მნიშვნელოვანი სიახლეები
მსუბუქი აფრენა

მსუბუქი აფრენა

ერთი ნახვით სიყვარული, ისიც ორმხრივი... ასეთი რამ ძალიან იშვიათია. მარკ შაგალს გაუმართლა და მხატვარმა ეს კარგად იცოდა. ნახატი „სეირნობა“ - იმის შესახებაა, რომ მას უკვე ყველაფერი აქვს ბედნიერებისათვის.

1909 წელს შაგალს მეგობარმა ქალმა თავისი ყოფილი თანაკლასელი წარუდგინა. „და მე მივხვდი - ეს ჩემი ცოლია“, - იხსენებს მხატვარი.

ბელა როზენფელდი, მდიდარი იუველირის შვილი, მოსკოვში სწავლობდა და მსახიობობაზე ოცნებობდა. ქალიშვილმა შაგალის დედას შოკი მიაღებინა: იგი მარკს შიშველი პოზირებდა. ბელას ახლობლებს არ მოსწონდათ მისი რომანი ღარიბი ოჯახიდან გამოსულ ახალგაზრდა მხატვართან, რომლის ცხოვრების პერსპექტივები საკმაოდ ბუნდოვანი იყო. მაგრამ ბელას გრძნობები სერიოზული იყო. იგი დაელოდა მარკს, რომელიც  ოთხი წელი საზღვარგარეთ მოგზაურობდა და ცოლად გაჰყვა მას.

რევოლუციამ ყველაფერი უკუღმა გადაატრიალა: ბოლშევიკებმა ბელას მშობლების ქონების კონფისკაცია მოახდინეს, შაგალი კი მშობლიურ ვიტებსკში ხელოვნების კომისრად დანიშნეს. ამ პერიოდში მან რამდენიმე სურათი დახატა, რომლებიც თავის ახალგაზრდა მეუღლესთან ბედნიერ ცხოვრებას მიუძღვნა, მათ შორის „გასეირნებაც“.

მხატვარს უყვარდა ნახატებში ანდაზების და დამკვიდრებული გამოთქმების (ძირითადათ იდიშზე) გათამაშება, „გასეირნებაში“ ის აშკარად ეკამათება რუსულ ანდაზას: „ჯობია წივწივა ხელში, ვიდრე წერო ცაში“. შაგალმა თავისი თავი გამოსახა: იგი დგას, მარჯვენა ხელი ჩამოუშვია. ხელში წივწივა ფართხალებს - ეს ყველაფერია რაც კი გმირს გააჩნია: მშობლიური ქალაქი, საყვარელი პროფესია... მაგრამ როგორც მხატვარმა წლების შემდეგ თქვა: „არის მხოლოდ ერთი ფერი, რომელსაც შეუძლია აზრი მისცეს ცხოვრებას და ხელოვნებას, - ეს სიყვარულის ფერია“. ამიტომ მას მტკიცედ უჭირავს ხელში „წერო“ - ცაში მოლივლივე ბელა.

1 აფრენა. „ჰაერის ადამიანს“ (ლიუფტმენჩ“ იდიშზე) ეძახიან იმას, ვინც რეალობასთან დაშორებული იდეებითაა სავსე. მაგრამ შაგალს უყვარდა თავისი პერსონაჟების ფრენის გამოსახვა, ამიტომაც მან მიწისგან მოწყვეტას სხვა აზრი მისცა. „იმისათვის რომ აფრინდე, ოცნებები საკმარისი არაა, - ამტკიცებდა მხატვარი, - საჭიროა ტემპერამენტი, აღტაცება, რომელიც მკერდს გიბოჭავს, ვნება, რომელიც ზეცაში აგამაღლებს“. შაგალი, როგორც გრძნობებს ფიზიკურ მოქმედებებს, ისე გადმოსცემს: „გასეირნების“ გმირი ქალი მიფრინავს, სიყვარულისა და ბედნიერების ფრთებით.

undefined

2 მხატვარი. თავისი თავი გამოხატა როგორც სუბიექტი, რომლის წარმოდგენა გარდაქმნის რეალობას. შაგალი წერდა და ხატავდა მუდმივად - სხვადასხვა მანერაში, ათობით ვარიანტად (ზოგჯერ ცხოველის სახით, მაგალითად „პარიზი ფანჯრიდან“ კატისანდა ხარი როგორც „ავტოპორტრეტში ჯვარცმის წინ“). აქ ის ბედნიერი შეყვარებულია, რომელიც სადაცაა მოსწყდება მიწას და თავის გულის სწორთან ერთად გაფრინდება. მართალია ხელოვნებადმცოდნე დიმიტრი სარაბიანოვის აზრით მხატვრის სახეზე ღიმილი ფარავს ნამდვილ გრძნობას - შეშფოთებას - შაგალი ხომ ომისა და რევოლუციის წლებში ხატავდა.

undefined

3 ბელა. იგი „დაფარფატებს ჩემს ნახატებში, ანათებს ჩემს გზას ხელოვნებაში. არცერთ  ნახატს, არცერთი გრავიურას მე არ ვამთავრებ სანამ მის „კის“ ან „არას“ არ გავიგებ -  ასე წერდა მხატვარი თავის მეუღლეზე. ბელა მხატვრის მრჩეველი, შთამაგონებელი და პერსონაჟი იყო. შაგალი მუდმივად ხატავდა მეუღლეს, მისი სიკვდილის შემდეგაც კი. ბელას სახე 2000-ზე მეტ მის ნამუშევარშია.

undefined

4 ქალაქი. მშობლიური ვიტებსკი, სადაც მისმა ბავშვობამ და სიყმაწვილემ გაიარა. ქალაქი შაგალის კიდევ ერთი გამჭოლი პერსონაჟია. მხატვარი ვიტებსკს ხატავდა ყველგან, პარიზის ოპერის პლაფონზეც კი: „არ არსებობდა ქალაქი, ნახატი რომელშიც მე შენი სული არ ჩავბერე, არ იყო ისეთი საღებავი, სადაც შენი სხივი არ იდგა.“ მაგრამ შაგალის ვიტებსკი ეს მხოლოდ ცნობილი დეტალების მქონე ადგილი არ იყო. ეს იყო მარადიული ქალაქი ისეთი, როგორიც იერუსალიმია, ბიბლიური სამყაროს საკვანძო სახე.

undefined

5 ტაძარი. მხსნელის ფერისცვალების ტაძარი მხატვრის მშობლების სახლში მისი ოთახის ფანჯრიდან ჩანდა . „ამ ბორცვს ეკლესიითურთ მე არაერთხელ და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვხტატავდი ჩემს ტილოებზე „, - იხსენებს შაგალი. ჩვენ დრომდე მან ვერ მოაღწია. ტაძარია მხატვრისთვის მარტო ბავშვობის მოგონება კი არ იყო, არამედ ქალაქის სრულყოფილების ატრიბუტი.

undefined

6 ორნამენტიან სუფრაზე გრაფინი და ბოკალი ღვინით, ხაზს უსვავს ტილოს სადღესასწაულო განწყობას.

undefined

7 საქონელი საძოვარზე. ვიტებსკის გარეუბნები იმ დროს ნაკლებად განსხვავდებოდა სოფლებისგან. ადგილობრივ მოსახლეობას საქონელი ჰყავდა. ცხენები და ძროხები ხშირად გვხვდება შაგალის ფერწერაში და გრაფიკაში. ამ შემთხვევაში ეს მომენტი პასტორალურ ატმოსფეროს აძლიერებს.

undefined

8 მიწა შაგალისათვის - დედობრივი საწყისის მატარებელია. „საერთოდ ძალიან მიყვარს მიწაში თავჩარგული წოლა, მას ვეჩურჩულები ჩემს განცდებზე და ტკივილებზე“, - წერდა იგი თავის ავტობიოგრაფიაში. აქ მიწა და სახლები მწვანეა. ეს შაგალის საყვარელი ფერია და მის ნახატებზე ის ხშირად დაკავშირებულია სიხარულის და ცხოვრების სიყვარულის შეგრძნებასთან.