მნიშვნელოვანი სიახლეები
მუსიკოსი ბერი: გვიდო არეზოელე და მისი გავლენა მუსიკაზე

მუსიკოსი ბერი: გვიდო არეზოელე და მისი გავლენა მუსიკაზე

გვიდო არეზოელი იყო ბერი, რომელიც ცხოვრობდა შუა საუკუნეებში და შეიძლება მივიჩნიოთ ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად თავამედროვე მუსიკის ისტორიაში. შუა საუკუნეებისას მონასტრები ევროპის მნიშვნელოვან ინსტიტუტებს წარმოადგენდნენ. იქ საგალობლების სიმღერით ხდებოდა ღმერთის თაყვანისცემა. გვიდო არეზოელი ცნობილია, იმ პრობლემების გამოსწორებისთვის, რომლებიც ამ საგალობლებში გვხდებოდა, რამაც შემდგომ გავლენა იქონია მთელი მუსიკის ისტორიაზე.

გვიდო არეზელის ცხოვრება

გვიდო არეზოელი თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც გვიდო არენტუსი. იგი მე–10 საუკუნის ბოლო ათწლეულში, საფრანგეთში დაიბადა. როცა წამოიხარდა წმ. ბენედიქტის ბერების ორდენის წევრი გახდა წმ. მაურ დეს ფოსესის მონასტერში, რომელიც ახლაც პარიზის მახლობლად მდებარეობს. თავისი მოღვაწეობის ადრეული ხანიდან გვიდო დაინტერესებული იყო საეკლესიო მუსიკით და მასთან დაკავშირებული პრობლემებით.

მის დროს კომპოზიტორებისთვის შეუძლებელი იყო ზუსტად ჩაეწერათ მუსიკალური ნაწარმოები მანუსკრიპტებში. ამრიგად მუსიკის მელოდია დამახსოვრებას მოითხოვდა და ერთი თაობიდან მეორეზე გადადიოდა. ამის მიუხედავად საგალობლები ცვლილებებს გადიოდნენ.

მე–9 საუკუნეში ნევმატური ნოტებით ჩაწერის სისტემა გაჩნდა. მისი მეშვეობით შესაძლებელი იყო მელოდიის ფორმის ზოგადი ფორმის ჩაწერა. ამის მიუხედავად მანძილი ბგერებს შორის (თუ რამდენი ტონით არის დაშორებული ერთი ნოტი მეორეს) არ იყო განსაზღვრული. ამიტომ როცა მელოდდის სწავლა იყო საჭირო, ისევ მახსოვრობით ხდებოდა.

გვიდოს მუსიკალური გზა

სწორედ ამ უზუსტობის გამოსწორება სურდა გვიდოს, მას ასევე მუსიკის სწავლების ახალი მეთოდები შემოჰქონდა. როგორც ჩანს, ამის გამო ის არაპოპულარული  გახდა წმ. მაურ დეს ფოსესის ბერებს შორის, რის გამოც გვიდო პომპოსას მონასტრში გადავიდა, რომელიც ფერარას ახლოსაა იტალიაში. მისი სწავლების მეთოდებით სტუდენტები უფრო მარტივად სწავლობდნენ, რასაც არდე უფრო დიდი ხანი უნდებოდნენ.

გვიდომ იტალიაში პოპულარობასთან ერთად მოშურნეებიც გაიჩინა, რის გამოც იქიდანაც გამოაგდეს. ამის შემდგომ გვიდო არეზოში წავიდა, რომელიც იტალიის ქალაქ ტოსკანაში მდებარეობს. მართალია არეზოს არ აქვს სააბატო, მაგრამ იქ მდებარეობდა კათედრალი, რომლის მგალობელთა გუნდსაც ის ასწავლიდა.

მუსიკალური ხელოვნება დისციპლინა

არეზოში გვიდომ დაწერა Micrologus de Disciplina Artis Musicae, რომელიც ეძღვნებოდა მის მფარველ ეპისკოპოს თეუდალდს. მალე ამ ტრაქტატმა პოპ იოანე XIX –მდე მიაღწია და გვიდო რომში მასწავლებლად მოიწვია. პაპი ისე აღფრთოვანებული იყო გვიდოს შრომებით, რომ მან ბერს სთხოვა რომში დარჩენილიყო და საეკლესიო პირებისთვის ეს ახალი სისტემა ესწავლებინა.

თუმცა, რომის კლიმატი არ აღმოჩნდა კარგი გვიდოსთვის. რომში ის მალე ავად გახდა. ამიტომ ის უკან არეზოში დაბრუნდა. ცოტა არის ცნობილი გვიდოზე ამის შემდგომ. ერთ–ერთი ჩანაწერის მიხედვით გვიდო არეზოში გარდაიცვალა.

undefined

გვიდოსეული ხელი

გვიდოს სიახლე მუსიკაში დღემდე შემორჩა. უპირველეს ყოვლისა ესაა ხაზებზე ნოტების წერის სისტემა, რომელიც დღემდე გამოიყენება ოღონდ ცვლილებებით. ასევე გვიდო გამოიყენებდა მარცვლებით მუსიკალური ნოტების სწავლის მეთოდს, რომლის დახმარებითაც გვაქვს ნოტების სახელები – დო, რე, მი და ა.შ. ბოლოს კი გვიდო ითვლება „გვიდოსეული ხელის“ შემქმნელად, რომელიც მუსიკის შესასწავლად გამოიყენებოდა.