მნიშვნელოვანი სიახლეები
მსუბუქი სიო: რენუარის სურათის 12 გამოცანა

მსუბუქი სიო: რენუარის სურათის 12 გამოცანა

საცეკვაო მოედნის მქონე სამიკიტნო ბევრი მხატვრის ტილოზეა გამოსახული: ტულუზ–ლოტრეკის, ვან გოგის, რუსინიოლის და სხვათა. მათთან სამიკიტნო გაცვეთილი და უჟმურია (როგორიც, ალბათ, სინამდვილეში იყო), ხოლო აი რენუართან კი, ჩვენ მას ვხედავთ მარადიული დღესასწაულის ადგილად.

იმ დროს, როცა ოგიუსტ რენუარი მუშაობდა „მულენ დე ლა გალეტის მეჯლისზე“ (1876 წელი), მონმარტრი წარმოადგენდა ღარიბ და დეპრესიულ უბანს. ქალაქის ფარგლებში ის შევიდა სულ ახლახანს, 1860–იან წლებში. დაწესებულებაში, რომელიც მიშენებული იყო წისქვილთან და სადაც ფქვავდნენ ირისის ფესვებს პარფიუმერული საქმიანობისათვის, აწყობდნენ საცეკვაო საღამოებს. მათ სტუმრობდნენ სტუდენტები, ბოჰემის მოყვარულები, მაგრამ პუბლიკის დიდ ნაწილს შეადგენდა ადგილობრივი უბრალო ხალხი: მუშები, გამყიდველები, მკერავები, მრეცხავები, მოსამსახურეები, რომლებიც ცხოვრობდნენ ღატაკ ოთახებში და მცირე შანსი ჰქონდათ სიღარიბესათვის თავი დაეღწიათ, შესაბამისად სიხარულის მცირე საბაბიც ჰქონდათ. თუმცაღა რენუარმა არჩია ყურადღება არ გაემახვილებინა მოწყენილ საყოფაცხოვრებო დეტალებზე. მწერალი ოქტავ მირბო ტყუილუბრალოდ არ თვლიდა, რომ რენუარი „ერთადერთი დიდებული მხატვარია, რომელსაც არასდროს დაუწერია სევდიანი ნახატები“. „ჩემი აზრით, სურათი უნდა იყოს სასიამოვნო, მხიარული და ლამაზი. დიახ, ლამაზი!“ განაცხადა რენუარმა. –„ცხოვრებაში საკმარისზე მეტი უსიამოვნო შემთხვევებს ვაწყდებით, რატომ უნდა შევქმნათ მათი ასლები?" მხატვარს სურდა დაენახა მხოლოდ ახალგაზრდა და მხიარული მოცეკვავეები მზით გამთბარ მოედანზე – რენუარი ხედავდა მათ და ხატავდა კიდეც.

undefined
1) ჟანა — მკერავი მონმარტრიდან. ამ დროს იგი 16 წლისა იყო. ადგილობრივი გოგოებ იყოველთვის არ პოზიორობდნენ რენუარის წინაშე: ერთნი თვლიდნენ, რომ ეს საქმიანობა არარიგიანი ქცევა იყო, ხოლო სხვას კი ეშინოდა ქმრების უკმაყოფილების. რენუარმა ჟანა დაითანხმა მენატურეობაზე მხოლოდ მას მერე, რაცდაუმეგობრდა დედამისს. გოგონას ორმაგი ცხოვრება ჰქონდა: მხატვარს ოქროსფერკიდეებიან წერილებს წერდა, ამასთან, ქუჩაში ჰყიდდა რძეს. როგორც გამოირკვა, ჟანას მდიდარი მფარველი ჰყავდა.

undefined
2) ესტელი — ჟანას უმცროსი და, ასევე მკერავი. რენუარი თვლიდა, რომ ესტელს ძალიან ლამაზი ყურები ჰქონდა და გოგონას ურჩევდა თმები უკან გადაეწია.

undefined
3) პიერ ფრან–ლამი — მხატვარი, რომლის წყალობითაც არსეობს „მულენ დე ლა გალეტის მეჯლისი“. მან რენუარის სახელოსნოში იპოვა მის მიერ გაკეთებული ჩანახატი და დაარწმუნა ოგიუსტი, დაემთავრებინა იგი. რენუარმა იქირავა სახლი მულენ დე ლა გალეტის მახლობლად, მეგობრები კი ეხმარებოდნენ ტილოს საცეკვაო მოედანზე მიტანაში, რათა რენუარს ნატურიდან დაეხატა. ეს არ იყო ადვილი საქმე: ძლიერი ქარი სდროს ტილო ხელიდან უსხლტებოდა ახალგაზრდებს და რამდენჯერმე კინაღამ გაუფრინდათ კიდეც.

undefined
4) ნორბერგენეტი — რენუარის კიდევ ერთი მეგობარი, მხატვარი, მულენ დე ლა გალეტის ხშირი სტუმარი.

undefined

5) ჟორჟ რივიერი — ჩინოვნიკი და პუბლიცისტი, რენუარის მეგობარი. 1877 წელს მან გამოსცა გაზეთი „იმპრესიონისტი“, სადაც ჰყვებოდა ფერწერის ახალ მიმართულებაზე; მოგვიანებით ასევე დაწერა რენუარის ბიოგრაფია.

undefined
6 კანოტიე – ჩალის ზაფხულის ქუდებს თავდაპირველად ატარებდნენ მენიჩბეები, აქედან მომდინარეობს სახელიც (ფრანგულისიტყვიდან canotier — «მენიჩბე»)

undefined
7) ცილინდრი. ამბობენ, რომ როცა 1797 წელს ცილინდრის შემქმნელი ინგლისელი ჯონ გეტერინგტონი პირველად გამოჩნდა ქუჩაში, თავისი შესახედეობით ქალბატონები დააფრთხო, რისთვისაც დააჯარიმეს. მაგრამ XIX საუკუნეში ცილინდრმა პოპულარობა მოიპოვა.

undefined  
8) ტიმბალი – ეს ჩალის ქუდები მოდაში შემოვიდა ოპერეტის „ვერცხლის თასის“ (Timbale d’argent) მსახიობ ლუიზა თეოს წყალობით, საიდანაც მიიღო კიდეც სახელი. მონმარტრის გოგოების მენატურეობაზე დაყოლიების მიზნით რენუარმა დუჟინი ტიმბალი იყიდა და აჩუქანა ცნობლ ლამაზმანებს. მხატვარმა ეგრევე მოიხვეჭა გულუხვი მდიდრის სახელი და მალე თავად დედებს მოჰყავდათ გოგოები მხატვრის სახელოსნოში.

undefined
9) მარგარიტა ლეგრანი — 16 წლის მკერავი, მეტსახელად პატარა მარგო. ჟორჟ რივიერი იხსენებდა მას, როგორც თავქარიან ქალიშვილად სახის უხეში ნაკვთებითა და შეწითლებული, უწამწამო ქუთუთოებით. ის ხშირად აცდენდა შეთანხმებულ სეანსებს, მაგრამ რენუარის ერთ–ერთი საყვარელი მოდელი იყო. სამი წლის მერე, როცა გოგონა ავად გახდა მუცლის ტიფით, მხატვარმა მისი მკურნალობი სთანხა გადაიხადა. ექიმებმა ვერ შესძლეს მარგოს გადარჩენა და რენუარმა მისი დაკრძალვის თანხებიც დაფარა. 

undefined

10) პედრო ვიდალ დე სოლარეს–ი–კარდენას — ესპანური წარმოშობის მხატვარი, რომელიც საფრანგეთში კუბადან მოხვდა. რენუარის მეგობარი.
11) ცეკვები გრძელდებოდ ადასვენების დღეებში დღის სამი საათიდან შუაღამემდე. საცეკვაო მოედანზე ასასვლელად მსურველს უნდა გადაეხადა 5 სუ, იხდიდნენ მხოლოდ მამაკაცები, მაგრამ ქალები აუცილებლად კავალერებით უნდა მისულიყვნენ. ცეკვავდნენ როგორც კადრილს (რაც სურათზე არის მოცემული), ასევე ვალსებს;  თითოეული ცეკვა კავალერს უჯდებოდა 4 სუ.

undefined

12) საღამოობით პარიზული კაფეები და მაღაზიები განათებული იყო გაზის ფანრებით, მაგრამ მომდევნო 1877 წელს, მაღაზიამ „ლუვრი“, პავლე იაბლოჩკოვის, რუსი გამომგონებლის, მეშვეობით მიიღო ელექტროგანათება და აღნიშნული სიახლე მალევე გავრცელდა დედაქალაქში.