მნიშვნელოვანი სიახლეები
„მსოფლიოს მხსნელი“ 100 მილიონად (+ვიდეო)

„მსოფლიოს მხსნელი“ 100 მილიონად (+ვიდეო)

ლეონარდო და ვინჩის ამ ნახატის შესახებ სპეციალისტებმა იცოდნენ, მაგრამ იგი დაკარგულად, ანდა განადგურებულად მიაჩნდათ. 15 ნოემბერს „მსოფლიოს მხსნელი“ ნიუ-იორკში, „კრისტის“ აუქციონზე გაიყიდება. შედევრის შეფასებითი ღირებულება 100 მილიონი დოლარია. და ვინჩის ტილო ინგლისის მეფეთა კოლექციაში ინახებოდა. შემდეგ ნახატი ხან თვალთახედვის არედან ქრებოდა, ხანაც მოულოდნელად გასაყიდად გამოჩნდებოდა .

 ალან ვინტერმუტი, „კრისტის“ ექსპერტი: „სულ ლეონარდოს თხუთმეტი თუ თექვსმეტი ნახატია შემორჩენილი. მათ შორის რამდენიმე დაუმთავრებელია. ამიტომაც  ხელოვანის დასრულებული ნამუშევრის კვლავ გამოჩენა ხელოვნების სამყაროში უიშვიათესი მოვლენაა. ეს შესანიშნავი ნახატი თითქმის ასი წლის მანძილზე ხელმიუწვდომელი იყო. ამგვარი რამ შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე აღარასოდეს განმეორდეს“.

იმავე დღეს სავაჭროდ ამერიკელი მხატვრის, პოპ-არტის ფუძემდებლის ენდი უორჰოლის ნამუშევარსაც გამოიტანენ. საუბარია მხატვრის მიერ ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობის“ ინტერპრეტაციაზე. უორჰოლის ნახატის საწყისი ფასი 50 მილიონი დოლარია.