მნიშვნელოვანი სიახლეები
მხატვარმა საკუთარი თავი 17 სხვადასხვა ეპოქაში დახატა

მხატვარმა საკუთარი თავი 17 სხვადასხვა ეპოქაში დახატა

მხატვარმა უენდი არბაიტმა ბოლო საუკუნენახევრის ყველა ეპოქის 17 ავტოპორტრეტი დახატა.

პროექტზე სახელწოდებით „მომენტი დროში“, მთელი წელი დაიხარჯა. „ მე მსურდა საკუთარ მაგალითზე გამეგო თუ რას ნიშნავს ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში ცხოვრება. ვინ ვიქნებოდი მე? ვიქნებოდი კი იგივე რაც ახლა ვარ? შემიძლია თუ არა მე აღვადგინო სახე, სული და განწყობა იმ ეპოქისა, რომელშიც არასდროს არ მიცხოვრია?“, – ამბობს ავტორი.

undefinedundefinedundefined

undefinedundefinedundefined

undefinedundefinedundefined

მხატვრის სიტყვებით ზუსტი სახეების შესაქმნელად მას კვლევაში ასობით საათი დახარჯა. „მე დიდ ყურადღებას ვუთმობდი ვარცხნილობას და მაკიაჟს, სტილს და პოზებს, ასევე ფოროგრაფიის ტექსტურას და ფერს.  მთელი ტანსაცმელი ნამდვილია (1850 და 1860–იანი წლების გამოკლებით, რომელთა ჩაცმაც არ შეიძლებოდა მათი სიძველის გამო), ნამდვილია სურათების ყველა ჩარჩოებიც“, – ამბობს არბაიტი.

თავისი ნამუშევრებისათვის ავთენტური სახის მისაცემად მხატვარმა საკუთარ ნახატებზე ეგზეკუცია ჩაატარა: ჭმუჭნიდა, ფხაჭნიდა, ასხავდა ზედ ყავას და ჩაის, თხვრიდა სპაგეტის სოუსით, ევენითა და ლაყე კვერცხით. შედეგად იმდენად დამაჯერებელი სურათები გამოვიდა, რომ ხელისუფლება მას საავტორო უფლებაზე უარს ეუბნებოდა.  ვინაიდან ძველი დაგეროტიპები ეგონათ. მხატვარს კი საწინააღმდეგოს დამტკიცება მოუწია.