მნიშვნელოვანი სიახლეები
მხატვარმა ტურისტები ტბაზე ფეხით სასეირნოდ მიიწვია (+ვიდეო)

მხატვარმა ტურისტები ტბაზე ფეხით სასეირნოდ მიიწვია (+ვიდეო)

მხატვარმა  ქრისტო იააშევმა,  ტბაზე 200 000 პოლიეთილენის კუბი გააერთიანა ერთ ტროტუარად და 5 კილომეტრის სიგრძის გზა შექმნა. "ყვითელი აგურების გზა" სანაპირო სოფელ სულზანოს ტბაში მდებარე კუნძულ მონტე-იზოლასთან აკავშირებს.

"ეს არც ნახატია და არც ქანდაკება. თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ამ ტროტუარზე, შეიგრძნოთ იგი, როგორც მზე, წვიმის წვეთები ანდა ქარი. ეს რაღაც მატერიალურია, მაგრამ არა ვირტუალური", ამბობს 81 წლის მხატვარი. პროექტის იდეა 1970 წელს შეიქმნა და მას შემდეგ მხატვრის გულში ინახებოდა და 2005 წლის შემდეგ  ქრისტოს პირველი ნამუშევარი გახდა. პროექტი ადგილობრივი ხელისუფლების და მახლობელი სოფლების მცხოვრებთა მხარდაჭერით შეიქმნა. ქრისტომ ტროტუარი 200 000 კუბისგან შექმნა, რომელიც გადამუშავებული პოლიეთილენისგან დაამზადეს. იგი შემდეგ ყვითელი ნეონური ნაჭრით დაიფარა, რომელიც მზის მდებარეობის მიხედვით ფერს იცვლის, ხოლო დასველებისას მუქი წითელი ხდება.    

პროექტის რეალიზაცია 15 მილიონი ევრო დაჯდა, მაგრამ ქრისტო იამაშევმა ტბაზე სეირნობა უფასო გახადა.

მხატვარმა სახელი თავისი ნამუშევრებით გაითქვა, რომლებშიც სხვადასხვა ობიექტები იყო ჩართული - საბეჭდი მანქანიდან და ავტომობილიდან დაწყებული რეიხსტაგისა და ზღვის მთელი  სანაპიროს ჩათვლით. მისი ნამუშევრები, უფრო სწორად ესკიზები მსოფლიოს 140 მუზეუმში ინახება. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია 1995 წელს რეიხსტაგის შეფუთვა.