შეხვედრა;

14. მსახიობთა ფორანთან დაკავშირებული თავგადასავალი, რომლის მერეც დონ კიხოტი კინაღამ ისევ ჩაქოლეს;

15. ტყის მოხეტიალე რაინდთან შეხვედრა, საუბარი და ორთაბრძოლა,  რომელიც დონ კიხოტის სახლში დაბრუნების მოსურნე ბაკალავრი კარასკო აღმოჩნდა;

16. ლომების განთავისუფლების და მათთან შებრძოლების მცდელობა, რის შემდეგაც დონ კიხოტი ლომების რაინდის სახელს იღებს;

17. დონ კიხოტის მონტესინოსას გამოქვაბულში ჩასვლა, სადაც იგი საოცარ სიზმრებს ნახულობს;

18. სასტუმრო, სადაც დონ კიხოტი მოხეტიალე მსახიობს და  მკითხავ მაიმუნს ხვდება;

 19. მოჯადოებულორჩხომელთანდაკავშირებულითავგადასავალი;

20. მშვენიერ მონადირესთან შეხვედრა;

21. სანჩო კუნძულ ბარატარიას გუბერნატორი ხდება;

22. მიწისქვეშეთი, სადაც სანჩო კუნძულიდან დაბრუნებისას ვარდება;

23. ხარების ჯოგთან ბრძოლა;

24. ტყეში ყაჩაღებთან შეხვედრა;

25. ბარსელონაში თეთრი მთვარის რაინდთან ბრძოლა, რომელიც დონ კიხოტის დამარცხებით მთავრდება;

26. ღორებთან შეტაკება;

27. ჰერცოგის მსახურები პოულობენ დონ კიხოტს და იგი ციხე-დარბაზში გადაჰყავთ. იქიდან დონ  დიხოტი  თავის სოფელში ბრუნდება, სადაც გარდაიცვლება კიდეც.